1978 წლის 22 დეკემბერს, ზუსტად 37 წლის წინ ქალაქ შახტიში მოკული იქნა 9 წლის გოგონა.ასე დაიწყო საბჭოთა კავშირის ისტორიაში ყველაზე საზარელი მკვლელი-მანიაკის "მოღვაწეობა", მხოლოდ 10 წლის შემდეგ გახდება მისი სახელი ცნობილი-ანდრეი ჩიკატილო.
![ანდრეი ჩიკატილო-გაცოფებული მხეცის
კვალდაკვალ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201512/201512221145506227.jpg)
ანდრეი ჩიკატილო დაიბადა 1936 წლის 16 ოქტომბერს სუმსკის ოლქის პატარა უკრაინულ სოფელში .ბავშვობიდანვე ანდრეიმ გადაიტანა მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმები.მისი უფროსი ძმა სტეფანი 1931 წელს უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ფიქრობენ, რომ იგი კაციჭამიებმა შეჭამეს შიმშილობის დროს.
![ანდრეი ჩიკატილო-გაცოფებული მხეცის
კვალდაკვალ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201512/201512221149526227.jpg)
ანდრეი ბავშვობიდანვე გულჩათხრობილი იყო და კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა.მეგობრები ფაქტიურად არ ჰყავდა. გოგონებთან ურთიერთობას ვერ აწყობდა, ძალზე მორცხვი იყო.თუ სიახლოვემდე მივიდოდა საქმე არაფერი გამოსდიოდა, რის გამოც ხშირად დაცინვის ობიექტი ხდებოდა.
![ანდრეი ჩიკატილო-გაცოფებული მხეცის
კვალდაკვალ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201512/201512221153066227.jpg)
სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში ჩააბარა, წარმატებით დაამთავრა, ამის შემდეგ სატელეფონი ინჟინრად დაიწყო მუშაობა როსტოვის ოლქში, 1962 წელს მომავალ მანიაკს დამ გააცნო ადგილობრივი გოგონა ფაინა, რომელიც შემდეგ ანდრეის ცოლი გახდა.
![ანდრეი ჩიკატილო-გაცოფებული მხეცის
კვალდაკვალ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201512/201512221155546227.jpg)
წყვილს ეყოლა ორი შვილი, ლუდმილა(1965) და იური(1969), ჩიკატილოს ძალიან უყვარდა ოჯახი, იგი მზრუნველი მამა და მეუღლე იყო.
![ანდრეი ჩიკატილო-გაცოფებული მხეცის
კვალდაკვალ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201512/201512221157336227.jpg)
1970 წელს მარქსიზმ-ლენინიზმის და ლიტერატურის კურსების დამთავრების შემდეგ იგი მასწავლებლად ეწყობა ქალაქ ნოვოშახტინსკის № 32 სკოლაში.ჩიკატილომ ვერ შეძლო კლასის კონტროლის ქვეშ აეყვანა, ამიტომ მოწაფეების მხრიდან იგი ხშირად დაცინვის საგანი ხდებოდა.
![ანდრეი ჩიკატილო-გაცოფებული მხეცის
კვალდაკვალ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201512/201512221203036227.jpg)
სკოლაში მოღვაწეობის დროს ჩიკატილო შემჩნეული იქნა მოწაფეების მიმართ სექსუალურ ძალადობაში.მძინარე მოწაფეს იგი ორალურ სექსს აიძულებდა.ეს ამბავი უფროსკლასელებმა გაიგეს და ამის გამო ჩიკატილო კარგად მიბეგვეს.
![ანდრეი ჩიკატილო-გაცოფებული მხეცის
კვალდაკვალ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201512/201512221231296227.jpg)
მალე ჩიკატილო ქალაქ შახტიში გადადის საცხოვრებლად, აქვე იწყება მანიაკის საშინელი ქმედებები, მალევე მას პრესა "ტყის ზოლის მანიაკს შეარქმევს."
![ანდრეი ჩიკატილო-გაცოფებული მხეცის
კვალდაკვალ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201512/201512221234286227.jpg)
მანიაკის პირველი მსხვერპლი 9 წლის
ლენა ზაკოტნოვა გახდა.ჩიკატოლიმ გოგონა ტრამვაის გაჩერებაზე ნახა, შეპირდა, რომ ამერიკულ საღეჭ რეზინას მისცემდა, შეიტყუა ტყეში, სცადა გაუპატიურება, მაგრამ ვერ შეძლო, შემდეგ ჩიკატილომ ბავშვი დანით აჩეხა და მდინარეში გადააგდო.
