სისხლის სამართალი მკვლელი ცოლები და დედები 2015, 25 დეკემბერი, 10:13 სულ ცოტა ხნის წინ თბილისში საზარელი ტრაგედია დატრიალდა, რომელიც მთელი საქართველო შეძრა.25 წლის მაგდა პაპიძე საკუთარი შვილის და მეუღლის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.თუმცა მსგავსი ფაქტები სამწუხაროდ არც პირველია და არც უკანასკნელი.მარტო შეერთებულ შტატებში ამერიკის ანთროპოლოგიური ასოციაციის მონაცემებით წელიწადში დაახლოებით 200 დედა კლავს საკუთარ შვილს. მოდით გავიხსენოთ ბოლო წლებში განხორცილებული ზოგიერთი ანალოგიური მკვლელობები, რომელიც საქართველოში და უცხოეთში მოხდა. 1-2011 წელს სოფელ მისაქციელში, (მცხეთის რაიონი) დედამ, ინეზა წიკლაურმა 5 წლის ბიჭუნა ისე სასტიკად სცემა, რომ ბავშვი გარდაიცვალა. ცნობილია, რომ დედამ 5 წლის შაკო საშინლად სცემა, მერე კი თავში შეშის დიდი ნაჭერი ჩაარტყა. ოჯახში სულ სამი მცირეწლოვანი ბავშვი იზრდებოდა. ერთ–ერთი მათგანი მეტყველებისა და სმენის უნარდაკარგულია. როგორც მეზობლები ამბობენ, ბავშვის ეს ნაკლი თანდაყოლილი არ არის და ის სწორედ დედისგან ხშირად და სასტიკად ცემის გამო გახდა ყრუ–მუნჯი. 2-2011 წელს 11 დეკემბერს 21 წლის ნინო ხაბეიშვილმა მეუღლე მეუღლეს - მამუკა ცერცვაძეს გულმკერდის არეში დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ამ ფაქტს წინ კონფლიქტი უძღოდა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. გოგონამ არც დაკავების დროს აღიარა დანაშაული. მაშინ 21 წლის ნინო ფეხმძიმედ იყო. 3-2011 წელს მარნეულის რაიონში ქალმა მეგობარ მამაკაცს საკუთარი მეუღლე მოაკვლევინა. ფირანგიზ ალიევამ, ეკიბარ გოჯაევთან ერთად, ქმრის – რაფიკ ალიევის თავიდან მოშორება დაგეგმა. ქალმა მეუღლეს დიდი ოდენობით სამედიცინო მედიკამენტები დაალევინა, დააძინა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ალიევი სახლის უკან მდებარე პირუტყვის სადგომში მეგობარ მამაკაცთან ერთად ჩამოახრჩო. 4-2010 წლის 8 მაისს ჭიათურაში ტრაგედია დატრიალდა. 62 წლის რუსუდან ბებიაშვილმა გარდაცვლილი მეუღლის ცხედარი ნაჯახით აკუწა და მდინარე ყვირილაში გადაყარა.რუსუდან ბებიაშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდა, მაგრამ ქალი შეურაცხადი არ აღმოჩნდა(!). რუსუდან ბებიაშვილი აწ გარდაცვლილ მეუღლესთან, ბიგენტი სამხარაძესთან ერთად ჭიათურაში, პატარიძის ქ. #3-ში ცხოვრობდა. 2010 წლის 8 მაისს 82 წლის ბიგენტი სამხარაძე შინ დაბრუნებულ მეუღლეს გარდაცვლილი დახვდა. იმის გამო, რომ დასაკრძალავი თანხა არ გააჩნდა და ამასთან, უნდოდა, ქმრის პენსია კვლავ აეღო (რაც მისი გარდაცვალებისთანავე ავტომატურად შეწყდებოდა), განიზრახა, დაემალა მეუღლის გარდაცვალება და ნაჯახით დაანაწევრა გვამი, - ნაწილი მდინარე ყვირილაში გადაყარა, ნაწილს კი აივანზე პლასტმასის ჭურჭელში ინახავდა. 