x
image
K.P.
"სასჯელს ყაჩაღობისთვის იხდიდა, ხოლო "ნემსის ქურდები" ისევ ციხეში რჩებიან..."-გურამ შეროზია
image
საზოგადოებამ თეონა ყოლბაია პროექტ "ახალი ხმის" წყალობით გაიცნო. გოგონა 26 წლის გახლავთ, ყაჩაღობისთვის 13 წელი მიუსაჯეს, თუმცა ამინისტიის შედეგად სასჯელი შეუმცირდა. გადაემაში მსჯავრდებულის მონაწილეობის იდეა დაწესებულების დირექტორს ეკუთვნოდა. ჩატარდა ქასთინგი, რომელშიც სწორედ თეონამ გაიმარჯვა.

გოგონა და ტელეკომპანია"იმედის" გუნდი თავდაუზოგავად შრომობდა, რათა თეონა ღირსეულად წარმსგდარიყო მაყურებლის წინაშე. მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გასატარებელი ოთხიოდე თვეღა ჰქონდა დარჩენილი. თეონა ყოლბაია კახა კახიშვილმა, სასჯელაღსრულების მინისტრმა პირდაპირ ეთერში პატიმრობიდან გაათავისუფლა. "აქედან შენი პირადი ნივთების ასაღებად ბადრაგის მანქანა ვეღარ წაგიყვანს, დაგითმობთ პირად ავტომობილს, რომელიც მოაგვარებს ამ საკითხს" - განაცხადა მინისტრმა.

თეონა შეძლებს ახალი წელი ოჯახთან ერთად გაატაროს და ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყებას გეგმავს.

მომხდარ ფაქტს ეხმაურება ბლოგერი გურამ შეროზია. "გასაგებია და კარგია, თეონა ყოლბაიას გათავისუფლება, ეს მასობრივი პოზიტივიც, მაგრამ რა დააშავეს იმ პატიმრებმა, რომლებიც სანახაობას არ/ვერ ქმნიან?


პური და სანახაობა + შერჩევითი სამართალი = ბედკრულ ღრუზიას.

შეგახსენებთ: სასჯელს ყაჩაღობისთვის იხდიდა, ხოლო "ნემსის ქურდები" ისევ ციხეში რჩებიან..."

გურამ შროზიას ის პროფესიით ეკონომისტია და ლექციებს კითხულობს ილიას უნივერსიტეტში. ამის გარდა ის ერთ-ერთი პოპულარული ბლოგერია საქართველოში, რომელიც თამამად აკრიტიკებს და საზოგადოების რისხვისაგან იცავს კიდეც ცნობად სახეებს. გურამი კარგად მღერის და ცოტა ხნის წინ მუსიკალური კლიპიც გადაიღო.

0
522
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
522
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0