ქანდაკება 24 საუკუნის შემდეგ, მსოფლიოს 7 საოცრებიდან ერთ-ერთი, როდოსის კოლოსი ბრუნდება!(+ვიდეო) 2015, 28 დეკემბერი, 21:38 ბრიტანული გამოცემის, The Times-ის თანახმად, ძველ ბერძნულ მითოლოგიაში
მზის ღმერთად ცნობილ ჰელიოსის ქანდაკებას 24 საუკუნის შემდეგ ბერძნები
კვლავ აღადგენენ.
ჰელიოსის უზარმაზარი ქანდაკება მის პირვანდელ ვერსიასთან შედარებით 5-ჯერ დიდი იქნება. საბერძნეთში პროგნოზირებენ, რომ მზის ღმერთი ჰელიოსი (როდოსის კოლოსი) მათ ელადის ძველ დიდებას დაუბრუნებს. ეკონომიკური კრიზის შემდეგ კი მხოლოდ ლეგენდარული მსოფლიოს საოცრება საბერძნეთს წლიურ შემოსავალს - 26 მილიონს მოუტანს. ანტიკური ჰელიოსის ქანდაკება 30 მეტრს უდრიდა, ხოლო ახლანდელი როდოსის კოლოსის სიმაღლე 150 მეტრს მიაღწევს. არქიტექტორების ვარაუდით ლეგენდალური ჰელიოსის ქანდაკება(როდოსის კოლოსი) თურქეთიდანაც გამოჩნდება. ამ მეგა-პროექტისთვის გამოყოფილია 183 000 000 ევრო. ქანდაკების გარშემო აშენდება მუზეუმები, მაღაზიები და ბიბლიოთეკები, აქედან გამომდინარე სტატისტიკოსების ვარაუდით, როდოსის კოლოსი საბერძნეთის ეკონომიკას წლიურად მინიმუმ- 26 000 000 ევროს მოუტანს. მოგახსენებთ, რომ როდოსის კოლოსის ქანდაკება ქრისტეს შობამდე მე-III საუკუნეში მიწისძვრის შედეგად განადგურდა, მაგრამ როგორც ჩანს, ბერძნები მითოლოგიურ ქანდაკებას კვლავ აღადგენენ და მსოფლიო ისტორიაშიც საკმაოდ წარმატებულ ნაბიჯს გადადგავენ. როდოსის კოლოსის აშენება თუ მოხერხდა, ეს იქნება XXI-საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული მეგა-პროექტი. ნახეთ ვიდეო სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 671 10-ს მოსწონს
|