5-2011 წელს სამი შვილის დედამ 36 წლის ნინო ფ-მ ქმარი რეზო ქ- დანით მოკლა. მკვლელობას წინ უძღვოდა კონფლიქტი:25 მარტს, დაახლოებით საღამოს 8 საათზე რეზო ქ. სახლში მთვრალი დაბრუნდა. აი რა მოუთხრო გამოძიებას ბრალდებულმა:"სიმთვრალეში რეზო ყველას მიმართ აგრესიული იყო, განსაკუთრებით ჩემი და ჩემი უფროსი შვილის მიმართ. მაგინებდა, მცემდა. ის თავის შვილებსაც ცუდად ექცეოდა. ძალიან ცუდად ვიყავი, მასთან ცხოვრება აუტანელი იყო. იძულებული გავხდი, მშობლებთან დავბრუნებულიყავი, მაგრამ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, შერიგების თხოვნით მოვიდა, დამპირდა, კარგად მოვიქცევიო და მეც ოჯახი აღარ დავანგრიე, სახლში დავბრუნდი. რამდენიმე თვის შემდეგ კი იგივე დაიწყო. იმ დღესაც სახლში მთვრალი მოვიდა. ჯერ იმაზე მისაყვედურა, კარები ჩაკეტილი რატომ არ გაქვთო. შემდეგ სადილი დაიწუნა და ბავშვს ეჩხუბა, მუსიკებს რატომ უსმენდა. სამკაულები რომ მომთხოვა, ვიცოდი, უარესს გააკეთებდა და ბავშვებს ვანიშნე, სახლიდან წასულიყვნენ. დედამისის ბეჭედი მე არასდროს მქონია, მაგრამ, მაიძულებდა, მეთქვა, რომ გადავმალე. ამაზე ჩხუბს განაგრძობდა, მერე დიდი ძელი აიღო, თავზე დამადგა და რამდენჯერმე მომიქნია. ამის შემდეგ კარი ჩაკეტა, სიგარეტს მოუკიდა და მკითხა, როდის აპირებ სახლიდან წასვლასო. ვთხოვე, თავი დაენებებინა და დაეძინა, მაგრამ, მიპასუხა, სადაც არ უნდა იყო, ყველგან მოგძებნი და არც შენ გაგახარებ და არც შენს პირველ ქმარს, ვიცი, მასთან გინდა წასვლაო; შემდეგ კი დაამატა – პრინციპში, აქ ხარ და აქვე მოგკლავო. დავინახე, დანა აიღო და ჩემკენ წამოვიდა. რომ დავიხარე, საწოლის ქვემოთ მის მიერ დაგდებული ძელი დავინახე, ავიღე და თავში დავარტყი... საწოლზე დაეცა, დანა ავიღე და შემდეგ რა მოვიმოქმედე, აღარ მახსოვს. გონება ისე მქონდა დაბინდული, აზრზე არ ვიყავი, რას ვაკეთებდი ჩემს საქციელს ვერ ვაკონტროლებდი. არ ვიცოდი, რომ გარდაცვლილი იყო. მართალია, საწოლზე იწვა, მაგრამ, საბანი გადავაფარე და თოკი გადავუჭირე – მეშინოდა, არ წამომდგარიყო. ბავშვები დაბრუნდნენ და დაიძინეს. მე მხოლოდ დილით მივხვდი, რომ ქმარი მოვკალი”. 6-2013 წლის 24 მარტს დედამ იმიტომ მოკლა შვილი, რომ ინტერნეტში შესვლა ვერ შეძლო.შემთხვევა უფაში მოხდა(რუსეთი).ქალი იმყოფებოდა საკუთარ სახლში, კომპიუტერთან მჯდომმა ვერ შეძლო ინტერნეტში შესვლა, მიხვდა, რომ მისმა 11წლის ბიჭმა მისგან დაუკითხავად შეცვალა კომპიუტერის ინტერნეტ-მონაცემები, ამის შემდეგ ქალმა გადაწყვიტა დაესაჯა ბავშვი, მან რამდენჯერმე ცომის გასაბრტყელებელი ჯოხი ბიჭს თავში ჩაარტყა, მიღებული ტრავმების შედეგად ბავშვი გარდაიცვალა. მიხვდა რა, რომ შვილი შემოაკვდა, ქალმა გადაწყვიტა დაენაწევრებინა გვამი და მისი სხეულის ნაწილები სახლთან მახლობლად, მიტოვებულ სარდაფში გადაემალა....