x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138964
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
აკრძალული არქეოლოგია. საიდუმლოებები და გამოცანები. ნაწილი XX

აკრძალული არქეოლოგია

დღეისათვის, მსოფლიოში, უამრავი სენსაციური არქეოლოგიური აღმოჩენაა, მაგრამ მათი უმრავლესობა ჩვენგან დაფარული არის, რადგან «საიდუმლო აღმოჩენის» კატეგორიას მიეკუთვნება. ალბათ, ჩვენ არასოდეს მოგვეცემა მათი ხილვის საშუალება, რადგან მეცნიერები ყველაფერს მალავენ, რისი ახსნაც არ შეუძლიათ. თუმცა, გარკვეული ინფორმაცია ასეთი აღმოჩენების შესახებ მაინც არსებობს:

გასული საუკუნის 60-იან წლებში, ცენტრალურ მექსიკაში, აღმოაჩინეს შრომის იარაღები, რომლის დამზადება მხოლოდ მაღალგანვითარებული ტექნოლოგიებით იყო შესაძლებელი. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ იარაღი 250 ათასი წლის წინ იყო დამზადებული. იმ დროს, როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, დედამიწაზე ნეანდერტალელები ცხოვრობდნენ და რა თქმა უნდა, მათ ასეთი იარაღების დამზადება არ შეეძლოთ.
თავდაპირველად, ეს უნიკალური არტიფაქტები, გეოლოგებმა აღმოაჩინეს და არქეოლოგები მიიწვიეს აღმოჩენის შესაფასებლად. არქეოლოგებმა კვლევის ჩატარების შემდეგ, დასკვნის გამოქვეყნების უფლება არ მისცეს გეოლოგებს. და თუ მაინც გამოაქვეყნებდნენ, მათ მიერ აღმოჩენილი იარაღების ფოტოსურათებს, ასაკი არ უნდა მიეთითებინათ.

1840 წელს საფრანგეთში და დანიაში, ვულკანურ ქანში აღმოაჩინეს ადამიანის ჩონჩხის ნაწილები. ქანის შესწავლის შემდეგ დაადგინეს, რომ ქანში განამარხებული ადამიანი 2 მლნ. წლის იყო. აქ თითქოს განსაკუთრებული არაფერია, რომ არა აღმოჩენილი და თანამედროვე ადამიანის ჩონჩხების იდენტურობა.
1897 წლის აპრილში, ქ. ვებსტერთან (აიოვას შტატი) ახლოს, ლეჰიგის ქვანახშირის მაღაროში, ქვანახშირის ფენაში, 45 მ. სიღრმეზე, აღმოაჩინეს მართკუთხედის ფორმის, მუქი ნაცრისფერი ქვა (0, 6 X 0, 3 X 1, 2 მ.), რომელზეც ამოტვიფრული ხაზები იდეალურ რომბებს ქმნიდნენ. ყოველი რომბის ცენტრში, გამოსახული არის მოხუცი ადამიანის სახე და ყოველ მადგანზე, კარგად ჩანდა ჩაღრმავება შუბლის არეში. როგორც ექსპერტები ამბობდნენ, შახტის ამ ნაწილში მიწა საერთოდ არ იყო, ხოლო ქვანახშირის ფენა დარღვეული (აშრეებული) არ ყოფილა. რაც იმას ნიშნავს, რომ აღმოჩენილი ქვის ასაკი, დაახლოებით, 32О–36О მლნ. წელი იყო.

