x
image
თამმარ თედიაშვილი
ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე მწერები (ნაწილი 1)

image
მწერების უფრო მეტი ნაირსახეობა არსებობს, ვიდრე სიცოცხლის ყველა სხვა ფორმა ერთად აღებული. სახელი ჯერჯერობით ერთ მილიონ სახეობას შეარქვეს, თუმცა ვარაუდობენ, რომ სახეობათა როცხვი ათი მილიონით მეტია. რაც განპირობებულია
მწერების მცირე ზომითა და სწრაფად გამრავლების უნარით. მათი მყარი, წყალგაუმტარი, დრეკადი გარეგანი ჩონჩხი წარმატების კიდევ ერთი საწინდარია, ეს ჩონჩხი მწერებს საშუალებას აძლევს იცხოვრონ ყველგან, ღია ზღვის გარდა. გარეგანი ჩონჩხის ერთდერთი ხარვეზი ისაა, რომ მწერთან ერთად არ იზრდება. ამიტომ მწერს ზრდისას საკუთარი ჩონჩხის გადაგდება უწევს. მწერების უმეტესობა სიგრძში 25 მილიმეტრზე ნაკლებია. ყველაზე პატარა მწერი სიდიდით ნემსის წვერის მეოთხედია, ყველაზე დიდი კი ადამიანის ხელს ბევრად აღემატება. მწერის ზომა შეზღუდულია მისი გარეგანი ჩონჩხით, რომელსაც მხოლოდ მცირე ზომის სხეულის ატანა შეუძლია. მწერების უმრავლესობას ფრები და ანტენები აქვთ.
მწერების ნაწილი დაბადებიდან უკვე მშობლებს გვანან, ისინი იზრდებიან და
ფრთებიც ამოსდით, ასეთ ცვლილებას არასრული მეტამორფოზი ეწოდება. სრული
მეტამორფოზის დროს კი მწერი სიცოცხლეს მუხლუხოს სახით იწყებს, ზრდისას სახეს სრულიად იცვლის, სანამ საბოლოოდ მშობლის სახეს მიიღებს. მწერებს შორის მრავლად არიან ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე მწერები. ტარაკნები ყოვლისმჭამელი ღამის ცხოველებია. ზოგიერთი სახეობა ბინადრობს ადამიანის საცხოვრებელში. თავისდაუნებურად, ადამიანმა ხელი შეუწყო მათ ფართოდ გავრცელებას მთელ image
მსოფლიოში. XVIII საუკუნეში ტარაკნები ადამიანთა ტანსაცმელშიც კი ბუდობდნენ. ზრდასრული ტარაკნის სხეული სამი ნაწილისაგან შედგება: თავი, მკერდი და მუცელი.
თავი შეიცავს ხუთ შეერთებულ სეგმენტს; მკერდი შდგება სამი სეგმენტისაგან: წინა, შუა და უკანა მკერდისაგან; მუცელი კი შეიცავს 11-მდე სეგმენტს.
ტარაკნები ძალიან სწრაფად დარბიან-1კმ/სთ, მაგრამ მათ 1 კმ-ის გარბენისათვის ენერგია არ ეყოფათ. ტარაკნების ულუაშები შეხების გარდა ყნოსვის ორგანოებიცაა, ამის გამო გროვდებიან იქ, სადაც საჭმლის სუნია, თუმცა ყველაფერს მიირთმევენ.
ტარაკანა სირბილის გარდა ფრენითაც გადაადგილდება. მათ აქვთ ზედა და ქვედა
ფრთები. ფრენაში ზედა ფრთები ეხმარებათ. ფეხები სარბენი ტიპისაა, პატარა
ბრჭყალებით ბოლოვდება და ადვილად შეუძლია გადაადგილება არა მარტო მიწაზე და
იატაკზე, არამედ კედელზე, მინასა და ჭერზეც კი. ზედა ფრთები უფრო ამოზნექილი და
მკვრივია ვიდრე ქვედა ფრთები, რომლებიც ნაზი და გამჭვირვალეა. ქვედა ფრთები
მოსვენებულ მდგომარეობაში დამალულია ზედა ფრთბის ქვეშ. ტარაკნებს აქვთ სარბენი ტიპის ფეხები, მუცელი ბრტყელია და მასზე აქვთ დანამატები ე.წ ცერკები კვერცხსადებები. ძალიან განვითარებულია მათი კუნთოვანი სისტემა, განსკუთრებით მკერდისა და კიდურების მიდამოებში. კუნთოვანი სისტემაშედგება განივზოლიანი კუნთოვანი ბოჩკოებისაგან. კიდურებზე აქვს მენჯისა და ტაბუხის კუნთბი მკერდის სიგრძივი კუნთბი, ირიბი კუნთბი, გულისფრთისებრი კუნთბი. აქვთ გული, ტრაქეა და სასუნთქველები.

