x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ფატი ხარშილაძე: ბონძღი ბომონძღი და ასეთივე მაყურებელი ყავს და თან პრივატიზებული! - რუსთავი 2-ს

"რუსთავი 2" ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული ტელეკომპანიაა საქართველოში. კერძო კომპანიაა, მისი მფლობელები არიან ლევან ყარამანიშვილი - 90% და გიორგი გეგეშიძე - 10%, გენერალური დირექტორი კი უკვე ყველასათვის ცნობილი ნიკა გვარამიაა. მაუწყებლობს მეტრულ არხზე და მისი გადაცემების ყურება საქართველოს მოსახლეობის 85%-ს შეუძლია.


image


"რუსთავი 2" ამზადებს მრავალფეროვან და მაღალხარისხოვან ლიცენზირებულ პროგრამებს, ეთერში გადასცემს უახლეს ინფორმაციას, პოლიტიკურ ტოქ-შოუს, გასართობ და სპორტულ პროგრამებს და ასევე მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოვლენების ტრანსლაციებს (ოსკარით დაჯილდოების ცერემონია, “მის მსოფლიო”...) „რუსთავი 2“-ის პროგრამები ყველაზე მაღალ რეიტინგულია საქართველოში. მიუხედავად ამ ყველა სიკეთისა, როგორც ყველას და ყველაფერს, მასაც ყავს მტრები თუ უბრალოდ მოწინავე მოქალაქეები, რომლებიც პირდაპირ ლანძღვას ფბ-ის საკუთარი გვერდის მეშვეობით სტატუსის ფონზე მოურიდებლად ახერხებენ. ბოლო პერიოდში მიმდინარე მთავრობის მომხრე ქ-ნი ფატი ხარშილაძე ცნობილი გახდა თავისი კომენტარებითა და სტატუსებით, რომელიც კრიტიკისა და ლანძღვის შინაარსებს ატარებს. მისი რისხვა როგორც ნაციონალურ მოძრაობას, სქართველოს ბანკებს, დაბნელებული გონების მქონე პირებსა და შალვა ნათელაშვილსაც დაატყდა, ასევე შეეხო ტელეკომპანია რუსთავი 2-ს, რომელსაც რაღა თქმა უნდა ციტირებით შემოგთავაზებთ:




"რუსთავი-2, თავი ტელევიზიად კი მოაქვს, მაგრამ მედიაკანონებით რომ არ ცხოვრობს, ეს ფაქტია!
რომ დააკვირდეთ, მიხვდებით,
თავისი უტვინო ექსპერტები, არასამთავრობო ნაბიჭვრები,
ბონძღი ბომონძღი და ასეთივე მაყურებელი ყავს და თან პრივატიზებული!
ვაი თქვენს პატრონს!
სანამ თქვენ ხართ, ისა საკაიფოდ გვახსენებთ 9 წლიან ჯოჯოხეთს და სულ პერსონალიებით,
თქვენი შემხედვარე, არაფერი არ ემუქრება ოცნებას და არანაირ არჩევნებზე!
მტერმა გიყურათ თქვენ!
აი ვისაც თქვენ გააპიარებთ, მისი საქმე ხომ წასულია,
არჩევნებზეც და და ცხოვრებაშიც!"- წერს ქალბატონი ფატი.


image

0
311
9-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
311
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0