სხვა უჩვეულო სითბო ნიუ-იორკში შობაზე 2015, 28 დეკემბერი, 9:58 25 დეკემბერს ნიუ-იორკის ქუჩებში ისეთივე სითბო იყო როგორც გაზაფხულზე. ჯერ არ ახსოვთ რომ ოდესმე შობის დღესასწაულს ასეთი ამინდით შეხვედროდნენ. ამინდის პროგნოზის ცენტრში აცხადებენ რომ ამ ქალაქმა რეკორდი მოხსნა, 22 გრადუსი ცელსიუსი დაფიქსირდა . როგორც მეტეოროლოგი კარლი ბუკოლა აცხადებს, ეს მხოლოდ სამი გრადუსით ნაკლებია ვიდრე ოთხ ივლის დაფიქსირდა. მისი აზრით ამ დათბობის მიზეზი ოკეანის ნაპირებზე წყლის ტემპერატურის ცვლილებამ განაპირობა არც გასაკვირი არაა ის ფაქტი რომ ნიუ-იორკის მცხოვრებლები და სტუმრები გარეთ ატარებენ ძირითად დროსდა ტკბებიან ამ შესანიშნავი ამინდით. ძირითადად ეცვათ საზაფხულო ტანსაცმელი : შორტები, უმკლაო მაისურები, ტუფლები და ღია ფეხსაცმელები. თუმცა გვხვდებოდნენ ჩექმებში და ქურთუკებში გამოწყობილი ადამიანებიც. განსაკუთრებული ხამლხმრავლობა შეინიშნებოდა, მანჰეტენზე, მეხუთე ავენიუზე, დროის სკვერში და სეირნობისთვის განკუთვნილ პარკებში. ხალხმა ისარგებლა თბილი დღით და ფიზიკურ აქტივობაში ხარჯავდნენ დროს. ბევრი ხალხი იყო სანაპიროებზე და სპორტულ დარბაზებში, აგრეთვე დიდი ჰიპერმარკეტებში და მაღაზიებში 491 7-ს მოსწონს
|