მათი საჭმლის მომნელებელი სისტემა შედგება სამი განყოფილებისაგან: წინა, შუა და უკანა ნაწლავისაგან.
წინა ნაწლავი შედგება: ხახის, საყლაპავი მილის, ჩიჩახვისა და მღეჭავი კუჭისაგან; წინა ნაწლავთან დაკავშირებულია სანერწყვე ჯირკვლები.
კუჭი შედგება ორი განყოფილებისაგან: წინა-მღეჭავი და უკანა-ჩამკეტი; უკანა ნაწლავი იწყება იმ ადგილას, სადაც ნაწლავი იხსნება გამომყოფი ორგანოები-მალპიგის მილაკები. უკანა ნაწლავს ეკუთვნის მსხვილი და სწორი ნაწლავი.
imageტარაკნები გაყოფილ სქესიანი მწერებია. სასქესო ორგანოები მოთავსებული აქვთ მუცელში. მდედრობით სასქესო აპარატს შეადგენს: საკვერცხეები ორი კვერცხსავალით, საშო და განსაკუთრებული პარკი-თესლმიმღები -კუნთოვანი შესაუღლებელი ჩანთა და დამატებითი ჯირკვლები. მამრის სასქესო აპარატს შეადგენს სათესლე, თესლგამტარი, თესლგამომნთხევი არხი და დამატებითი ჯირკვლები. ტარაკნებს განსაკუთრებით განვითარებული აქვთ: შეხების, ყნოსვისა და მხედველობის ორგანოები.
თავისი სხეულის ზედაპირით და თათებით მათ გადააქვთ ჰელმინთების კვერცხები, აგრეთვე ნაწლავებისა და სხვა ინფექციურ დაავადებათა მრავალი გამომწვევი. მდედრი ტარაკნის მუცლის ბოლოზე წარმოიქმნება კაფსულა, რომელშიც იდება კვერცხები. როდესაც მდედრს რაიმე საშიშროება მოელის, შეიძლება კაფსულა მოწყდეს და
მთლი ძალით გაისროლოს გარკვეულ მანძილზე, რაშიც გამოიხატება ძრუნვა შთმომავლობის გადასარჩნად.

განსაკუთრებით ფართოდაა გავრცელებული ორი სახეობის ტარაკანა: მწითური ანუ პრუსიული, მწითური მურა-მოწითალო შეფერილობისაა და ზომით 11-12 მილიმეტრს აღწევს;
მეორე შავი ტარაკანაა, ომელსაც მბზინავი მურა წაბლისფერი აქვს, ხოლო სხეული სიდიდით 19-26 მმ-ს აღწევს. ტარაკანა კვერცხებს დებს ნესტიან ბნელ ადგილას. პატარა ტარაკნები ძალიან გვანან ზრდასრულებს, მათგან მხოლოდ ზომით განსხვავდებიან.


