სხვა 10 საინტერესო ფაქტი ძილის შესახებ 2015, 26 დეკემბერი, 13:01 ძილი დღემდე ითვლება ამოუცნობ ფენომენად ფსიქოლოგიასა და ფიზიოლოგიაში. მაგრამ ბოლო წლებში მეცნიერებამ მიაგნო რამოდენიმე პასუხს თუ რა ემართება ჩვენს ტვინს ძილის პროცესში.
1 თუკი ძილის წინ ნაცნობ სუნს ვიგრძნობთ, შესაძლოა სწორედ იმ ადგილებში ვიმოგზაუროთ ძილში სადაც ეს სუნი ვიგრძენით თავიდან.
2.ალბათ ბევრს გიგრძვნიათ შეკრთომა ღრმად დაძინებამდე, სწორედ ამ დროს გადავდივართ საძილე ფაზაში და ეს ძალიან ჩვეულებრივი საძილე კრთომაა.
3.როგორც ირკვევა თუკი თქვენ ძილის წინ ჩასაბერ ინსტრუმენტზე დაუკრავთ უკეთ ჩაგეძინებათ რადგან ფილტვები უკეთ აგიმუშავდებათ და ამ დროს ჟანგბადიც მეტი რაოდენობით მიეწოდება ორგანიზმს. 4.შუადღის ძილი, ყველაზე კარგია იმ შემთხვევაში თუკი დავიძინებთ 14:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე. თუმცა ყველაზე კარგი მაინც ღამის ძილია, ამ დროს ხდება ტვინის უჯრედების აღდგენა. 5.გამოკვლევებმა აჩვენა რომ მუტაცია DEC2 რომელიც აღენიშნება ზოგიერთ ადამიანს ამ ადამიანებს საშუალებას აძლევს ოთხ საათიანი ძილის შემდეგ აბსოლიტურად გამოიძინონ და არავიტარი გვერდითი მოვლენები არ აღენიშნებათ. 6.თუმცა ალბათ ერთეულებს გაუმართლათ ვისაც რამოდენიმე საათის ძილი ჰყოფნით დღეში, როგორც ირკვევა ასეთები მხოლოდ მოსახლეობის 5%-ია, დანარჩენებისთვის სრუფასოვანი ძილი 8 საათის გამოძინებაა, თუმცა 30% ამას არ აკეთებს და ღამეში მხოლოდ 6 საათიან ძილს სჯერდებიან 7.გამოკვლევების თანახმად, ღამის ძილი გეხმარებათ მეხსიერების აღდგენაში, როგორც ირკვევა დღის განმავლობაში მომხდარ ამბებს ტვინი სრულად აღიდგენს ღამის ძილის დროს. 8.როგორც ირწმუნებიან მეცნიერები, მალე მოიგონებენ ისეთ აპარატურას რომელზეც თქვენ შEძლებთ საკუთარი სიზმრების ყურებას თუკი მას თავზე მიიმაგრებთ ღამის განმავლობაში. 9.თუკი რამოდენიმე დღის განმავლობაში დასაძინებლად ადრე დაწვებით დაინახავთ რომ თქვენი ნერვიული სისტემა და ორგანიზმი გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იქნება. 10. თუკი 12 დღის განმავლობაში მხოლოდ 6 საათი იძინებთ თქვენი ორგანიზმი ძალიან მოდუნდება, ის დაემსგავსება 0.1% ალკოჰოლის შემცველ ორგანიზმს, გაგიძნელდებათ ლაპარაკი და აზროვნება, მოკლედ რომ ვთქვათ არც თუ ისე სახარბიელო იქნება თქვენი მდგომარეობა 249 8-ს მოსწონს
|