XIX საუკუნეში, ამერიკაში, ოქროს ციებ-ცხელების დროს, კალიფორნიის შტატში, ოქროს მაძიებლებმა კილომეტრობით გვირაბები გათხარეს მთებში და კლდეებში. ოქროსთან ერთად, მაძიებლები დიდი რაოდენობით ადამიანის ჩონჩხის ფრაგმენტებს და შრომის იარაღებს პოულობდნენ. ამ არტიფაქტების კლასიფიკაციას და აღწერას პროფესორი უიტნი ახდენდა. იმ დროს, ეს არტიფაქტები, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მთავარი არქიტექტურული აღმოჩენები იყო. ამიტომ, პროფესორის ყველა დოკუმენტი შეკრიბეს და 1880 წელს, ჰარვარდის უნივერსიტეტში, წიგნის სახით გამოსცეს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჯერ-ჯერობით ამ აღმოჩენების დემონსტრირება არცერთ მუზეუმში არ მომხდარა. ეს არტიფაქტები არც თანამედროვე წიგნებში და კატალოგებში არის შეტანილი.

XX საუკუნის 50-იან წლებში, არქეოლოგმა ჯორჯ კარტერმა ძველი ამერიკელების დასახლება აღმოაჩინა სან-დიეგოს მახლობლად. იქ მან უამრავი ნივთი იპოვა ქანებში, რომელთა ასაკი 80-90 ათასი წლით იყო განსაზღვრული, რაც ბევრად აღემატებოდა ამერიკის კონტინენტზე ადამიანის გამოჩენის ოფიციალურად აღიარებულ პერიოდს – 35-30 ათას წელს. მეცნიერები, რომლებიც ამ უკანასკნელ ვერსიას იზიარებდნენ, მას დასცინოდნენ და მის აღმოჩენებს არასერიოზულად მიიჩნევდნენ. მაშინ კარტერმა უფრო საფუძვლიანი გათხრები აწარმოა იმ ადგილზე და ასზე მეტი მეცნიერი მიიწვია აღმოჩენილი არტიფაქტების შესასწავლად, მათ შორის ძალიან ცნობილი და სახელოვანი მეცნიერებიც, მაგრამ ყველამ უარი თქვა ექსპედიციაში მონაწილეობის მიღებაზე. რადგან იცოდნენ, რით დასრულდებოდა მათი კარიერისთვის, დარვინიზმის საწინააღმდეგო კონცეფციის, თუნდაც ირიბი მხარდაჭერა.

კალიფორნიის ერთ მთაში, 1966 წელს აღმოაჩინეს ადამიანის თავის ქალა, რომელიც თანამედროვე ადამიანის თავის ქალისგან, არაფრით განსხვავდებოდა, ხოლო ქანის ასაკი, რომელშიც აღნიშნული ფრაგმენტი იყო განამარხებული, 50 მლნ. წლის იყო. როგორც კი ეს ფაქტი გახმაურდა, ყველამ, ვისაც ამ აღმოჩენასთან კავშირი ჰქონდა, უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე.
1983 წელს, მორიგი აკრძალული აღმოჩენა თურქმენეთში გააკეთეს. იქ ქვა იპოვეს, რომელზეც ერთდროულად ადამიანის ფეხის და დინოზავრის სამთითიანი თათი იყო აღბეჭდილი. თურქმენეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, პროფესორმა ამანიაზოვმა განაცხადა, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ადამიანებისა და დინოზავრების ერთდროულად ცხოვრების შესახებ.
სამხრეთ აფრიკაში, მაღაროელებმა უამრავი აღმოჩენა გააკეთეს, რომელიც აკრძალული imageარქეოლოგიის კატეგორიაში ხვდება. ნაპოვნი იყო 2 ტიპის მეტალისგან დამზადებული 100-ზე მეტი სფერო: ცისფერი მეტალის სფეროები თეთრი ლაქებით და თეთრი სფეროები ფოროვანი სტრუქტურით.

ამ აღმოჩენას, კარგა ხანს მალავდნენ, მაგრამ 1977 წელს, ფართო საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი ინფორმაცია ამ არტიფაქტების არსებობის შესახებ. 1979 წელს ექსპერტიზა დაინიშნა, სფეროების შესწავლის მიზნით. მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ქანები, რომელშიც აღნიშნული სფეროები იყო ნაპოვნი, 2 მილიარდ 800 მილიონი წელის იყო. იმ პერიოდში, როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, დედამიწაზე უმარტივესი ორგანიზმებიც კი არ იყო. და კიდევ, ამავე მეცნიერების მტკიცებით, სფეროები ბუნებრივი წარმონაქმნებია და ისეთი მინერალებისგან არის [ძირითადად, ლიმონიტი (Fe2О3) და პირიტი ( FeS2)], რომლებიც ადვილად იფიტებიან.

