x
მეტი
  • 06.07.2024
  • სტატია:135822
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510212
Case უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე ქართველ ჟურნალისტებს დააჯილდოვებს


image


უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია ყოველწლიური
ღონისძიების ფარგლებში მედიისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს
დააჯილდოვებს.

ორგანიზაცია სრულიად კავკასიის მასშტაბით და უკვე ხუთი წელია რაც ამზადებს
სამხედროებს, სამართალდამცავებს, დიპლომატებს, უმსხვილეს კორპორაციებსა და
სტუდენტებს უსაფრთხოების სხვადასხვა მიმართულებით. ორგანიზაციის მისია
საქართველოში უსაფრთხოების როგორც პროფესიის განვითარებაა, რაშიც გარდა
სასწავლო და კვლევითი საქმიანობისა აკადემია მჭიდროდ თანამშრომლობს
სხვადასხვა ორგანიზაციებთან. მათ შორის მედიასთან. წელს პირველად აკადემია
დააჯილდოვებს მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც აქტიურად აშუქებენ კიბერ
უსაფრთხოების საკითხებს და ამ მხრივ შეაქვთ ღირებული წვლილი ეროვნული
უსაფრთხოების სფეროში ყველაზე მწვავე და ახალი პრობლემის აქტუალიზაციაში.


დაჯიდლოვება გაიმართება სასტუმრო რუმსი - თბილისში, მისამართი : მერაბ
კოსტავას 14. დასაწყისი 20.00 საათზე. დასწრება თავისუფალია.



0
13
1-ს მოსწონს
ავტორი:ჯონი დეციმეტროვი
ჯონი დეციმეტროვი
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0