x
ტიმბუქტუ

image ოდესღაც ხალხი ფიქრობდა, რომ ტიმბუქტუ იყო მისტიური ქალაქი და ის უბრალოდ არ არსებობდა, მას როგორც სიმბოლოს ისე აღიქვამდნენ, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა რომ ის იყო რეალური ადგილი და ამასთანავე მნიშვნელოვანი ქალაქი, განსაკუთრებით ისლამური სამყაროსთვის. ტიმბუქტუ მდებარეობს დასავლეთ აფრიკაში, მალიში, საჰარას უდაბნოსთან ახლოს, მდინარე ნიგერიდან 13 კილომტრში. დღს აქ მოგზაურობა რთული არ არის, საუკეთესო გზა ტიმბუქტუმდე მისაღწევად არის ან მგზავრობა მდინარის გავლით ან აქლემის დახმარებით. ტიმბუქტუ აფრიკისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი ქალაქი იყო როგორც ათენი და რომი იყო ევროპისთვის. ქალაქი დაარსეს მომთაბარე ხალხმა ტუარეგებმა 1100 წელს ქარავნების გასაჩერებლად, XIV-XVს-ში ტიმბუქტუ გახდა მარილის და ოქროს საქარავნო ვაჭრობის მთავარი ცენტრი ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში. ქალაქმა სახელი მნიშვნელოვნად გაითქვა მანსა მუსას(მალის მეფე) მეფობის დროს. აშენდა ბიბლიოთეკები, მეფის სასახლე და მეჩეთები. მსოფლიოში სახელი გაითქვა ტიმბუქტუს სანკორეს უნივერსიტეტმა რომელსაც 25 000 სტუდენტი ჰყავდა, ხალხი მას "საჰარას ოქსფორდს" ეძახდა, თვითონ ქალაქს კი "ოქროს ქალაქს", რადგან იგი ზღაპრულად მდიდარი იყო ოქროთი. 1591 წელს მაროკომ დაიპყრო ტიმბუქტუ და მის დაქვემდებარებაში იყო 1780-წლამდე. ამ დროის განმავლობაში დაიხურა უნივერსიტეტი, დახოცეს მასწავლებლები და სტუდენტები, ქალაქის შენობები დაინგრა, ქალაქი კი დასუსტდა. მაროკოს შემდეგ მას სხა აფრიკული ტომები დაეპატრონენ. XVIII-XIX საუკუნეში აფრიკის ტერიტორიები ევროპელების კოლონიად იქცა. ევროპელებს სწამდათ, რომ ტიმბუქტუ იყო ოქროთი დაფარული ქალაქი, და ეგონათ, რომ ოქრო იქ ისეთივე ჩვეულებრივი რამ იყო როგორც ქვიშა. 1824 წელს პარიზში დააწესეს პრიზი იმისთვის ვინც პირველად ჩამოიტანდა ინფორმაციას ტიმბუქტუს შესახებ. მცდელობა ბევრს ჰქონადა მაგრამ მიზანს საბოლოოდ რენე კაილმა მიაღწია–1828 წლის აპრილში. ის თვალებს არ უჯერებდა როცა ნახა განადგურებული ქალაქი სადაც სახლები მიწისგან იყო დამზადებული, თუმცა ინტელექტუალური და რელიგიური ცხოვრების კვალი ჯერ კიდევ იგრძნობოდა. 1894 წელს კოლონიზატორებმა აქ გახნეს ოცზე მეტი სკოლა რამაც დადებიტად იმოქმედა ქალაქის განვითარებაზე. ბევრი აფრიკული ქვეყნის მსგავსად მალიმ დამოუკიდებლობა მოიპოვა 1960 წელს.ტიმბუქტუ ჯერ კიდევ ღარიბი ქალაქი იყო და ქალაქი ნელა ვითარდებოდა. სანკორეს უნივერსიტეტი კვლავ გაიხსნა და დღეს მას 15 000 სტუდენტი ჰყავს. დღეს უკვე აღარავის ეპარება ეჭვი, რომ ქალაქი მართლა არსებობს და მიუხედავად იმისა, რომ იქ ცხელა, სიღარიბეა და ქვიშის ქარებიც ხშირია ტურისტები იქაურობას მაინც სტუმრობენ.imageimageimageimageimage




0
136
შეფასება არ არის
ავტორი:ტედ ტედ
ტედ ტედ
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0