x
image
natia.a
10 ყველაზე შოკისმომგვრელი სცენა საბჭოთა კინოში

image
საბჭოთა ფილმებიდან ამოკრებილი ეს სცენები განსაკუთრებით ძლიერ ემოციებს ბადებს მაყურებელში. ეს შოკისმომგვრელი კადრები გვაიძულებს კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ ბევრ რამეზე.

1. "პირველს არ აყოლებენ" ("После первой не закусывают")
image

ეს კადრი ფილმიდან "ადამიანის ბედი", თითქმის მაგალითად იქცა იმისა, როგორ უნდა მოიქცე სიკვდილის პირისპირ აღმოჩენისას. დაძაბული და დრამატული სცენა, როცა რუსი ჯარისკაცი, ანდრეი სოკოლვი დასახვრეტად გაჰყავთ. მიხაილ შოლოხოვის ნაწარმოებზე სერგეი ბინდარჩუკის მიერ გადაღებულმა ამ ფილმმა არაერთი ჯილდო მიიღო სხვადასხვა ქვეყნებში გამართულ ფესტივალებზე.

2. საბრალო თეთრი ბიმი
image

მთელი ფილმი ერთი დიდი სტრესია. ძაღლის ტრაგიკული ისტორია, ადამიანების უგულობა და სისასტიკე - ყოველივე ეს მაყურებელს დიდ მწუხარებას უტოვებს. მაგრამ სცენა, სადაც საცოდავ თეთრ ბიმს რკინიგზაზე ისარში ჩაეტანიება თათი, ყველაზე შოკისმომგვრელია.

3. ყველაზე საშიში კიბე
image

"ჯავშნოსანი პოტიომკინი" ერთ-ერთი პირველი ფილმი იყო, რომელიც ბევრ ქვეყანაში (გერმანია, იაპონია, საფრანგეთი, პორტუგალია) აიკრძალა. ფილმის ყველაზე შოკისმომგვრელი სცენაა პოტიომკინის კიბეზე ადამიანთა დარბევა.

4. მოსამართლე აღსდგა

image

სტანისლავ გავარუხინის ფილმი "10 პატარა ზანგი" შეიძლება ჩაითვალოს პირველ საბჭოთა გაყიდვად ტრილერად. ფილმის თავად ატმოსფეროც კი შიშს გვგვრის, მაგრამ როცა დასასრულს, კუნძულზე მდებარე საშიშ სახლში იღვიძებს მოსამართლე, შიში პიკს აღწევს.

5. პანოჩკამ გაიღვიძა
image
საბჭოთა ჰორორის უბერებელი კლასიკა, საუკეთესო საბჭოთა საშინელებათა ფილმი "ვიი" გადაღებულია ნიკოლაი გოგოლის იმავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით. ყველაზე შოკისმომგვრელი სცენაა, როცა პანოჩკა იღვიძებს და იწყებს ცეკვას.

6. საშინელი ძაღლი ჭაობზე
image

ყველაზე საშინელი ძაღლი საბჭოთა კინემატოგრაფიაში. მანათობელი საღებავით შეღებილი "ბასკერვილების ძაღლი" შიშის სიმბოლოდ იქცა.

7. ანამაც გაიღვიძა
image

"Господин оформитель" - საკულტო ფილმი, რომელიც იყიდებოდა, როგორც მისტიკური ტრილერი. "ვიის" მსგავსად, აქაც ყველაზე შოკისმომგრვრელია სცენა, სადაც, იღვიძებს მთავარი პერსონაჟი ქალი.

8. ატომური აპოკალიფსი
image

პოსტაპოკალიფსური ტრილერი "მკვდარი ადამიანის წერილები" გამოვიდა ჩერნობილის ტრაგედიის თანადროულად, რამაც სურათს განსაკუთრებული სამწუხარო აქტუალობა სესძინა. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, მსროლელის დაუდევრობის გამო ხდება ბირთვული რაკეტის გაშვება და სამყარო ბირთვულ მტვერში იძირება. რაკეტის გაშვების სცენა და თანმხლები საშინელება მაყურებელს შოკს გვრის და აიძულებს ვერ რამეზე დაფიქრდეს.

9. ანასტატია ვერტინსკაია და ბნელი ძალა
image

ვალერი ბრიუსობის მოთხრობების მიხედვით გადაღებულ დეკადენტურ ფილში "ვნების წყურვილი", განსაკუთრებით შოკისმომგვრელია სცენა, სადაც ბნელი ძალები დაეუფლებიან ანასტასია ვერტინსკაიას კინოგმირს. ამ სცენის ნახვის შემდეგ მაყურებელს დიდი ხანი შეიძლება გაყვეს სარკეების შიში.

10. "ყველამ მოისმინოს"



ფილმი "მოდი და უყურე" ფაშიზმისა და ზოგადად ომის შესახებ საშინელ სიმართლეს ხდის ფარდას. განსაკუთრებით ძლიერია სცენა, რომელიც ნიშნით "გვახსოვდეს" არის წარმოდგენილი და ნებისმიერი მაყურებლის შოკირება შეუძლია (იხ. ვიდეო).

1
2654
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2654
  
2016, 17 თებერვალი, 15:34
ძალიან დიდი ხნის წინ, როცა ,,ვიი,, ვნახე, მართლა შემეშინდა((
0 1 1