შაბათს, 19 მაისს, 13 საათზე ლალი მოროშკინას ახალი წიგნის "გისოსებს მიღმა საქართველოა" პრეზენტაცია-მსვლელობა შედგა.აქციის მონაწილეებიდან გამოირჩეოდნენ მოროშკინას სტუდენტები, რომლებიც პატიმრის ფორმაში გამოწყობილები იყვნენ. ლალის თქმით "გისოსებს მიღმა საქართველოა" - ში მოყოლილი ყველა ამბავი რეალურად მოხდა და ძალიან ბევრი წიგნის გმირში საკუთარ თავს ამოიცნობს და თუ ვინმეს არ ესიამოვნება “ჩანგალი მუდამ გალესილი მაქვს და არტილერიაც შემომაშველონ".
ავტორის თქმით დაპატიმრებამდე ჰქონდა დაწყებული წიგნზე მუშაობა, თუმცა იმ ფაქტმა, რომ ციხეში იჯდა დაეხმარა წიგნზე მუშაობაში.