x
image
hamunaptra1990
რუსული მედიის ცნობით, 21 წლის ტერორიზმში ეჭვმიტანილი კიბოთი დაავადებული გოგონა, საქართველოში იმყოფება.
image
რუსული მედიის ინფორმაციით, ონკოლოგიურ პაციენტზე, 21 წლის როსტოველ გოგონაზე, ოიგულ მ.-ზე გამოცხადებულია ძებნა. რუსული სპეცსამსახურები და სამართალდამცავი ორგანოები გოგონას ტერორისტებთან კავშირს ვარაუდობენ.

სამართალდამცავი ორგანოები მიიჩნევენ, რომ როსტოველმა გოგომ შესაძლოა რუსეთში ტერორისტული აქტი მოაწყოს.

როგორც რუსული მედია აცხადებს, ეჭვმიტანილმა თავის ნაცნობებთან არაერთხელ აღნიშნა, რომ თავს აიფეთქებდა. მოცემული ინფორმაციით, ამ დროისთვის ოიგულ მ. იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე თავის თანამზრახველთან, 29 წლის ბულატ ა.-სთან ერთად, კერძოდ კი ინგუშეთში.

როსტოველ 21 წლის გოგომ საშუალო განათლება მიიღო დონის როსტოვში. სკოლის დამთავრების შემდეგ კი სწავლა გააგრძელა სახელმწიფო აკადემიაში, მაგრამ ავადმყოფობის გამო იძულებული იყო სწავლისთვის თავი დაენებებინა. მას დაუსვეს უმძიმესი დიაგნოზი-თავის ტვინის სიმსივნე. მას შემდეგ რაც ჩატარებული ოპერაციები როსტოვში და მოსკოვში უშედეგო გამოდგა, იგი გაამგზავრეს სამკურნალოდ ეგვიპტეში.


ტელეკომპანია LifeNews-ის ცნობით, სწორედ ეგვიპტეში მოხდა გოგნას გადაბირება. ეგვიპტედან ოიგულ მ. სავრაუდოდ გადავიდა თურქეთში და იქიდან ოთხ შეიარაღებულ პირთან ერთად საქართველოში,

ხოლო ეჭვმიტანილის დედის მტკიცებით, გოგონა იმყოფება ეგვიპტეში, გადის მკურნალობის კურსს და დედასთან სმს-ით აქვს მიმოწერა.

0
256
2-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
256
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0