სიახლეები "შემჭამეთ ეხლა ამის გამო..." - სტეფანე მღებრიშვილი მართვის მოწმობის ახალ სისტემაზე 2015, 16 დეკემბერი, 13:39 როგორც გუშინ, 15 დეკემბერს გახდა ცნობილი, "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, მართვის მოწმებას 100 ქულა ენიჭება, ხოლო თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ამ 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას გამოიწვევს. კალენდარული წლის განმავლობაში 100 ქულის ნულამდე შემცირების შემთხვევაში, მძღოლს მართვის უფლება შეუწყდება და მის მისაღებად გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევს. აღნიშნულ თემას გამოეხმაურა მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი, რომელმაც თავისი აზრი "ფეისბუქის" გვერდზე დააფიქსირა: "მეგობრების აღშფოთებას ვკითხულობ აკრძალვებთან დაკავშირებით. სიტუაციიდან გამოსავალი რა არის გარდა განათლებისა და აკრძალვის? სოციალური რეკლამაც უნდა გადიოდეს, სადაც რომელიმე ცუდი ქცევა გასაგებად იქნება გადმოცემული... ამ ქულების გადანაწილება არც მე მომწონს ბოლომდე როგორ არის დალაგებული, მაგრამ.... გარდა ჯარიმებისა, საზოგადოებაც უნდა ჩაერთოს იმ საზიზღარი მძღოლების გამოწვრთნაში. ისე როგორც ევროპაში მინახავს. ერთი არღვევს და ყველა მხრიდან აგინებენ. და კიდე ცოტა სხვა თემა: "ნავაროტკა" BMW, Mercedes-ი რომ გყავს და "cool" ნომერშიც ფულს რომ იხდი, ამ შემთხვევაში მარჯვენა საჭით მანქანის ყიდვა ფსიქიკური გადახრა მგონია, მაგას ჯობია "ოპელი" იყიდო და ქვეყნის ჩერჩოში მოერგო.. შემჭამეთ ეხლა ამის გამო...", - წერს სტეფანე. 1332 4-ს მოსწონს 1-ს არა
|