![ანდრეი ჩიკატილო-გაცოფებული მხეცის
კვალდაკვალ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201512/201512221238206227.jpg)
მკველელობისთვის დააკავეს ალექსანდრე კრავჩენკო, რომელმაც გამოძიების ძალდატანებით "აღიარა" დანაშაული.კრავჩენკო 1984 წელს შეცდომით დახვრიტეს.
![ანდრეი ჩიკატილო-გაცოფებული მხეცის
კვალდაკვალ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201512/201512221241336227.jpg)
სამწლიანი შესვენების შემდეგ ჩიკატილოს მორიგი მსხვერპლი 17
ლარისა ტკაჩენკო გახდა.
![ანდრეი ჩიკატილო-გაცოფებული მხეცის
კვალდაკვალ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201512/201512221243576227.jpg)
1982 წლისთვის ჩიკატილოს უკვე 6 მკვლელობა ჰქონდა ჩადენილი.მოქმედების გეგმა ასეთი იყო: იგი ჯდებოდა ელექტრომატარებელში ან ავტობუსში, ჩამოდიდოდა სადგურზე და მსხვერპლად ირჩევდა მარტოდ მყოფ ბავშვებს ან მოზარდებს, შემდეგ შეყავდა ტყეში, სადაც მხეცურად კლავდა მათ.
![ანდრეი ჩიკატილო-გაცოფებული მხეცის
კვალდაკვალ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201512/201512221246556227.jpg)
1983 წლისთვის მკვლელობები გაორმაგდა.მილიცია რეგულარურად ნახულობდა ტყის საფარ ზოლში დასახიჩრებულ გვამებს.
![ანდრეი ჩიკატილო-გაცოფებული მხეცის
კვალდაკვალ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201512/201512221249036227.jpg)
1984 წელს ჩიკატილო პირველად გახდა ეჭვმიტანილი, მან ამ წელს კიდევ 15 მკვლელობა განახორციელა.მის პორტფელში აღმოაჩინეს დანა და თოკი.შეადარეს ჩიკატილოს სისხლი (მე-2 ჯგუფი)და დანაშაულის ადგილზე აღებული სპერმა(მე-4 ჯგუფი).თუმცა არ დაემთხვა და ამიტომ ჩიკატილო გაუშვეს(99% შემთხვევაში სპერმის და სისხლის ჯგუფები ემთხვევა....როგორც მოგვიანებით გაირკვა ეს 1% გამონაკლისი ბედის ირონიით სწორედ ჩიკატილოს აღმოაჩნდა!!!).
![ანდრეი ჩიკატილო-გაცოფებული მხეცის
კვალდაკვალ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201512/201512221258596227.jpg)
1985 წელს მანიაკმა კიდევ ორი მკვლელობა განახორციელა.იწყება ფართომასშტაბიანი ოპერაცია დამნაშავის დაკავებისთვის.საგამომძიებლო -ოპერატიულ ჯგუფს ახალი ხელმძღვანელი უდგება სათავეში,
-ისსა კოსტოევი.
![ანდრეი ჩიკატილო-გაცოფებული მხეცის
კვალდაკვალ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201512/201512221302286227.jpg)
მანიაკის ძებნისთვის მობილიზებულია მილიციის საუკეთესო ძალები, ისინი მუდმივად მორიგეობენ სამი ქალაქის:შახტის, როსტოვის, ნოვოჩერკასკის ავტო და რკინიგზის სადგურებში.გადაამოწმეს 200 000-ზე მეტი ადამიანი, გამოვლინდა უამრავი დამნაშავე, რომელიც სხვა საქმეში იყვნენ ეჭვმიტანილები, მათ შორის იყო სექსუალური ხასიათის.
![ანდრეი ჩიკატილო-გაცოფებული მხეცის
კვალდაკვალ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201512/201512221307046227.jpg)
ჩიკატილო კი ამ დროს მიყუჩდა, ძალიან ფრთხილობდა, 1986 წელს მან მხოლოდ ერთი მკვლელობა განახორციელა და ამით აღნიშნა თავის 50 წლის იუბილე.
თავის მხეცური მოღვაწეობა ჩიკატილომ 1987 წლიდან განაახლა, მოკლა 13 წლის გოგონა და 12 წლის ბიჭი.
1988-89 წლებში მან კიდევ 5 სასტიკი მკვლელობა განახორციელა, გვამები ისე იყო დასახიჩრებული, რომ თვით ოპერატიული თანმშრომლებიც ცუდად ხდებოდნენ.
