სხვა 9 წლის იეზიდი გოგონა, რომელიც ISIS-ს 10-მა მებრძოლმა გააუპატიურა, ორსულადაა! ის შესაძლოა მშობიარობის დროს დაიღუპოს 2015, 11 დეკემბერი, 0:10 სულ ცოტა ხნის წინ საზარელი შემთხვევა მოხდა, რომლის მთავარი გმირები ისლამური სახელმწიფოს წევრები არიან, მსხვერპლი კი 9 წლის გოგონა, რომელიც იეზიდების რელიგიური ჯგუფის წარმომადგენელია. პატარა ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ გახდა. ისლამური სახელმწიფოს 10 წევრი რეგულარულად ძალადობდა ბავშვზე, სექს-მონად ჰყავდათ. გოგონა 2014 წლის ზაფხულში გაიტაცეს და მასზე რეგულარულად ხდებოდა ძალადობა.ისლამური სახელმწიფოს წევრები განსაკუთრებულად "ნადირობდნენ" იეზიდების რელიგიურ ჯგუფზე. 9 წლის გოგონა ერთ-ერთი იმ 2000 ტყვეთაგანია, რომლებიც ათიოდე დღის წინ გაათავისუფლეს. სწორედ ამ ყველაფრის შემდეგ დადგინდა ბავშვის ფეხმძიმობის ამბავი. გოგონას ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები დაეხმარნენ. ბავშვი მკურნალობის კურსს ამჟამად გერმანიაში გადის. მისიმდგომარეობა არასახარბიელოა. გოგონა ფიზიკურად და მორალურად ტრამვირებულია. ექიმები იმ ფაქტსაც ადასტურებენ, არსებობს საფრთხე რომ პატარამ შესაძლოა მშობიარობა ვერ გადაიტანოს. მისი სხეული და ორგანიზმი მოუმზადებელი იყო სექსულური კავშირისა და შემდგომი შედეგისათვის. სხვა ქირურგიული ჩარევები, კერძოდ კი აბორტი, გოგონას სიცოცხლეა და ჯანმრთელობას აფრთხეს შეუქმნის. სხვა ქალებიც, რომლებიც ისლამური სახელმწიფოს ტყვეობაში იმყოფებოდნენ, აღიარებენ, რომ სქესობრივი ძალადობის მსხვრპლი ხშირად ხდებოდნენ. გარდა ამისა, "წარმატებულ მეომრებს" ქალებითაც კი აჯილდოვებდნენ. მომხდარმა ფაქტმა სრულიად მსოფლიო შეძრა. 1500 3-ს მოსწონს
|