x
მეტი
  • 21.01.2025
  • სტატია:139517
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512805
მონიკა ბელუჩის გულახდილი ინტერვიუ
მონიკა ბელუჩის კინოვარსკვლავის სტატუსი საკმაოდ დიდ სიამოვნებას ანიჭებს. თუმცა ის პირველ რიგში არის დედა და მეუღლე, ხოლო შემდეგ კი მსახიობი და სექს-სიმბოლო.

მონიკა სამი წელი წარმოადგენდა სამოდელო სახლის Dior-ის სახეს. მონიკას ძალიან ეამაყება ეს თანამშრომლობა და აღფრთოვანებულია ჯონ გალიანოთი. ის რეგულარულად ატარებს მის სამოსს. მონიკას აზრით, დიორთან თანამშრომლობის წინადადება მისი გარეგნული სილამაზისთვის კიდევ ერთი კომპლიმენტი იყო, რაც მეტად სასიამოვნოც გახლდათ 40 წლის ასაკში.

image

20 წლის მონიკა არც ეჭვობდა, რომ ოქროს პერიოდი ჯერ კიდევ წინ იყო. მის ახალგაზრდობაში 40-წლის იუბილე ღრმა სიბერეზე მიანიშნებდა. მაგრამ დრო ისე სწრაფად გარბის, რომ ჩვენი სტერეოტიპები იცვლება. მის ცხოვრებაში ელვისებურად არაფერი ხდება, 39 წლის ასაკში შეეძინა ვაჟიშვილი, 40 წლის ასაკში ხელი მოაწერა დიორთან თანამშრომლობაზე. დიორთან თანამშრომლობის წინადადებამ კი გაამყარა მისი ჰარმონიის და ბედნიერების შეგრძნება. ამას გარდა მონიკა Dolce&Gabbana-ს უცვლელი სარეკლამო სახე გახლავთ.


მონიკა ხშირად იხსენებს იტალიელ ბებიას, რომელიც საგანგებოდ ემზადებოდა წვეულებებისთვის, ეკლესიაში წასასვლელად, 80 წლის ასაკშიც წითელ პომადას ისმევდა. ამიტომ ის აღფრთოვანებულია ქალებით, რომლებიც ნებისმიერ ასაკში ხაზს უსვამენს თავიანთ მიმზიდველობას.

მონიკა მაკიაჟის გაკეთებისას ითვალისწინებს თავისი გოგონას რჩევას, ქალიშვილი კი ხშირად აძლევს makeup -რჩევებს და უფრო კაშკაშა, წითელი ფერის გამოყენებას ურჩევს. გოგონა ნამდვილი კოკეტია, დედაზე ნაკლებად არ ერკვევა კოსმეტიკაში.მონიკა აღფრთოვანებული უყურებს, როგორ იზომებს მისი გოგონა მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, იღებავს ტუჩებს და თავს დედად წარმოიდგენს. მონიკას მეუღლე ვინსენ კასელი კი ამჯობინებს ნატურალურ ფერებს და ბუნებრივ იერს.

image
მონიკას აზრით, მაკიაჟი თავდაცვის ერთგვარი ფორმაა, ასევე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, რომელსაც მოირგებ და მომენტალურად
გარდაიქმნები.ის აღმერთებს ფეხსაცმელებს და კოსმეტიკას. მათი დახმარებით უფრო ქალურად გამოიყურები და გარშემომყოფებსაც
მეტად ხიბლავ. გარშემომყოფების მომატებული ყურადღება და სექს-სიმბოლოს სტატუსი არ აღელვებს, რადგან ის მსახიობია და ყურადღების ცენტრში ყოფნა მისი სამუშაოა.

ამიტომ ნებისმიერი გამოსვლისთვის საგულდაგულოდ ემზადება, არ დასეირნობს ქუჩაში მაკიაჟის გარეშე. დღისით უფრო ნათელ, ხოლო საღამოს უფრო კაშკაშა ფერებს არჩევს.

მონიკა ლამაზმანებად მიიჩნევს იტალიელ მსახიობებს კლაუდია კარდინალეს, ჯინა ლოლობრიჯიდას, სოფი ლორენს, ასევე ბრიჯიდ ბარდოს, მერლინ მონროს.

თავად მონიკა რეალურ ცხოვრებაში უფრო თავშეკავებული და მშვიდია. ამა თუ იმ როლის თამაშისას მხოლოდ ვაძლიერებ ცალკეულ თვისებებს-ამბობს ის, კინოსახეები ნაკლებად წარმოჩენს მის ნამდვილ
სახეს.

მონიკა ოცნებობს მეტი დრო გაატაროს ოჯახთან ერთად, სამომავლოდ კიდევ მიიღოს საინტერესო კინო-შემოთავაზებები. ამჟამად მსახიობი მონაწილეობს ახალი ფილმის "Des Gens Qui S'Embrassent'-(ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ეხვევიან) გადაღებაში, რომელიც სენ-ტროპეში მიმდინარეობს.
მონიკას აზრით ძალიან გაუმართლა, რადგან იტალიელს მსახიობს შესაძლებლობა მიეცა გადაიღონ საფრანგეთში და ამერიკაში.

მე ძალიან ბედნიერი ვარ-აცხადებს მსახიობი.

რაზე ოცნებობს?

იყოს იქ, სადაც არის და ვისთანაც არის;

საყვარელი არომატი?

ვანილის და თამბაქოს არომატი, ასევე ზღვის სურნელი;

კოსმეტიკური მინიმუმი?

დამატენიანებელი კრემი, ტუში, პომადა;

საყვარელი beauty-პროცედურა?

დამამშვიდებელი მასაჟი;

როგორი ფილმები მოსწონს?

იტალიელი კლასიკოსების ნამუშევარი როსელინიდან ვისკონტიმდე, მათში მონაწილე დიდმა მსახიობებმა ბევრი რამე შთამაგონეს;

ბოლო შენაძენი?

ფეხსაცმელი;

საყვარელი ქალაქი?

რომი, ლონდონი, რიო;

საფირმო კერძი?

ჩემი კულინარული ნიჭის შესახებ ხმები გადაჭარბებულია, ვამზადებ მაკარონს, ტირამისუს და კერძს ბავშვისთვის, რომელიც იზრდება და უფრო რთულ კერძებს ითხოვს, მომიწევს კულინარიის კურსებზე სიარული;

ნამდვილი ფუფუნება?

თავისუფლება.

image

image

image

image






2
605
5-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
605
  
2012, 30 მაისი, 23:03
მე ძალიან მიყვარს
2012, 30 მაისი, 17:01
ვაფანატებ ამ ქალზეეეეე
0 1 2