x
image
ეკო 28
''ისტერიჩკა'' დედებო და აგრესიულო მამებო
image

თქვენ ეძებთ და კითხულობთ სახელმძღვანელოებს ქალის ორგაზმზე და იმაზე, თუ როგორ დაიჭიროთ და ჩაიგდოთ ხელში ქალი, მამაკაცი.image
რამე წაიკითხეთ ბავშვის ფსიქოლოგიაზე.იმაზე, თუ როგორ დაამშვიდოთ და არა შეაშინოთ.იმაზე, თუ რა არის ფსიქოლოგიური და ემოციური ძალადობა.image
იმაზე, რომ დაშინებული ბავშვები სწავლობენ სამუდამოდ დათრგუნონ თავიანთი სურვილები და მოთხოვნილებები.ეს კი ნიშნავს იმას, რომ გაზრდილებს უგროვდებათ დიდი შინაგანი აგრესია.იმაზე, რომ ეს გაზრდილი ბავშვები ფსიქოლოგთან ვიზიტზე ტირიან თქვენს გახსენებაზე.image



წაიკითხეთ ასაკობრივ ნორმებზე.იმაზე, რომ პატარა ბავშვებმა არ იციან როდის მოუნდებათ ტუალეტი და საჯაროდ არ უნდა უყვიროთ და შეარცხვინოთ, არ უნდა დაამციროთ.იმაზე, რომ ჯანმრთელი ბავშვი ერთ ადგილზე წყნარად ვერ იდგება-მას მოძრაობა და ტრიალი უნდა.ის, რომ ბავშვმა არ იცის რაა ''რიგი'', ''დრო'', '' ნახევარი საათი'', ის მხოლოდ იმას გრძნობს, რომ უცებ გახდა მიზეზი დედის დაღლის და თვითონ რომ დაიღალოს, ეს უკვე სირცხვილია და არ შეიძლება.და ბავშვმა არ იცის როგორ შეასრულოს ორი ბრძანება ერთდროულად-''გაიწიე'' და ''ახლოს იარე''.image



თქვენ ბავშვს სთავაზობთ განიცადოს სირცხვილი, დანაშაულის შეგრძნება და დამცირება მისთვის ექსტრემალურ სიტუაციაში იმის მაგივრად, რომ დაამშვიდოთ, გვერდით დაუდგეთ და დაეხმაროთ.თქვენ ემუქრებით შვილს ცემით, პოლიციით, ბავშვთა სახლით.არადა თქვენ ის ხართ, ვისგანაც ბავშვი დაცვას ელის.გამოდის, რომ მშობელი ის კი არაა ვინც დაგიცავს, ეს ისაა, ვინც დაგსჯის მაშინ, როცა ცუდად გრძნობ თავს.image



თქვენ ყვირით როცა დაღლილი, უძლური, გაღიზიანებული და გაბრაზებული ხართ.ამ დროს თქვენს შვილს შოკური შიში, სირცხვილი, დანაშაულის და უძლურების შეგრძნება აქვს.ის ასე ვერ ისწავლის მხარში ამოუდგეს, დაეხმაროს, შეიცოდოს, დააწყნაროს და დაამშვიდოს, იზრუნოს და იყოს ყურადღებიანი.ის იზრდება ისეთივე მშობლად და პარტნიორად, რომელმაც არ იცის როგორ დაეხმაროს თავის შვილს ან ახლობელს.მაგრამ იცის როგორ დაემუქროს, შეაშინოს, გალანძღოს, დაადანაშაულოს.image



არ ვიცი როდის ამოიწურება ნახევრად გიჟი, აგრესიული მამების და ''ისტერიჩკა'', მკივანა დედების თაობა.image


ასეთ მშობლებს სადრაც შიგნით უყვართ თავიანთი შვილები, მაგრამ პატარებს ეს უკვე ნაკლებად ჯერათ.
image



0
230
7-ს მოსწონს
ავტორი:ეკო 28
ეკო 28
230
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0