x
image
თამმარ თედიაშვილი
ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე მწერები (ნაწილი 2)

ორფრთიანი მწერები

image ორფრთიანების რიგში თავმოყრილია მწერები, რომელთაც ერთი წყვილი ფრთა აქვთ. ფრთების უკანა წყვილი განუვითარებელია და გადაქცეულია საბზუილედ, რაც ფრენის დროს ბზულის ხმას იწვევს. ორფრთიანნთა პირის ნაწილები: მწუწნავი,
მლოკავი ან მჩხვლეტია. მათი წარმომადგენლები არიან ბუზები, რომლებიც დიდი მრავალგვარობით
გამოირჩევიან.
ოთახის ბუზს აქვს პირის მლოკავი ნაწილები, ფეხებზე წებოვანი მისაკრობები ბალიშების სახით, რომელთა საშუალებით თვისუფლად მოძრაობენ კედელსა და ჭერზე. ბუზი საჭმელს ძალიან ხშირად ღებულობს. დაახლოებით ყოველ 10-15 წუთში. ჭამის შემდეგ ჩიჩახვიდან ხშირად ანთხევს სითხის წვეთბს, რასაც შემდეგ ხელახლა აგროვებს. ამ გზით საჭმელი საჭმლის მომნელებელი წვენის ზეგავლენით დაიშლება. თუ ამ დროს ბუზს შევაშინებთ იქ, სადაც ის იჯდა ლაქა დარჩება. ბუზის ფეკალური მასაც ლაქას წარმოქმნის. დღე-ღამის განმავლობაში ერთ ბუზს შეუძლია 50 ასეთი ლაქა დატოვოს, რომელიც უამრავ მიკროორგანიზმს შეიცავს. გამოთვლილია, რომ ოთახის ბუზს
თავისი სხეულის ზედაპირით შეუძლია გადაიტანოს დაახლოებით 6 მილიონი სხვადასხვა მიკროორგანიზმი, ხოლო ბუზის შიგთავსში თავსდება დაახლოებით 28 მილიონი მიკროორგანიზმი.
საინტერესო მონაცემებია მიღებული ბუზების ქცევაზე. ისინი სხვადასხვანაირად რეაგირებენ ფერსა და სუნზე. როგორც ირკვევა ბუზი წითელ, ლურჯსა და იისფერ ფერებს არ აღიქვამს. მწვანე და ცისფერი მას აშინებს, ხოლო ყვითელი და ნარინჯისფერი იზიდავს. აგრეთვე იზიდავს ამიაკისა და გაფუებული ნივთიერებების სუნი, მაგ. ცომის. მასზე უარყოფითად მოქმედებზე ამიაკის სუნი. image
ოთახის ბუზის გარდა გვხვდება ბაზრის, ლეშის ლურჯი და მწვანე ბუზები, აგრეთვე ბევრი სხვა სახეობის, როგორიცაა მბურღავი და მჩხვლეტავ-მწუწნავი.
ბუზი სტომაქსისი-აღჭურვილია მბურღავი პირის აპარატით და სისხლით იკვებება. მას გადააქვს ციმბირული წყლულისა და სეფსისის გამომწვევები. მეორე ჰემატოფაგი აფრიკის ბინადარია და ეწოდება ბუზი ცეცე. ამ ბუზს გადააქვს ტრიპანოსომოზი ანუ ერთუჯრედიანი პარაზიტები. ბუზი ცეცე, ისევე როგორც ბუზების სხვა ოჯახის წარმომადგენლები, ერთ ჯერზე 4-5 ლარვას გამოჩეკვა შეუძლია, რომლებიც მაშინვე ჩაიბურღება მიწაში და იქ იჭუპრება. ჰემატოფაგები ორფრთიანების მხოლოდ მდედრები არიან. ისე როგორც ტკიპებს, სისხლი მათაც კვერცხის ფორმირებისათვის სჭირდებათ. ამ სახეობის მამრები ნექტარითა და მცენარის წვენებით იკვებებიან. ზოგიერთი ბუზის მატლს შეუძლია სხვა ზიანიც მოგვიტანოს.როგორც ადამიანისა და ცხოველთა პირდაპირი პარაზიტი, იწვევს ბუზის დაავადებას ანუ მიაზს. მიაზი არის ქსოვილური და ღრუებრივი.
image ორფრთიანებს განეკუთვნებიან აგრეთვე ყველა კოღო. ნებისმიერმა
სისხლის მწოველმა კოღომ შეიძლება იქონიოს და გადასცეს 50-ზე მეტი ვირუსი,
ბაქტერიული და პარაზიტული დაავადება. მათი გრძელი და წვრილი პირის ორგანოები მჩხვლეტი და მწუწნავი ტიპისაა. მამრები და გაუნაყოფიერებელი მდედრები ნექტარითა და მცენარეთა წვენებით იკვებებიან. განაყოფიერების შემდეგ მდედრები აგრესიულები
ხდებიან ადამიანებისა და თბილსისხლიანების მიმართ. სისხლის წოვის რიცხვი
შეესაბამება კვერცხდების რაოდენობას. კვერცხს დებენ ტენიან გრუნტში წყლის
მახლობლად ან და წყალში. ლარვები და ჭუპრები რომლებიც წყლიან გარემოში ვითარდებიან ტრაქეების საშუალებით სუნთქავენ ატმოსფერულ ჰაერს, ისევე როგორც მოზრდილები.

