x
image
ეკო 28
პატარა ისტორიები სიყვარულზე

image



ჩემი ბებია ცხოვრობს სოფელში.ხშირად მივყავდი მშობლებს მასთან.ერთი სახლის იქით ცხოვრობდნენ მოხუცები, რომლებსაც ყავდათ შვილიშვილი, ჩემზე ოთხი წლით უფროსი.ის ყოველთვის მფარველობდა და მივლიდა პატარა რომ ვიყავი.სამი წლისას ზელიონკას მისვამდა მუხლებზე.ხუთი წლისას მასწავლიდა კითხვას.ათი წლისას ბიჭებისგან მიცავდა.თხუთმეტი წლის ჩავედი სოფელში და ის დამხვდა ჯარში წასული, ეს იყო ყველაზე გრძელი ზაფხული ჩემ ცხოვრებაში.ჩვიდმეტი წლისას დამეხმარა გადამეტანა დაქალის დაღუპვა.ცხრამეტი წლის გამომიყვანა დეპრესიიდან.ახლა მე ოცდაოთხი წლის ვარ, ის ოცდარვის.დღეს ის ჩემი მეუღლე გახდა.

1
672
6-ს მოსწონს
ავტორი:ეკო 28
ეკო 28
672
  
2015, 26 დეკემბერი, 22:39
კაი იყო ყოჩაღ,
0 1 1