x
image
hamunaptra1990
ვარსკვლავები, რომელთაც არასოდეს არ მიუმართავთ პლასტიკური ქირურგისთვის.
image
პლასტიკურ ქირურგიას დღეს ბევრი მიმართავს. მაგრამ ხშირად მცდელობა, რომ უფრო ლამაზები იყვნენ საპირისპირო რეაქციებს იძლევა. არიან მსოფლიო ვარსკვლავები, რომლებიც ქირურგის დანის ქვეშ დაწოლას, მიუხედავად ასაკის მატებისა, ბუნებრივ სილამაზეს ანიჭებენ უპირატესობას. ახლა წარმოგიდგენთ მსოფლიო ვარსკვლავებს, რომელთაც არასოდეს მიუმართავთ პლასტიკური ქირურგისთვის.

image


ჯულიანა მური, 55 წლის-ჰოლივუდელ წითურ მსახიობს სჯერა ბუნებრივი სილამაზის და ლამაზად დაბერების. "ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, პლასტიკური ოპერაციების შემდეგ ადამიანი არ გამოიყურა ახალგაზრდულად, ისინი რაღაც სხვაგვარად გამოიყურებიან."-ამბობს ჭორფლიანი ვარსკვლავი.

image


ჯოდი ფოსტერი, 53 წლის-არანაირი პლასტიკა! კატეგორიულად აცხადებს ორგზის ოსკაროსანი მსახიობი და აღნიშნავს, რომ ცხოვრებაში არასოდეს უოცნებია, რომ საკუთარ თავში რამე შეეცვალა. "მე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს მათ მიმართ, ვინც იკეთებს პლასტიკურ ოპერაციებს, მაგრამ მირჩევნია დავანახო სხვებს, რას წარმოვადგენ მე და არ ის, რომ მე ჩემი გარეგნობის გამო მრცხვენია."

image

ჯულია რობერტსი, 48 წლის-თავის ბრწყინვალე კარიერის მანძილზე მსახიობი 11-ჯერ მოხვდა ჟურნალ People-ის სიაში-"50 ყველაზე ლამაზი ქალი მსოფლიოში". მსოფლიო კინემატოგრაფიის ლამაზმანმა აღიარა, რომ ახალგაზრდობაში მას ბოტოქსი აქვს გაკეთებული, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ამას აღარ გაიმეორებს. "მე მყავს სამი შვილი, რომლებმაც უნდა იცოდნენ რა ემოციებს გამოვხატავ და განვიცდი მე რომელიმე მომენტში. თქვენმა სახემ უნდა გადმოსცეს ისტორია, და არ უნდა გამოხატავდეს იმას, რომ თქვენ ხშირად სტუმრობთ ექიმს."

image

სელმა ჰაიეკი, 49 წლის-მექსიკელი მსახიობი და მეუღლე პლანეტაზე ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანისა. როგორც მსახიობმა აღნიშნა, მას ჰოლივუდის პროდიუსერები ფაქტიურად აიძულებდნენ, რომ ბოტოქსი ეჩხვლიტა. "თავიდან ცდუნება დიდი იყო, მაგრამ მე ბოლომდე ვეწინააღმდეგებოდი. ფიქრი იმის შესახებ, თუ რა მოუვიდოდა ჩემს კუნთებს და კანს, მაგიჟებდა! ყველა ქალს აქვს იმის უფლება, რომ იბრძოლოს ახალგაზრდობის შენარჩუნებისათვის! თუმცა პლასტიკური ქირურგია თაობების "უნიფორმად" იქცა და შედეგიც ყოველთვის არ არის დამაკმაყოფილებელი."

image

ბრუკ შილდსი, 50 წლის-ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მსახიობი 1980-იანი წლების, რომელიც ცნობილი გახდა იმ დროისათვის ყველაზე სენსაციური ფილმით "ცისფერი ლაგუნა". მან განაცხადა, რომ ბოტოქსის წარუმატებელი ექსპერიმენტის შემდეგ, მან საერთოდ დაივიწყა გზა პლასტიკური ქირურგისკენ. არის ალტერნატიული გზე ნაოჭების გასწორებისთვის-ლაზერული ტექნოლოგიები." თუმცა მსახიობის სიტყვებს ირონიულად უყურებენ და აღნიშნავენ, რომ იგი სიბერესთან კანის შემავსებლებით ბრძოლობს.

0
257
3-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
257
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0