სხვა ყვავილებით მორთული ზღაპრული ნაძვის ხეები – 40 კრეატიული იდეა 2015, 25 დეკემბერი, 17:07 მარადმწვანე ნაძვის ხე ასობით წლის მანძილზე ტრადიციულად გამოიყენება ზამთრის დღესასწაულების აღსანიშნავად. წარმართები ზამთრის ნაბუნიაობის დროს საკუთარ სახლებს ნაძვის ტოტებით რთავდნენ. რომაელები კი ტაძრებს აფორმებდნენ სატურნალიას ( სახალხო ზეიმი, რომელიც ეწყობოდა ხოლმე ნაყოფიერების ღმერთის -სატურნის საპატივსაცემოდ მინდვრის სამუშაოების დამთავრების შემდეგ) დღესასწაულზე. ქრისტიანები იყენებდნენ, როგორც მარადიული სიცოცხლის ნიშანს.
დარწმუნებით ვერავინ იტყვის პირველად როდის და სად დაიწყეს ნაძვის ხის გამოყენება ახალი წლის აღსანიშნავად. სავარაუდოდ 1000 წლის წინ ჩრდილო ევროპაში. გარდა ნაძვისა იყენებდნენ ალუბლისა და კუნელის ხეებს – რგავდნენ ქოთანში და სახლში შემოჰქონდათ იმ იმედით, რომ შობისთვის გაყვავებულიყო. მათ ვისაც არ ჰქონდათ ბუნებრივი ხე, ხის პირამიდას აკეთებდნენ და ქაღალდებით, ვაშლებითა და სანთლებით რთავდნენ.
საახალწლო ნაძვის ხის გაფორმება და გალამაზება ადამიანის ფანტაზიაზე და წარმოსახვის უნარზეა დამოკიდებული, რაც ძირითადად საუკუნეების მანძილზე დაგროვილ გამოცდილებასა და ტრადიციებს ემყარება. დღეს, სავარაუდოდ, ნაძვის ხის მორთვა ყვავილებით ყველაზე ბოლოს თუ მოგივიდოდათ აზრად. თუმცა, სტატიაში წარმოდგენილ ზღაპრულ ნიმუშებს თუ გადაავლებთ თვალს, ამის სურვილი ნამდვილად გაგიჩნდებათ! 1. 2. 3. 4. 5. 6. 7. 8. 9. 10. 11. 12. 13. 14. 15. 16. 17. 18. 19. 20. 21. 22. 23. 24. 25. 26. 27. 28. 29. 30. 31. 32. 33. 34. 35. 36. 37. 38. 39. 40. 41. 42. 43. 44. 45. 46. 47. 48. 49. 50. 3036 9-ს მოსწონს
|