ეცადეთ უშუალოდ კონფლიქტის დროს არ იყოთ სამზარეულოში, სადაც ბევრი რამ შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც ცივი იარაღი
საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას
თქვენი და თქვენი შვილების დოკუმენტაციას და აუცილებელ ნივთებს წინასწარ მიუჩინეთ უსაფრთხო ადგილი, იმ შემთხვევისას, თუკი მოულოდნელად მოგიწიათ სახლის დატოვება, იოლად შეძლებთ აუცილებელი დოკუმენტაციისა და ნივთების თან წაღებას.
თუკი არის ამის შესაძლებლობება, წინასწარ მოელაპარაკეთ მეზობელს, რომ თქვენი საცხოვრებელი ადგილიდან ხმაურის გამოსვლის შემთხვევაში, მან დარეკოს პოლიციაში და შეატყობინოს მეზობლად ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ.
ძალადობის ფაქტის შემდეგ, რაც შეიძლება დროულად დააფიქსირეთ ძალადობის ფიზიკური ნიშნები, ამისთვის მიმართეთ პოლიკლინიკას, ექსპერტიზას, უკიდურეს შემთხვევაში დააფიქსირეთ დაზიანებები ფოტოაპარატით ან მობილური ტელეპონით.
მიმართეთ ახლობლებს, შექმენით თქვენს გარშემო მხარდამჭერი ქსელი.იმ ადამიანებისგან, ვისაც ენდობით. თუკი ხედავთ, რომ თქვენი ფსიქოემოციური მდგომარეობა არ უმჯობესდება, ეძებეთ დახმარება სპეციალისტებთან(ფსიქოლოგთან, ექიმთან.)