დარწმუნებული ვარ ჩაის პაკეტებს გამოყენებისთანავე ნაგვის ყუთში უკრავთ თავს. ასე ვიქცეოდი მეც მანამ, სანამ მისი თვისებების შესახებ არ შევიტყვე. წარმოგიდგენთ რამდენიმე მიზეზს, რომლის წაკითხვის შემდეგაც, გამოყენებულ ჩაის პაკეტებს აღარასოდეს გადააგდებთ.
# მოიშორეთ თვალის სიწითლე
თვალის სიწითლისგან თავის დასაღწევად ჩაყარეთ
რამდენიმე ჩაის პაკეტი ცივ წყალში, დაახლოებით 2 წუთი. მოათავსეთ ისინი
თქვენს ქუთუთოებზე რამდენიმე წუთის განმავლობაში. სიწითლე თანდათან
შემცირდება, რადგან ჩაის პაკეტები, როგორც ანტიოქსიდანტები შეიწოვენ
გაღიზიანებას.
# გამოიყენეთ ფეხსაცმელსა და ტანსაცმელში
თქვენი ტანსაცმლის სუფთა და
სასიამოვნო სუნის შესანარჩუნებლად, შეინახეთ გარდერობში გამოყენებული და
გამხმარი ჩაის პაკეტები. ასევე შეგიძლიათ თითი-თითო ჩაის პაკეტი მოათავსოთ
ფეხსაცმელებში. ეს ხელს შეუწყობს უსიამოვნო სუნის აღმოფხვრას.![ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ,
გამოყენებულ ჩაის პაკეტებს
აღარასოდეს გადააგდებთ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201512/2015120819231970485.jpg)
# მოიშორეთ მღრღნელბი და სხვა აბეზარები
მღრღნელებს, ობობებს და სხვა ბევრ მწერს არ უყვარს ჩაის სუნი, ამიტომ კარგად გააშრეთ ჩაის პაკეტები და დააწყვეთ იმ ადგილებში, სადაც მღრღნელები შეგიმჩნევიათ. ამ ხერხით მალე მოიშორებთ მათ.
# ჩაის პაკეტები აკნესთვის
თუ თქვენ გაქვთ აკნე ან გამონაყარი, დაიდეთ მასზე ჩაის პაკეტის ცივის კომპრესი და შედეგს თვითონვე ნახავთ.
# ჩაის პაკეტები მაცივარში
მოათავსეთ ჩაის პაკეტები მაცივარში და დაემშვიდობეთ უსიამოვნო სუნს. ![ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ,
გამოყენებულ ჩაის პაკეტებს
აღარასოდეს გადააგდებთ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201512/2015120819280370485.jpg)