კულტურა ლუვრის მუზეუმი 2012, 28 მაისი, 17:19
პარიზის ლუვრის მუზეუმის ისტოროა
იწყება 1200 წლიდან. თავიდან მას სამეფო სასახლის დანიშნულება არ ჰქონდა, გამოიყენებოდა მხოლოდ ძვირფასეულობებისა და არქივების შესანახად. XIV-საუკუნეში შარლ V, ბრძენად წოდებულმა ის ბიბლიოთეკად გადააკეთა. მოგვიანებით კი ეს ნაგებობა დაანგრიეს და მის ადგილას რენესანსის ეპოქის შესაფერისი სასახლე ააშენეს, რომელიც ლუვრს მიუერთეს. მრავალი წლის შემდეგ მოხდა მისი მუზეუმად ჩამოყალიბება და ის 1793 წლის 10 აგვისტოს პირველად გაიხსნა, როგორც მუზეუმი. ლუვრის გამდიდრება ყველაზე მეტად ნაპოლეონმა შესძლო. იგი დამარცხებულ ქვეყნებს საუკეთესო ხელოვნების ნიმუშებს ართმევდა ხარკად და საკუთარ სამშობლოში მოჰქონდა. დღეს ლუვრში დაახლოებით 40 000 ნიმუში ინახება. მათ შორისაა სახელგანთქმული ჯოკონდა (მონა ლიზა). ლუვრი დაყოფილია ბერძნულ, რომაულ, ეგვიპტურ, ანტიკურ, შუასაუკუნეებისა და თანამედროვე ნიმუშების სექტორად.
დღევანდელი ლუვრის სახეცვლილებაში დიდი წვლილი მიუძღვის პრეზიდენტ ფრანსუა მიტერანს. 1981 წელს მან მოითხოვა მთელი ლუვრის შენობა გადაკეთებულიყო მუზეუმად. ამასთან ლუვრს მიუმატეს კიდევ ერთი თანამედროვე ელემენტი "გამჭვირვალე პირამიდის" სახით, რომელიც შესასვლელის ფუნქციას ასრულებს. 2605 4-ს მოსწონს
|