x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
რა სერიოზული საფრთხე შეიძლება შეგვიქმნას ჩვეულებრივმა პურმა?
პური, ყველამ კარგად იცით, რომ ერთადერთი აუცილებელი პროდუქტია, რომელსაც ყველა ჩვენთაგანი ყოველ დღე მიირთმევს. პური ცილების, ნახშირწყლების, მინერალური ნივთიერებების, ვიტამინების (უმთავრესად B ჯგუფის), ბალასტური ნივთიერებების (უჯრედისი) წყაროა. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა თქვენგანი მასში სწორედ სარგებელს ხედავს და ვერ აღიქვამს თუ რა უდიდესი საფრთხე შეიძლება მოგვიტანოს მან. ალბათ ხშირია შემთხვევები, როდესაც პოლიეთილენის პარკიდან ან პურის სპეციალური შესანახი კონტეინერიდან გამოგაქვთ ეს პროდუქტი და მისი რომელიმე მხარე ან ქერქი მომწვანო, მოლურჯო, მოყვითალო, მოთეთრო ან მოშავო წეტილებითაა დაფარული. კარგად ხვდებით, რომ ის იწყებს დაობებას, გადაგდება კი მაშინ, როცა ეს უკანასკნელი დღეს ასე ძვირია, გვენანება, ვაჭრით მას მხოლოდ ამ დაობებულ კუთხეს და ვიყენებთ საკვებად, ვინაიდან ვთვლით რომ შეიცავს პენიცილინს და ის კი სასარგებლოა, თუმცა ცდებით, რაკიღა ეს პროდუქტი დაობდა, ე.ი. დაკარგა მან ყველა ღირებული და სარგებელი თვისება. ნურასოდეს მოაჭრით პურს მხოლოდ დაობებულ ადგილს და ნუ გამოიყენებთ საკვებად სხვა დანარჩენს თუ კი ხედავთ, რომ სხვა ნაწილი ჩვეულებრივად გამოიყურება, ეს დასკვნაც მცდარია, რადგან პურმა იწყო დაობება, ე.ი. ობის უხილავი მავნე ნივთიერებები ფესვებივით აქვს მოდებული მთლიან პურს, რაც თქვენს ჯანმრთელობას მხოლოდ ზიანს მოუტანს და არანაირ სარგებელს...

imageimage


რა მოხდება თუ კი შევჭამთ ობიან პურს?


ობიანმა პურმა შესაძლოა მრავალი ზიანი მიაყენოს ჩვენს ჯანმრთელობას:



1. ობიან პურთან შეხებისას შესაძლოა მან გამოიწვიოს ალერგია, რაც გამოიხატება კანზე შეშუპებით, გამონაყარითა და ქავილით.


2. არასოდეს უსუნოთ ობიან პურს, რადგან ობის სპორები ხვდება სასუნთქ გზებში და იწვევს მათ დაავადებებს.


3. თუ კი შეჭამთ ობიან პურის, ის გამოიწვევს თავის ტკივილს, ღებინებას, დაღლილობას.


4. ობიანი პურის საკვებად გამოყენება, ასევე მოქმედებს ღვიძლზე, ნერვულ სისტემაზე, არღვევს ჰორმონალური სისტემის რეგულაციას და ასუსტებს იმუნიტეტს.


თუ შემთხვევით მიიღეთ დაობებული პური და გამოიწვია ინტოქსიკაცია, გაქვთ თავის ტკივილი და ღებინება ან სხვა მახასიათებელი სიმპტომი, მიიღეთ ნახშირი, გამოირეცხეთ კუჭი და მიიღეთ ბევრი სითხე.


იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ამ სასარგებლო და აუცილებელი პროდუქტის მომწამვლელად გადაქცევა, არ შეინახოთ პოლიეთილენის პარკში, ვინაიდან პარკში წარმოიქმნება მაღალი ტენიანობა და ხელს უწყობს მის დაობებას. შეინახეთ მომინანქრებულ, ხის და სხვა სპეციალურ შესანახ კონტეინერში, რომელსაც 10 დღეში ერთხელ თბილი წყლით გაასუფთავებთ. ასევე იმისათვის, რომ დაობება ავიცილოთ თავიდან, პურთან ერთად ჩადეთ მარილი, რომელიც შთანთქავს ტენს. არ შეინახოთ ერთად ჭვავისა და ხორბლის პური, რადგან ტენიანობა სხვადასხვა აქვთ, ჭვავის პური ადვილად ობდება და შესაბამისად დააობებს ხორბლის პურსაც.



P.S. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, რომლის ფასი მართლაც არაფერი არ არის.

0
2850
18-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2850
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0