x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
მზის სისტემა - ანომალია არის

მზის სისტემა  - ანომალია არის

კოსმოსურმა ტელესკოპმა «კეპლერმა» ათასობით სამყარო აღმოაჩინა, თავისი ოთხწლიანი მისიის მანძილზე და დაამტკიცა, რომ ჩვენს გალაქტიკაში უამრავი პლანეტა არის. მაგრამ უფრო გასაკვირი ის არის, რომ მან მნიშვნელოვანი ცნობები მოგვაწოდა მზის სისტემის შესახებაც. აღმოჩნდა, რომ სხვა ვარსკვლავების სისტემების ფონზე, მზის სისტემა ნამმდვილად ანომალია არის.
ეს რომ ასეა, კარგად ჩანს ანიმციაზე - «კეპლერის პლანეტარიუმი IV», რომელიც ვაშინგტონის უნივერსიტეტის ასპირანტმა ი. კრუზემ შექმნა. მასში კრუზე, კეპლერის მონაცემთა ბაზიდან აღებული ვარსკვლავების პლანეტარულ სისტემებს, ადარებს მზის სისტემას. განსხვავება მზის სისტემასა და დანარჩენი ვარსკვლავების სისტემებს შორის, უდავოდ თვალშისაცემია. ადვილი შესამჩნევია, რაოდენ უცნაურად გამოიყურება მზის სისტემა, სხვა სისტემების ფონზე. «კეპლერის» მისიის დაწყებამდე, მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ეგზოპლანეტების სისტემების უმრავლესობა, ისევე არის მოწყობილი, როგორც ჩვენი მზის სისტემა: პატარა, მყარი პლანეტები, ცენტრთან ახლოს არის, ხოლო გაზიანი გიგანტები – უფრო მოშორებით. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი სხვაგვარად არის. «კეპლერმა» აღმოაჩინა იუპიტერის ხელა გაზის გახურებული გიგანტები, რომლებიც ფაქტიურად ეხებიან იმ ვარსკვლავებს, რომლის ირგვლივაც ბრუნავენ. უკვე აღმოჩენილი 685 ვარსკვლავიდან, არცერთი სისტემა არ ჰგავს მზის სისტემას.


0
1130
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0