შეიძლება დაუსრულებლად ჩამოვთვალოთ მსგავსი აღმოჩენები და ასევე ფაქტები, იმ მეცნიერების დევნის შესახებ, რომლებმაც სიმართლის თქმა გადაწყვიტეს. აკრძალული არქეოლოგიური აღმოჩენები, რამდენჯერმე აღემატება იმ აღმოჩენებს, რომლებზე დაყრდნობითაც, დარვინიზმის თეორია შეიქმნა. მაგრამ, მეცნიერები ჯერ-ჯერობით მზად არ არიან სამეცნიერო “რევოლუციისთვის".

საიდუმლოებები და გამოცანები

image

როდის იწყება ისტორია? საიდუმლოებები და გამოცანები. ნაწილი I

http://intermedia.ge/სტატია/63308-საიდუმლოებები-და-გამოცანები-ნაწილი-I-როდის-იწყება-ისტორია/86/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel

image

სენსაციებს ბოლო არ უჩანს. საიდუმლოებები და გამოცანები. ნაწილი II
http://intermedia.ge/სტატია/63329-საიდუმლოებები-და-გამოცანები-ნაწილი-II-სენსაციებს-ბოლო-არ-უჩანს/86/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel

image

ადამიანის ისტორიული სამშობლო (ალტერნატიული ვერსია) საიდუმლოებები და გამოცანები. ნაწილი III

http://intermedia.ge/სტატია/63344-საიდუმლოებები-და-გამოცანები-ნაწილი-III-ადამიანის-ისტორიული-სამშობლო-ალ/86/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel

image

ახალი ცივილიზაციების აღმოჩენა. საიდუმლოებები და გამოცანები. ნაწილი IV

http://intermedia.ge/სტატია/63376-საიდუმლოებები-და-გამოცანები-ნაწილი-IV-ახალი-ცივილიზაციების-აღმოჩენა/86/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel

image

სფინქსის საიდუმლო. საიდუმლოებები და გამოცანები. ნაწილი V

http://intermedia.ge/სტატია/63393-საიდუმლოებები-და-გამოცანები-ნაწილი-V-სფინქსის-საიდუმლო/86/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel

image

ამერიკის აღმოჩენის რეალური ისტორია. საიდუმლოებები და გამოცანები. ნაწილი VI

http://intermedia.ge/სტატია/63425-საიდუმლოებები-და-გამოცანები-ნაწილი-VI-ამერიკის-აღმოჩენის-რეალური-ისტორ/86/user:ლალი 20ადიკაშვილი:show:channelI

image

წყალქვეშა ნავები და მფრინავი ობიექტები ძველ მსოფლიოში. საიდუმლოებები და გამოცანები. ნაწილი VII
http://intermedia.ge/სტატია/63476-საიდუმლოებები-და-გამოცანები-ნაწილი-VII-წყალქვეშა-ნავები-და-მფრინავი-ობ/86/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel

image

რა არის სული, რისთვის ცხოვრობს ადამიანი და რა გველის სიცოცხლის შემდეგ? საიდუმლოებები და გამოცანები. ნაწილი VIII

http://intermedia.ge/სტატია/63510-საიდუმლოებები-და-გამოცანები-ნაწილი-VIII-რა-არის-სული-რისთვის-ცხოვრობს-/86/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel

image

ბრინჯაოს საიდუმლოებანი. საიდუმლოებები და გამოცანები. ნაწილი IX

http://intermedia.ge/სტატია/63557-საიდუმლოებები-და-გამოცანები-ნაწილი-IX-ბრინჯაოს-საიდუმლოებანი/86/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel

