მომღერალ ნინი ბადურაშვილს დიდი ოჯახი ჰყავს, რომლის უხუცესი წევრი შურა ბებო გახლდათ. მას წელს 103 წელი შეუსრულდებოდა, თუმცა სამწუხაროდ გარდაიცვალა. ამ ყველაფრის შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით გახდა ცნობილი, როდესაც ნინიმ ძველი ვიდეო გააზიარა და იქვე დასძინა, რომ შურა ბებო გარდაიცვალა. ნინი ხშირად იხსენებს, ბებიის დარიგებას, წყენას გულში არასდროს იტოვებს. სწორედ სუფთა გული მიაჩნდა შურა ბებოს საკუთარი დღეგრძელობის საიდუმლოდ.
ნინი ბადურაშვილის გარშემო საზოგადოების ინტერესი არასდროს წყდება. მისი მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო ნაბიჯი კი მუდამ საზოგადოების განხილვის თემაა. ნინის ერთი ქალიშვილი, ელენე კუტალაძე ჰყავს.