x
image
ციცი
Mediator image
საზარელი მკვლელობა თბილისში-მოკლული არიან მამა და მისი 5 წლის შვილი
image


საზარელი მკვლელობა მოხდა თბილისში, დიღმის მასივში, ფერაძის ქუჩაზე. მოკლული მამა-შვილი მათივე საცხოვრებლის სადარბაზოს შესასვლელში ნახეს.

მამა, 27 წლის მამაკაცი თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით არის გარდაცვლილი, ხოლო 5 წლის ბავშვი, ძალიან მიმძიმს ამის დაწერა, გაგუდული იყო.

როგორც "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უცნობია ყავთ თუ არა ეჭვმიტანილი სამართალდამცველებს. ადგილობრივების თქმით, პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე გადაყვანილია გარდაცვლილი ბავშვის დედა, ხოლო ბებიას ადგილზევე კითხავენ.

მეზობლების თქმით, მათ ხმაური დაახლოებით გამთენიისას 4-ის ნახევარზე გაიგეს და გარეთ გამოსულებს შემზარავი სურათი დახვდათ-გარდაცვლილი მამა და შვილი. ადგილობრივები მკვლელობის მოტივს ვერ ასახელებენ, ვერც შესაძლო ეჭვმიტანილს, მაგრამ ამასთან ყაჩაღობას და თავდასხმასაც გამორიცხავენ, რადგან მათ მანამდე არანაირი ხმაური არ გაუგონიათ.


მოკლულ 27 წლის მამაკაცს მეზობლები დადებითად ახასიათებენ, იგი სამხედრო პირი იყო. როგორც მათ აღნიშნეს ბავშვის დედა იმ მომენტში სახლში იმყოფებოდა. მეზობლები ოჯახსაც დადებითად ახასიათებენ, არც კონფლიქტი გაუგიათ მათ ოჯახში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით გამომძიება აღძრულია 109, განზრახ მკვლელობის მუხლით. ხოლო ცხედრები ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში არიან გადასვენებულნი.

image

1
341
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
341
  
2015, 20 დეკემბერი, 18:37
eg xom qali araaaaaaaaa mxecic ki ufrtxildeba tavis nashiers...eg qalia???????????? an magas ra gasamartleba unda..magi dedebs gadmogvecit da chven gavasamartlebt eg gveli ega..
shvili rogor mokla an moakvlevina?
0 1 1