საზოგადოება უმუშევარი ხართ და ვაკანსიას ეძებთ? მაშინ ეს აუცილებლად წაიკითხეთ 2015, 10 დეკემბერი, 9:05 სიდუხჭირე, ეს ის თემაა, რომელიც ყოველთვის იყო, არის და იქნება აქტუალური. მიუხედავად იმისა, რომ "ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის" მიხედვით, თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს ცხოვრების ისეთი პირობების უფლება, რომელიც აუცილებელია როგორც მისი, ისე მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, სამწუხაროდ დღეს ასე არ არის. რომ აღარაფერი ვთქვა ლარის კურსის ინფლაციასა, გაძვირებულ პროდუქტსა თუ მოსახლეობის უმეტესი ნაწილის უმუშევრობაზე, დღეს ისედაც ცხადია ჩვენი თანამოქალაქეების გაჭირვების და თვიდან-თვემდე თავის გატანის ამბები. ერთეულებს აქვთ დამაკმაყოფილებელი სამსახური, ერთეულები მცირედიდაც კმაყოფილდებიან, ერთეულები კი დღემდე ეძებენ სამსახურს და ყველა უბედურებასთან ერთად, თაღლითი კომპანიების კლანჭებში ხვდებიან. დიახ, არ მოგეჩვენათ, "თაღლითი კომპანები", რომლებიც მშიერი და უმუშევარი ხალხის იმედებს ვითომ ამართლებენ და ამ დროს ფულს "ცანცლავენ", საგრძნობლად მომრავლდა.
![]() სულ რაღაც ერთი კვირაა რაც მუშაობის დაწყება გადავწყვიტე, რაღა თქმა უნდა ჩავუჯექი საიტებს: jobs.ge gancxadebebi.ge myjobs.ge dasaqmeba.ge და ა.შ. ზემოთ აღნიშნულ ერთ-ერთ საიტზე ვნახე ვაკანსია შემდეგი ტექსტით :- "კერძო კომპანიას სასწრაფოდ ესაჭიროება კადრები ოფისში სამუშაოდ, დღეში 5საათი, ანაზღაურება 700ლარი, თქვენი მოვალეობა იქნება ოპერატორობა და საბუთების დახარისხება, დაინტერესების შემთვევაში დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე." მეც მეტი რა მინდოდა, ვიფიქრე ტუზი დამეცა და ბედს ვსინჯავთქო, მაშინვე დავრეკე აღტაცებულმა. ზარზე მიპასუხა გოგონამ, რომელმაც მკითხა რამდენი წლის ვიყავი და ჩემთვის მჭირდებოდა თუ არა ეს სამსახური, ჩემი პასუხის შემდეგ კი მეორე დღეს 10-დან 12 საათამდე გასაუბრებაზე დამიბარეს, თანაც კარგად დამარიგეს, რომ რეგისტრატურაში მენეჯერი თამარ ზამბახიძე უნდა მეკითხა. მეორე დღეს მართლაც მივედი გასაუბრებაზე, სადაც უამრავი ახალგაზრდა დამხვდა. 15 ადამიანი შეგვიყვანეს ოთახში, სადაც ე.წ. კერძო კომპანიის დირექტორი ქ. შორენა კალანდაძე დაგვხვდა. გამოგვკითხეს მოკლედ საკუთარ თავზე, შეგვავსებინეს CV და გვითხრეს, რომ დადებითი პასუხის შემთხვევაში დაგვიკავშირდებოდნენ. იმავე დღის 8 საათისთვის მივიღე შეტყობინება, რითაც მომილოცეს სამსახურში აყვანა და მეორე დღის 1საათისთვის იგივე მისამართზე, შარტავას 14ა-ში დამიბარეს. ძალიან გამიხარდა, ფიქრის დროც აღარ მქონდა, მეორე დღეს გავიქეცი კონტრაქტის დასადებად, მაგრამ იქ მისულს "ჰოი საოცრება" დამხვდა. ვიყავით იმაზე მეტნი ვიდრე წინა დღეს. შევედით გასაუბრებაზე და ქ.შორენა გვიცხადებს, რომ ჩვენ მის ანგარიშზე უნდა ჩავრიცხოთ ფული, კერძოდ 37 ლარი, რათა გავიაროთ 4დღიანი სტაჟირება, შემდეგ დავდოთ კონტრაქტი და თურმე ბანკი სახელფასო ბარათიდან 20 % აღარ ჩამოგვაჭრის. სახლში მოსულმა სასწრაფოდ დავრეკე 09-ში, სადაც გავარკვიე, რომ მათი პროფილი არის "ტრეინინგ ცენტრი, კვალიფიკაციის ამაღლება", რამაც კიდევ უფრო დამაეჭვა ამ ყველაფერში. ბოლომდე მივყევი და კავარკვიე, რომ არსებობს 2 ახალი შ.პ.ს. კერძოდ : "ბიზნეს აკადემია"; "საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფი"(პეკინის 21), სადაც მიყავთ გამოუცდელი, ახალგაზრდა გოგო-ბიჭები, პირდებიან მუშაობის დაწყებას, კონტრაქტის დადებას და ამ დროს უბრალოდ ფულს სძალავენ ყოველ მისულს, 4დღიანი კურსების შემდეგ კი ძაღლივით გარეთ აგდებენ. კომპანიები 2თვეა რეგისტრირებულნი არიან და ყოველ დღე საშუალოდ 30 ადამიანს ასულელებენ. ძალიან გთხოვთ ბრთხილად იყოთ!- წერს ქალბატონი თიკა აბაშიძე. ![]() 974 15-ს მოსწონს
|