სილვესტერ სტალონეს შოკისმომგვრელი ქალიშვილები.
69 წლის ჰოლივუდელ მსახიობს, კინორეჟისორს და სცენარისტს სილვესტერ სტალონეს ნამდვილად აქვს ცხოვრებაში რაღაც ისეთი, რითაც შეუძლია იამაყოს-ლამაზი ცოლი და სამი ულამაზესი ქალიშვილი.
ერთ-ერთ ცერემონიაზე, რომელიც მიეძღვნა სტალონეს ახალი ფილმის პრემიერას, ბედნიერი მეუღლე და მამა ოჯახის თანხლებით გამოცხადდა.![სილვესტერ სტალონეს შოკისმომგვრელი
ქალიშვილები. image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201512/201512111741252042.jpg)
სილვესტერ სტალონეს ცოლი, ჯენიფერ ფლავინი 47 წლისაა. ჯენიფერი მეუღლეზე ოცდაორი წლით უმცროსია. 18 წლიანი თანაცხოვრების შედეგად მან სტალონეს სამი შესანიშნავი გოგონა გაუჩინა-სოფი, სისტინა და სკარლეტი. გოგონები იმდენად მიმზიდველები არიან, რომ გარშემომყოფთა დიდ ყურადღებას იმსახურებენ.
![სილვესტერ სტალონეს შოკისმომგვრელი
ქალიშვილები. image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201512/201512111747482042.jpg)
![სილვესტერ სტალონეს შოკისმომგვრელი
ქალიშვილები. image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201512/201512111747552042.jpg)
სტალონეს შუათანა გოგონა, სისტინა 17 წლისაა და მას უკვე აქვს მცირედი გამოცდილება სამოდელო ბიზნესში. ხოლო მისი უმცროსი ქალიშვილი, სკარლეტი ჯერ მხოლოდ 13 წლისაა, მაგრამ ისე გამოიყურება როგორც დიდი გოგო და უფროს დებს არაფრით ჩამოუვარდება.![სილვესტერ სტალონეს შოკისმომგვრელი
ქალიშვილები. image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201512/201512111751102042.jpg)
სტალონეს გოგონებს ერთმანეთი ძალიან უყვართ, მეგობრული ურთიერთობა აქვთ და მამის სიყვარულში ერთმანეთს არ ეჯიბრებიან, მამაც თავის მხრივ გოგონებს თანაბრად უნაწილებს სიყვარულს, არცერთი არ ყავს გამორჩეული და ამაყობს თავისი მშვენიერი ქალიშვილებით.![სილვესტერ სტალონეს შოკისმომგვრელი
ქალიშვილები. image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201512/201512111802182042.jpg)
![სილვესტერ სტალონეს შოკისმომგვრელი
ქალიშვილები. image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201512/201512111802272042.jpg)
![სილვესტერ სტალონეს შოკისმომგვრელი
ქალიშვილები. image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201512/201512111802342042.jpg)
სილვესტერ სტალონე მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი მსახიობია, რომელმაც საზოგადოებას თავი დაამახსოვრა მძაფრსიუჟეტიან ჰოლივუდურ ფილმებში შესრულებული როლებით. სტალონეს ყველაზე გამორჩეული როლები, რომლებმაც მას პოპულარობა მოუტანეს მოკრივე როკი ბალბო და ჯარისკაცი რემბოა.