გამოირკვა, რომ 2005 წელს ამ ქალმა ოჯახური კამათის დროს მოკლა ქმარი, მაშინ ექსპერტიზამ იგი ფსიქიურად გაწონასწორებულად ჩათვალა და რადგანაც მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდა, სასამართლომ მას პირობითი სასჯელი გამოუტანა. 7-2012 წლის 9 სექტემბერს მოსკოვის მახლობლად 23 წლის დედამ შვილი მხოლოდ იმის გამო მოკლა, რომ ჩვილი ძალიან ხმამაღლა ტიროდა. მან ბავშვს საწოლის თავზე თავი ორჯერ დაარტყმევინა. ოთხი თვის ჩვილისთვის თავის ქალის აღნიშნული ტრავმა სავალალო აღმოჩნდა და იგი გარდაიცვალა.სამართალდამცავებმა დაადგინეს, რომ 23 წლის დედა შვილის დაწყნარებას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდა და ნერვული აშლილობის ფონზე ჩაიდინა მსგავსი ქმედება. 8-2010 წლის 10 ოქტომბერს, დაახლოებით ღამის 3 საათზე 36 წლის იასმინ ჩადრი(Yasmin Chaudhry), თავის ონლაინ “შეყვარებულს” ესაუბრებოდა Skype-ის მეშვეობით. თუმცა ამ დროს ბავშვმა გაიღვიძა და წყვილს საუბარში ხელი შეეშალა. იასმინმა ვერ აიტანა იდილიის დარღვევა, ბავშვი წყლით სავსე სათლში “მოისროლა” და საუბარი მშვიდად გააგრძელა მანამ, სანამ ხროტინი არ მოესმა და მიხვდა, რომ ბავშვი იგუდებოდა. ამის შემდეგ სასწრაფო გამოიძახა და მათ განუცხადა, რომ გინდ დაიჯერეთ, გინდ არა ბავშვი სათლში შემთხვევით ჩავარდაო… თუმცა ნაკლებად სავარაუდოა საღად მოაზროვნე ადამიანს დაეჯერებინა ღამის 3 საათზე 1 წლის ბავშვის სათლში შემთხვევით აღმოჩენის ამბავი. მცირეწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს და 11 ოქტომბერს გარდაიცვალა. გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით იასმინ ჩადრი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. 9- 1994 წლის ოქტომბერში სუსან სმიტმა((Susan Smith) პოლიციას მოუთხრო, რომ შავკანიანმა მამაკაცმა გაიტაცა მისი შვილები მისივე ავტომობილით.სამართალდამცავები(და არა მარტო ) 9 დღის განმავლობაში ენაგადმოგდებულები ეძებდნენ ბავშვებს, იქამდე სანამ თვითონ სმიტმა არ აღიარა საკუთარი შვილების:3 წლის მაიკლის და 14 თვის ალექსის მკვლელობა. შემზარავია, რაც დედამ ჩაიდინა, ავტომობილის სავარძელზე მიაბა შვილები, დააგორა მანქანა და სამხრეთ კაროლინის ტბაში ჩაახრჩო ცოცხლად.ბავშვობის მკვლელობის მიზეზი გაუგებარია, მკვლელობის მომენტში მას მძიმე დეპრესია და ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა. 10-2011 წლის 27 იანვარს 50 წლის ჯულია შენეკერმა(julie schenecker) იმიტომ მოკლა თავის არასრულწლოვანი შვილები, რომ "ბევრს ლაპარაკობდნენ და უპატივცემლოდ იქცეოდნენ". 2011 წლის 27 იანვარს ჯულიამ იარაღით დახოცა ჯერ 13 წლის ბო, ხოლო შემდეგ 16 წლის ქალიშვილი ჩაშეჩკა.ამ დროს მისი ოფიცერი ქმარი მივლინებაში იმყოფებოდა. 1719 4-ს მოსწონს 1-ს არა
|