სხვა აღმოჩენების და გამოგონებების ოქროს ხანა, რომლებმაც სამყარო სამუდამოდ შეცვალეს. 2012, 28 მაისი, 1:55 გამოგონებების ხანა გასულ ორ ასწლეულს მოიცავს. ახალი მეცნიერული თეორიები ადამიანებს ისეთი საგნების გამოგონებაში დაეხმარა, რომლებმაც სამყარო შეცვალეს.
1565 წ. ფანქარი - ფანქრის გამოგონება შვეიცარიელ კონრად გესნერს მიეწერება. თუმცა, შესაძლებელია ის უკვე არსებულ გამოგენების შესახებ წერდა. 1608 წ. ტელესკოპი - ტელესკოპის გამოგონება ჰანს ლიპერშის მიეწერაბა, თუმცა მისი ასტრონომიაში გამოყენება გალილეიმ დაიწყო. 1783 წ. საჰაერო ბურთი - გახურებული აირით სავსე საჰაერო ბურთი. ფრანგმა ძმებმა მონგოლფიერებმა პირველი საჰაერო ბურთი გამოიგონეს, მაგრამ მამას შეპირდნენ, რომ არასდროს გაფრინდებოდნენ. 1827 წ. ასანთი - ჯონ ვოკერმა ხის ჯოხი ქიმიური ნივთიერებების ნარევში ჩააწო და პირველმა ასანთმაც დღის სინათლე იხილა. 1868 წ. საბეჭდი მანქანა - საბეჭდი მანქანა კრისტოფერ სქოულზმა და მისმა პარტნიორმა გამოიგონეს. ამერიკულმა კომპანიამ "რემინგტონ ენდ სონსმა" 1873 წელს საბეჭდი მანქანები წარმოებაში ჩაუშვა. 1876 წ. ტელეფონი - ტელეფონის პატენტი ალექსანდ გრეჰემ ბელს ეკუთვნის. სინამდვილეში, ბელმა ტელეფონი პირველად დაამზადა წარმატებით, ხოლო გამოგონება სხვა მეცნიერებს, მათ შორის ანტონიო მუეცის ეკუთვნის. 1878 წ. ნათურა ელექტრონათურის იდეა ტომას ედისონს და ჯოზეფ სვონს ეკუთვნის. სანთლებისა და გაზის ლამპების გარეშე ცხოვება ყველასთვის მარტივი გახდა. 1895 წ. რენტგენის სხივები - რენტგენის სხივები ვილჰემ რენტგენმა გამოიგონა, რისთვისაც 1901 წელს ფიზიკაში ნობელის პირველი პრემია მიიღო. 299 4-ს მოსწონს
|