სისხლმწოვი კოჭოები იყოფიან ორ ქვეოჯახად. არამალარიულად და მალარიულად. არამალარიულ კოღოებს განეკუთვნება Culex-ისა და Aedes გვარები, რომლებიც ენცეფალიტის. ციებ-ცხელების, ტულარემიის, ციმბირული წყლულის (ჯილეხის), აფრიკული ნემატოდოზის სხვადასხვა ფორმებისა და სხვა დაავადებათა გადამტანები არიან.
Anopeles-ის ( ბერძნულად- მავნებელი) გვარის
მალარიის კოღოები სხვადასხვა სახის მალარიის გადამტანები არიან. არამალარიული და
მალარიული კოღოები მთელი რიგი ნიშან-თვისებებით განსხვავდებიან. ეს განსხვავება
თავს იჩენს განვითრების ყველა სტადიაზე.
image
მოსკიტების ოჯახი თავის შემადგენლობაში აერთიანებს 20-ზე მეტი სახეობის ორ გვარს(მოსკიტო ესპანურად ბუზს ნიშნავს). მოსკიტები გვხვდება ცხელ მხარეებში (შუა აზია, ყირიმი, კავკასია). ისინი არიან ყვითლად შეფერილი მწერები; ბეწვით სქლად დაფარული მოსკიტის სხეულის ზომა 1, 3 - 3, 5 მილიმეტრამდეა. მახვილბოლოიანი წაგრძელებული ფრთები მშვიდ მდგომარეობაში ზევითაა აწეული. მოსკიტები ყველაზე აქტიურები არიან შებინდებისას და ღამით. მდედრი მოსკიტები კვერცხებს დებენ მღრღნელების სოროებში. კვერცხებიდან გამოდიან წვრილი მატლები, რომლებიც ბინადრობენ იქვე, სადაც მექვიშიები თავიანთ ნაშიერებს ზრდიან. მოსკიტების
ლარვები იკვებებიან ცხოველთა ექსკრემენტებით. სხვა მწერების ჭუპრებისაგან განსხვავებით მოსკიტების ჭუპრებს შეუძლიათ ენერგიული მოძრაობა. მოსკიტებს გადააქვთ ისეთი მძიმე დაავადება როგორიცაა ლეიშმანიოზი, პაპატაჩის ციებ-ცხელება და სხვა. ისინი კვების დროს სისხლს წოვენ მღრღნელებს, ძაღლებს და სისხლთან ერთად დაავადებათა გამომწვევებს, რომლებსაც კბენის დროს ადამიანებს გადასცემენ.
მოსკიტების ნაკბენი მტკივნეულია და იწვევს ძლიერ ადგილობრივ შეშუპებას. კბენის
შემდეგ ქავილი 8-12 საათს გრძელდება; ხოლო ზოგჯერ თავს იჩენს უძილობა, ქვეითდება ჭამის მადა და შრომის უნარიანობა.
image ორფრთიან სისხლმწოვ მწერებს მიეკუთვნება აგრეთვე მწერების ნაკრები ჯგუფი ეგრეთწოდებული ქინქლები, რომლებშიც შედიან კოღოების, მუმლების, მაწუხელების, ოფების ოჯახთა წარმომადგენლები, სისხლმწოვი ბუზები ხოლო სამხრეთში მოსკტები. ისინი კოლოსალური მასების სახით ჰაერში არიან. ქინქლების თავდასხმა ძალიან მძიმეა როგორც ადამიანების, ასევე ცხოველებისათვისაც. ნაკბენი იწვევს ტკივილებს, ნერწყვის ტოქსინებით მოწამვლას, გადააქვთ მთელი რიგი ტრანსმისული დაავადებათა გამომწვევები. ქინქლების თავდასხმა აქვეითებს ადამიანთა შრომისუნარიანობას, არღვევს დასვენებისა და ძილის რეჟიმს.
მუმლები, რომლებიც შეუიარაღებელი თვალით ოდნავ შესამჩნევია, ვითარდებიან
გამდინარე წყალში. მათი ნერწყვი ძლიერ ტოქსიკურია, იწვევს ადამიანის ტემპერატურის აწევას, თავის ტკივილს, გულის რევას. მუმლებს შეუძლიათ გაფრინდნენ დიდ მანძილზე, დაახლოებით 25 კილომეტრამდე.