image
ბაღლინჯო
- ადამიანის საცხოვრებლის ბინადარია. დედამიწაზე ცხოვრობს დაახლოებით 50 000 სახეობის ბაღლინჯო. არ შეიძლება ითქვას, რომ ისინი ღორმუცელები არიან. საკმარისია კვირაში ერთხელ უკბინოს ადამიანს, მაგრამ რადგან სწრაფად მრავლდებიან და ბევრნი არიან აუტანელი ხდება ადამიანისთვის მათ გარემოში ყოფნა. განსაკუთრებით ეტანებიან ნაზ კანს, ამის გამო უფრო მეტად კბენენ ქალებს, ბავშვებს და მათ ვინც არ ეწევა. ბაღლინჯოებს შეუძლიათ ნახევარი წელი დარჩნენ უსაკვებოდ და გაყინულ შენობაში კარგა ხანს გაძლონ. ბაღლინჯო ტიპიური ექტოპარაზიტია ე.ი იკვებება სისხლით-ჰემატოფაგია. არსებობს მოსზრება, რომ ბაღლინჯოებს გადააქვთ სისხლის ავთვისებიანი დაავადების- ლეიკოზის ვირუსები.
საინტერესოა, რომ ფრინველებსა და ღამურებს პარაზიტად ჰყავთ იმავე სახეობის ბაღლინჯო, რომელიც ადამიანს. ეს იმით აიხსნება, რომ კაცობრიობის გარიჟრაჟზე ფრინველები, ღამურები და ადამიანები ბინადრობდნენ ერთსა და იმავე გამოქვაბულში. ამის გამო შესაძლებელია ერთი და იგივე პარაზიტები ჰყავდეთ. ბაღლინჯოები თავიანთ კოლონებს ქმნიან ძნელადმისადგომ ადგილებში, რბილ ავეჯში, იატაკის ღრიჭოებში, პლინტუსებში, კედლის ბზარებში, სურათის უკანა მხარეს და ძველ წიგნებშიც კი.

image ტილები - ბაღლინჯოების მსგავსად, ტილებიც ადამიანის მუდმივი პარაზიტებია. ისინიც ჰემატოფაგებია, იკვებებიან ადამიანის სისხლით, უფრთო მწერებია, აქვთ მჩხვლეტავ-მწუწნავი პირის აპარატი.
ადამიანის პარაზიტი სამი სახისაა: თავის, ტანსაცმლის და ბოქვენის.ზრდასრული ტილი თავისი პატრონის სისხლით დღე-ღამეში ორჯერ იკვებება. ის უსაკვებოდ 37˚
ტემპერატურაზე 12 სთ-ს შემდეგ იღუპება, ხოლო უფრო დაბალი ტემპერატურის დროს
მხოლოდ 6 დღე-ღამის შემთხვევაში. ტილები 15-დან 46 დღემდე ცოცხლობენ. მდედრი ტილი სიცოცხლის მანძილზე დებს 300-მდე კვერცხს-წილს, რომელსაც მკვრივი გარსი და თავისუფალ ბოლოზე სახურავი აქვს. წებოვანი ჯირკვლების სეკრეტით წილები მტკიცედ ეწებებიან თმებს, საცვლების ნაკერებს; ერთი კვირის შემდეგ წილიდან იჩეკება
ახალგაზრდა ტილი - ნიმფა, რომოლიც ორი კვირის შემდეგ აღწევს ზრდასრულ სტადიას და სქესობრი სიმწიფეს. ტილი არამარტო ადამიანის ექტოპარაზიტია (გარეგანი პარაზიტი), არამედ დაავადების გადამტანიცაა. გადაქვს პარტახტიანი ტიპი, შებრუნებული ტიპი, აგრეთვე ციებ-ცხელება.

imageრწყილებს არ აქვთ ფრთბი, მათი სხეული გვერდებიდან შებრტყელებულია, პირის აპარატი მწუწნავი ტიპისაა. გავრცელებულია დაახლოებით 300 სახეობის რწყილი, რომელთა შორის ადამიანის რწყილი არამარტო ადამიანის, არამედ შინაური ცხოველებისაცაა. რწყილები მძიმე დაავადებათა გადამტანები არიან. გარდა ამისა, შუალედური მასპინძლების მაგ. ვირთაგვას საშუალებით ინფერქციურ დაავადებებსაც ავრცელებენ. მდედრები კვერცხებს დებენ იატაკის დაბინძურებულ
ნაპრალებში. აქ ხდება უფეხო ჭიისებრი ლავრის განვითარება, მისი დაჭუპრება და
იმაგოდ გარდაქმნა. რწყილბი ცოცხლობენ 3-5 კვირის განმავლობაში, მაგრამ მათთვის
ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში ეს ვადა ხანგრძლივდება.

0
828
5-ს მოსწონს
ავტორი:თამმარ თედიაშვილი
თამმარ თედიაშვილი
828
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0