შოუბიზნესი ქეთა თოფურია-კანონიერი ქურდის ქალიშვილი 2015, 4 დეკემბერი, 0:45 ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია "ა სტუდიოს" სოლისტი გახლავთ. თბილისი ქეთასთვის ის ქალაქია, სადაც ყოფნითაც არასდროს იღლება. როგორც კი დრო გამოუჩნდება მომღერალი მაშინვე საქართველოში მორბის. მომღერალი ბავშვობიდან განებივრებული გახლდათ ხალხის სიყვარულითა და ყურადღებით. ერთ დროს მხოლოდ საქართველო იცნობდა, ახლა კი მთელი მსოფლიო. ქეთა მამას ყოველთვის დიდი სიყვარულით იხსენებს. ალბათ არ იცოდით, რომ მამამისი კანონიერი ქურდი ანდრო თოფურია გახლავთ. მისი ოჯახი, როგორც ყველა კანონიერი ქურდის ოჯახი, ერთგვარი კასტა გახდა და როგორც კი შანსი გაუჩნდათ საქართველო დატოვეს. ანდრო კარგი ოჯახის შვილი გახლდათ, მამა პროფესორი ჰყავდა, დედა დოცენტი, ორივენი ექიმები იყვნენ. ქეთას მამა გაუგებრობის მსხვერპლი გახდა, პირველად ციხეში სხვის მაგივრად ჩასვეს და ცხოვრებაც აერია. ანდროს უნდოდა ქეთა ექიმი გამოსულიყო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მამა-შვილი ერთმენეთის მესაიდუმლენი იყვნენ. ქეთას არასდროს ახსოვს მამას მისთვის ეყვირა ან ხმამაღალი შენიშვნა მიეცა. გადატვირთული გრაფიკის გამო მომღერალი მამასთან ყოველდღიური ურთიერთობით განებივრებული არ გახლდათ, თუმცა ის ყოველთვის განსაკუთრებულად უყვარდა და დღესაც ძალიან ენატრება. ქეთა ბიზნესმენ ლევ გეიხმანზე დაქორწინდა. წყვილს 3 წლიანი ურთიერთობა აკავშირებდა. მეუღლე ქეთაზე 12 წლით დიდია. მომღერალი კი ამაში პრობლემას სულაც არ ხედავს, უფროს მამაკაცებთან ურთიერთობა უფრო მიადვილდებაო. წყვილს სულ ცოტა ხნის წინ ქალიშვილი, პატარა ოლივია შეეძინა. 4734 7-ს მოსწონს 1-ს არა
|