x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
17 ცხოვრებისეული "სიტუაცია", რომელიც ღიმილს აუცილებლად მოგგვრით

ამგვარად, "სიტუაცია" ბუნებრივი მდგომარეობის თანმდევი პროცესია, შექმნილი პირობების ერთობლიობა; გარემოება, მდგომარეობა. მათ, ვინც მართავენ საჭეს და არა მხოლოდ მათ, ხშირად უწევთ გახდნენ მომსწრენი საგზაო შემთხვევების დროს სასაცილო სიტუაციებისა. რიგი ადამიანებისა კი ოსტატები არიან ასეთ უხერხულ სიტუაციებში ჩავარდნისა, რომლებიც შემდგომ მთელი დღის მანძილზე პოზიტიურ განწყობას გვიქმნიან. ერთ-ერთმა რუსულმა საიტმა აკონა სპეციალურად ჩვენი განწყობისთვის მსგავსი ფოტოები, სადაც აღბეჭდილია საგზაო შემთხვევებში მარკეტინგული შეცდომები, სექსი საცობში, მონსტრი საჭესთან, ტვირთმზიდი მსუბუქი ავტომობილი, თოვლიან ცივ ზამთარში გზის დაგება და ბევრი რომ აღარ გამიგრძელდეს, კიდევ უამრავი სახალისო რეალობა. გამონათქვამი რუსებზე კი "რუსებს მხოლოდ ორი პრობლემა აქვთ- სულელები და გზები...", ამ ფოტოკრებულით, რომელსაც პოზიტიური განწყობისთვის დაგიტოვებთ, ნამდვილად ამართლებს.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


P.S. იუმორი სიცილის საშუალებით ცდილობს ობიექტის სრულყოფას, განწმენდას ნაკლოვანებებისაგან და სრულქმნილი სახით მის განმტკიცებას. გამოკვლევების მტკიცებულების ფონზე ის აახალგაზრდავებს ორგანიზმს, ვინაიდან სიცილი უაღრესად სასარგებლო მკურნალია. სიცილის თერაპია ამაგრებს და ამაღლებს ანტისხეულებისა და უჯრედების დონეს, რაც ანადგურებს ავთვისებიან წარმონაქმნებს. თუმცა ზომიერება უპირველეს ყოვლისა და აქაც საჭიროა, რადგან სიცილი ამავდროულად ფიზიკური დატვირთვის ტოლფასია, კერძოდ კი: ერთწუთიანი სიცილი ორმოცწუთიანი სირბილის ტოლფასია. ხუთი წუთის განმავლობაში თავშეუკავებელი ხარხარი ხსნის დეპრესიას და სასიკეთოდ მოქმედებს როგორც გულის, ასევე ფილტვების მუშაობაზე. ათ წუთიანი სიცილი წვავს იმდენ კალორიას, რამდენსაც გმატებთ ერთი ფილა შოკოლადი. ოც წუთიანი სიცილი სიცოცხლეს 24 საათით ახანგრძლივებს. სიცილის დროს ჰაერი ფილტვებიდან 100 კმ/სთ სიჩქარით ამოიტყორცნება. ამ დროს ბრონქები თავისუფლდება დაგროვილი ლორწოსგან, რაც აუმჯობესებს სუნთქვას და ამსუბუქებს ანთებით პროცესს ბრონქიტისა და ასთმის დროს. სიცილის დროს იცვლება სუნთქვის რეჟიმი- ის ხანმოკლე, წყვეტილი და შედარებით ღრმა ხდება და მიმდინარეობს ფილტვების სუპერვენტილაცია, ანუ ტვინს მეტი ჟანგბადი მიეწოდება.

ასე, რომ იყავით ხალასნი, იცინეთ ხშირად და გაიხანგრძლივეთ სიცოცხლე.

2
2182
12-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2182
  
2015, 13 დეკემბერი, 22:56
დიდი მადლობა გუჯა ;)
2015, 13 დეკემბერი, 22:20
საინტერესოცაა და სახალისოც, შესაბამისად გავაზიარე
0 1 2