ოფები ძირითადად ტაიგაში არიან გავრცელებული. მატი მატლები ვითარდება დამდგარ წყალში ან ტენიან ნიადაგში.
ქინქლების შემადგენლობაში შემავალ მწერებს განსაკუთრებული გაფრთხილებით უნდა მოვექცეთ, რადგან მათ გადააქვთ ტულარემიის, მალარიის, ლეიშმანიოზის, იაპონური ენცეფალიტის, ჯილეხის, ქოთაოს, შავი ჭირის და სხვა დაავადებათა გამომწვევები. ჰემატოფაგებს შორის, რომლებიც ქინქლების ჯგუფში შედიან, გვხვდებიან ზოგიერთი პარაზიტული ჭიების შუალედური მასპინძლები.
image
ტკიპები წვრილი ობობასნაირთა ქვეკლასის წარმომადგენლებია. ბუნებაში 40 000 სახეობისა არსებობს, მათმა რაოდენობამ გამრავლების მხრივ გადააჭარბა ობობათა რაოდენობას. მათ მიიღეს მიკროსკოპული მცირე ზომა და დაბინავდნენ ნიადაგსა და ლპობად გარემოში, რომელიც მათ საკვებს წარმოადგენს. მათი ზომებია 0, 2 – 0, 4 მმ, ძალიან იშვიათად 3 მმ. სხეული მთლიანი ან იშვიათად ორ ნაწილიანია. ფეხისმაგვარი წანაზარდები მჩხვლეტი და მჭრელია, აქვთ ოთხი მარტივი თვალი. ზოგიერთ სახეობას აქვს რბილი ტანი, კანისმაგვარი საფარველით, ზოგს კი რქოვანი. ტკიპები წარმოადგენენ ადამიანის პარაზიტებს და დაავადების გადამტანებს. არაპარაზიტული ფორმებიც კი იწვევენ კანის გაღიზიანებას. მიწაში მცხოვრები დიდ როლს თამაშობენ ნიადაგის ჰუმუსის წარმოქმნაში, მაგრამ მათგან ბევრი იკვებება კულტურული მცენარეების წვენებით და ზიანი მოაქვთ სოფლის მეურნეობაში. ტკიპები განსაკუთრებით მრავლდებიან ფქვილში, მარცვლეულში და იწვევენ მათ გაფუჭებას. ადამიანში შეუძლიათ გამოიწვიონ ალერგიული გაღიზიანება. მუნის გამომწვევი ტკიპები იწვევენ ქავილს, რადგან კანქვეშ დებენ მიკროსკოპულ კვერცხებს ხოლო ასევე მიკროსკოპული მატლები იკვებებიან კანის ქსოვილით.
საზოგადოების განვითარების კვალობაზე, კულტურის დონის ზრდასთან ერთად მიმდინარეობდა ბრძოლა ადამიანების პარაზიტების მოსასპობად, მაგრამ საბოლოოდ მათი გაწყვეტა შეუძლებელი გახდა. გაიზარდა მათთან ბრძოლისა და მაგან თავდაცვის საშუალებები. უამრავი სანიტარულ-ჰიგიენური საშუალება არსებობს და იყენებენ სათანადოდ განკუთვნილ ქიმიურ საშუალებებს: ტარაკნების, ტილების, ბუზების მოსასპობად. არსებობს შინაური ცხოველების მოვლისათვის განკუთვნილი ქიმიური საშუალებები, რწყილებისა და ტკიპების საწინააღმდეგოდ. კოღოებთან, ქინქლებსა და მათნაირებთან საბრძოლველად ბინაში უნდა იყოს დამცავი ბადეები, ხოლო საღამო ხანს: მდინარეების ნაპირებთან, ბაღებსა და სკვერებში მოსეირნეებმა გრძელკლავიანი სამოსი უნდა ატარონ. განსაკუთრებით დაიცვან ბავშვები. თუ ბინაში აღმოჩნდა: ბაღლინჯოების, ტარაკნების ან სხვა პარაზიტების არსებობა; ბინის დამუშავების დროს
სიფრთხილით უნდა მოიქცეს ადამიანი, ქიმიური ნივთიერებების გამოყენების დროს დაცვას ის წესები, რომელიც ამ საშუალების გამოყენებას ითვალისწინებს, ან უნდა მიმართონ სპეციალურ სადეზინფექციო ორგანიზაციებს, რომლებისთვისაც ცნობილია: მავნებლებთან და პარაზიტებთან ბრძოლის საშუალებები და ინსტრუქციები.

0
530
4-ს მოსწონს
ავტორი:თამმარ თედიაშვილი
თამმარ თედიაშვილი
530
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0