x
image
K.P.
"მეცოდებით ვინც ძალით გამოდიხართ ამ კონცერტებზე"-ნინო ჩხეიძის მადლობა თბილისის მერიას
image
საახალწლო კონცერტი და მასში მონაწილე მომღერალთა სიის საკითხი წელსაც აქტუალურია. როგორც ყოველთვის, კონცერტზე ყველა მსურველი არ მიიწვიეს, რასაც აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. დაწუნებულ მომღერლებსშორისაა ყველასათვის კარგად ცნობადი ნინო ჩხეიძე. ის სოციალური ქსელის მეშვეობით თბილისის მერიას მადლობას უხდის: "ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თბილილის მერიას, რომ არცერთ ღონისძიებაში არ შემომთავაზა მონაწილეობა და ვაზელინის საშუალება არ მომცა. მეცოდებით ვინც ძალით გამოდიხართ ამ კონცერტებზე... ვიზიარებ თქვენს გაჭირვებას".

ცხადია, მომღერლის მეგობრები და გულშემატკივრები საახალწლო კონცერტს ნინოს გარეშე აპროტესტებენ და ამტკიცებენ, რომ ის პოლიტიკური შეხედულებების გამო დაიბლოკა.

წელს საახალწლო კონცერტზე ვერ მოხვდნენ ის მომღერლებიც, რომლებიც გასულ წლებში დღესასწაულს სცენიდან სიმღერით გვილოცავდნენ. (მაგ: ლელა წურწუმია, ნინი ბადურაშვილი, სტეფანე მღებრიშვილი, ნინა წკრიალაშვილი და ა.შ.)

ნინო ჩხეიძე ვერც თბილისობაზე გამართულ კონცერტზე ვერ მოხვდა. მაშინ მომღერალი კონცერტის ორგანიზატორების ვინაობით დაინტერესდა, რასაც მისი კოლეგებია აგრესია მოჰყვა.image


ბევრი მოსაზრება არსებობს იმის თაობაზე, თუ რატომ ვერ ხვდებიან კონკრეტული მომღერლები კონცერტებზე.

"ყოველ წელს შეიძლება იყოს ჩხუბი და სკანდალები თემაზე: ვინ იმღერებს ახალი წლის კონცერტზე?!

მომღერლების ერთი ნაწილი სად ჩარჩა? რომელ ეპოქაში? სადაც "გალუბოი აგანიოკს" მაღალი რეიტინგი აქვს? რატომ არ გკიდიათ იმღერებთ თუ არა სახელისუფლებო კონცერტზე?! შექმენით რამე ახალი. ჩაატარეთ სოლო კონცერტები და არ მითხრათ ახლა ფული არააო. რაც კარგია, რაც ახალია თავად წერს ფულს. შეიძლება ცოტას, მაგრამ წერს. აღარ დამთავრდა დაბლოკილების თემა. იქნებ გეფიქრათ იმაზე რომ დაბლოკილები კი არა, არააქტუალურები ხართ. დრო დროზე ჩქარა რომ მირბოდა ის ამბავია და ვინც დროს ჩამორჩა, ის ყველაზე მეტს ყვირის. ვაახ"-წერდა ნანუკა ჟორჟოლიანი რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში.

ვინ დაბლოკილია და ვინ არააქტუალური ამაზე მსჯელობა დუსრულებლად შეიძლება, მომღერლების პროტესტი და კამათი კი უკვე აღარავის გვიკვირს. image

2
476
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
476
  
2015, 30 დეკემბერი, 18:08
და საერთოდ ვინაა რო! რომელი მომღერალი ესა მყავს, გავიდეს ხალხში და იკითხოს რას ეძახიან მეტსახელად-"მარშუტკების მომღერალს".
მადლობა ღმერთს ქართველებს შესაბამისი ხმის მქონე მომღერლები გვყავდა და გვყავს, ამას და წკრიალაშვილს და სტეფანეს რომ არ მოვუსმინოთ. ნინი ბადურაშვილი გამონაკლისია, უდაოდ კარგად მღერის.
2015, 30 დეკემბერი, 11:43
ადრე თვითონ რომ გამოდიოდა ეგ დაგვავწყდა :)
0 1 2