![ანდრეი ჩიკატილო-გაცოფებული მხეცის
კვალდაკვალ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201512/201512221316506227.jpg)
1990 წლისთვის მანიაკმა კიდევ 8 მკვლელობა განახორციელა.მილიციის პატრული კიდევ უფრო აძლიერებს მორიგეობას.ათასობით მილიციელია ამ საქმეში ჩართული.
![ანდრეი ჩიკატილო-გაცოფებული მხეცის
კვალდაკვალ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201512/201512221320026227.jpg)
1990 წლის 6 ნოემბერს ჩიკატილომ ლესზოხის სადგურიდან ტყეში შეიტყუა 22 წლის
სვეტლანა კოროსტიკი, მანიაკმა ჯერ მოკლა გოგონა, ხოლო შემდეგ გაფატრა და მისი შიგნეული შეჭამა.
ტყიდან გამოსული მანიაკი შეამჩნია სერჟანტმა
იგორ რიბაკოვმა, შეჩერა და საბუთები მოსთხოვა, ხოლო შემდეგ ჩაინიშნა მისი მონაცემები.
![ანდრეი ჩიკატილო-გაცოფებული მხეცის
კვალდაკვალ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201512/201512221325556227.jpg)
ჩიკატილოს გვარი გამოძიებისთვის უკვე მეორედ ამოტივტივდა, 20 ნომბერს იგი მორიგი მსხვერპლის საძებნად გაემართა, თუმცა მილიციამ იგი დააკავა.მკვლელს პორტფელში, ისევე როგორც 1984 წელს, აღმოაჩნდა დანა და თოკი. სახლის ჩხრეკისას მილიციამ კიდევ 23 დანა, ჩაქუჩი და ბოტები იპოვა, რომლიც კვალიც ზუსტად დაემთხვა ერთ-ერთი მსხვერპლთან აღმოჩენილ ნაკვალევს.
მანიაკმა აღიარა დანაშაულები, იწყება ხანგრძლივი გამოძიება და საგამომძიებლო ექსპერიმენტები.
![ანდრეი ჩიკატილო-გაცოფებული მხეცის
კვალდაკვალ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201512/201512221334036227.jpg)
![ანდრეი ჩიკატილო-გაცოფებული მხეცის
კვალდაკვალ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201512/201512221334356227.jpg)
სასამართლო 1992 წლის 14 აპრილს დაიწყო.მილიცია გაძლიერებულად იცავდა მანიაკს მსხვერპლთა ნათესავებისგან.
![ანდრეი ჩიკატილო-გაცოფებული მხეცის
კვალდაკვალ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201512/201512221337456227.jpg)
ადვოკატი ჩიკატილოს ფსიქიურ შემოწმებას ითხოვდა, თუმცა ექსპერტიზამ იგი ჯანსაღად სცნო.
![ანდრეი ჩიკატილო-გაცოფებული მხეცის
კვალდაკვალ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201512/201512221340316227.jpg)
საბჭოთა კავშირის ისტორიაში ყველაზე საშინელ მანიაკს დახვრეტა მიესაჯა.განაჩენს დარბაზში მყოფი ხალხი აპლოდისმენტით შეხვდა.
თვითონ მანიაკმა მთლიანად 56 მკვლელობა აღიარა, თუმცა მხოლოდ 53 დაუმტკიცდა.
![ანდრეი ჩიკატილო-გაცოფებული მხეცის
კვალდაკვალ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201512/201512221344216227.jpg)
1994 წლის 14 თებერვალს განაჩენი აღსრულებული იქნა.იგი კეფაში გასროლით იქნა მოკლული.
მრავალი წლის შემდეგ ყველაზე საზარელ მანიაკზე მითები დღესაც ცოცხლობს მრავალრიცხოვან სტატიებში, წიგნებში თუ ფილმებში.
ერთი ფილმი ამომიტივტივდა გონებაში-ბავშვი 44-პირდაპირ ჩიკატილო არაა ნახსენები მაგრამ სერიულ მკლვლეზეა,რომელიც სადგურებში ეძებს მარტოხელა ბავშვებს და ტყეში კალვს,და ეს საბჭოეტში ხდება.ნუ როგორც იყო მაშინ ხომ საბჭოეთში დანაშაული არ ხდებოდა :) მითუმეტეს მკვლელობა და პლიუს სერიული. და აი ამ თემაზეა.
კარგი სტატიაა