შოუბიზნესი ცნობადების შვილები, რომლებიც მშობლებთან ერთად არ იზრდებიან 2015, 14 დეკემბერი, 2:26 ![]() ცნობილი ქართველი დედები ხშირად არც ისე სამაგალითონი არიან, როგორც ეკრანებსა და ყვითელი პრესის ფურცლებზე ჩანან. ზოგიერთებმა საკუთარი შვილები ბებია-ბაბუებთან საცხოვრებლად განამწესეს. საზოგადოების ერთი ნაწილი ირწმუნება შვილების თავიანთთან გაზრდას არ კადრულობენო, მეორენი კი ამტკიცებენ ცნობილები ასე საკუთარი შვილების კეთილდღეობისათვის იქცევიანო. ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი ლების მანძილზე ბებია-ბაბუასთან იზრდებოდა. ჟურნალისტი ხშირად უხდის მადლობას დედას, ასეთი კარგი შვილი გამიზარდეო. ამის მიუხედავად, ნანუკა ჩართული იყო მარიამის აღზრდაში. დედა-შვილი ერთ სადარბაზოში ცხოვრობდა, ამიტომ მათ მანძილი არასროს უშლიდათ ხელს ურთიერთობაში. ![]() ![]() ![]() ნონო ჩხეიძეს ერთი ქალიშვილი ჰყავს, პატარა მარიკო. გოგონა ბებიასთან იზრდება. ნინოს მტკიცებით, მას ქალიშვილისთვის ცოტა დრო აქვს, ასე უფრო მშვიდადაა და მარიკოსთვისაც უკეთესიაო. ![]() ![]() ლელა წურწუმიასა და კახა მამულაშვილის, იგივე მამულიჩას ქალიშვილი მარიკო ბებიასთან, ლელას დედამთილთან იზრდება. ![]() გიგა ბოკერიას ცოლმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა ქალიშვილი საკუთარ დასთან ერთად საფრანგეთში "გახიზნა". "მაგრად მიხარია ისეთ გარემოში რომ იზრდება, სადაც ჰომოსექსუალიზმის ჰაერწვეთოვანი გზით გადადების არ ეშინიათ, პირადობის მოწმობებში მხეცის ნიშნებს არ ეძებენ და რელიგიურ უმცირესობებს ლოცვას არ უშლიან"-ამტკიცებს ჩერგოლეიშვილი. ![]() 1676 3-ს მოსწონს
|