image

საიდუმლოებები და გამოცანები. ნაწილი X - ცხოვრების მასწავლებლები

http://intermedia.ge/სტატია/63609-საიდუმლოებები-და-გამოცანები-ნაწილი-X-ცხოვრების-მასწავლებლები/86/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel

image

მსოფლიოში ყველაზე დიდი ჯადოქარი მერლინი და მეფე არტური. საიდუმლოებები და გამოცანები. ნაწილი XI

http://intermedia.ge/სტატია/63762-საიდუმლოებები-და-გამოცანები-ნაწილი-XI-მსოფლიოში-ყველაზე-დიდი-ჯადოქარი-/86/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel

image

ჰენრიხ მეზღვაური - ადამიანი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებს, თუ ადამიანი, რომელმაც მონებით ვაჭრობის მავნე ტრადიცია დაამკვიდრა ევროპაში. საიდუმლოებები და გამოცანები. ნაწილი XII

http://intermedia.ge/სტატია/63868-საიდუმლოებები-და-გამოცანები-ნაწილი-XII-ჰენრიხ-მეზღვაური-ადამიანი-რომელ/86/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel

image

“მიწის ვაშლის" შემქმნელის ისტორია. საიდუმლოებები და გამოცანები. ნაწილი XIII

http://intermedia.ge/სტატია/63958-საიდუმლოებები-და-გამოცანები-ნაწილი-XIII-მიწის-ვაშლის-შემქმნელის-ისტორი/86/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel

image

მეკობრეები. საიდუმლოებები და გამოცანები. ნაწილი XIV

http://intermedia.ge/სტატია/63988-საიდუმლოებები-და-გამოცანები-ნაწილი-XIV-მეკობრეები/86/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel

image

ბედისწერა და წინასწარმეტყველება. საიდუმლოებები და გამოცანები. ნაწილი XV

http://intermedia.ge/სტატია/64102-საიდუმლოებები-და-გამოცანები-ნაწილი-XV-ბედისწერა-და-წინასწარმეტყველება/86/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel
imageვინ არის შერლოკ ჰოლმსი? საიდუმლოებები და გამოცანები. ნაწილი XVI
http://intermedia.ge/სტატია/64162-საიდუმლოებები-და-გამოცანები-ნაწილი-XVI-ვინ-არის-შერლოკ-ჰოლმსი/86/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel

image

იყო თუ არა, ლენინზე თავდასხმა იმიტირებული და ვის აწყობდა მსგავსი სპექტაკლის მოწყობა. საიდუმლოებები და გამოცანები. ნაწილი XVII

http://intermedia.ge/სტატია/65306-იყო-თუ-არა-ლენინზე-თავდასხმა-იმიტირებული-და-ვის-აწყობდა-მსგავსი-სპექტა/86/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel

image

მითები და რეალობა იაკობ ჯუღაშვილის სიკვდილის შესახებ. იყო თუ არა ის ტყვეთა ბანაკში. საიდუმლოებები და გამოცანები. ნაწილი XVIII

http://intermedia.ge/სტატია/66135-მითები-და-რეალობა-იაკობ-ჯუღაშვილის-სიკვდილის-შესახებ-იყო-თუ-არა-ის-ტყვ/86/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel

image

გალინა ჯუღაშვილი: ტყვეობაში მამის როლს მისი ორეული, აბვერის აგენტი ასრულებდა. საიდუმლოებები და გამოცანები. ნაწილი XIX
http://intermedia.ge/სტატია/66258-გალინა-ჯუღაშვილი-ტყვეობაში-მამის-როლს-მისი-ორეული-აბვერის-აგენტი-ასრულ/86/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel

2
1758
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1758
  
2015, 24 დეკემბერი, 15:27
დიდი მადლობა :)
2015, 24 დეკემბერი, 15:02
მომეწონა სტატია ძალიან
0 1 2