სიახლეები რა სიჩქარით დადის რუსთავი-თბილისის ტრასაზე "ყვითელი მარშუტკა" - ვიდეო, რომელმაც ინტერნეტი დაიპყრო 2015, 3 დეკემბერი, 13:29 სოციალურ ქსელში სულ ცოტა ხნის წინ Info rustavi-ს მიერ გავრცელდა ვიდეომასალა, სახელწოდებით „ყვითელი მიკროავტობუსის „ექსტრემალი მძღოლი“, რომელშიც რუსთავი-თბილისის გზატკეცილზე არანორმალური სიჩქარით მოძრავი ე.წ. "ყვითელი მიკროავტობუსია" ასახული. ვიდეო გადაღებულია მიკროავტობუსის უკან მიმავალი მანქანის მძღოლის მიერ, რომლის გამოთვლით "მარშუტკა" მინიმუმ 170 კმ/სთ სიჩქარით მიდის. ცხადია, ამგვარი "ექსტრემალი მძღოლები" საფრთხეს უქმნიან არა მხოლოდ თავიანთ მგზავრებს, არამედ სხვა ტრანსპორტებში მყოფებსაც. ფაქტს კიდევ უფრო საგანგაშოს ხდის ის ფაქტი, რომ მოქმედება ღამის საათებში მიმდინარეობს.
"ვიდეოში ჩანს რომ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ცდილობს დაეწიოს ყვითელ მიკროავტობუსს, თუმცა ვერ ახერხებს. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი აცხადებს რომ მას დააინტერესდა რა სიჩქარით მიდიოდა მიკროავტობუსი, ამიტომ ცდილობდა სიჩქარე მოემატა და დაწეოდა, თუმცა საბოლოოდ იმ დროს გადაასწრო როდესაც ყვითელი მიკროავტობუსის მძღოლმა მარჯვნივ გადახვევის მიზნით სიჩქარე შეანელა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ვიდეოში საკუთარი ავტომობილის სიჩქარეს აფიქსირებს და ამბობს რომ თავად 160 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო მიკროავტობუსი სავარაუდოდ 170 კმ/სთ სიჩქარით მიდოდა. ვიდეო ერთერთმა მძღოლმა საკუთარი მობილურით მაშინ გადაიღო როდესაც თბილისიდან რუსთავში ბრუნდებოდა (კონკრეტულად კი ჩქაროსნული მაგისტრალის გაჩიანის ხიდიდან რუსთავის შემოსასვლელამდე მონაკვეთია). ვიდეო "ინფო რუსთავს" გვერდის მკითხველმა მიაწოდა."- ვკითხულობთ სოციალურ ქსელში. კომენტარებიდან ჩანს, რომ ამ ფაქტმა ბევრი აღაშფოთა, თუმცა ზოგიერთები ხუმრობის ხასიათზეც დააყენა და აღნიშული სამარშრუტო "ახალი ავია რეისი რუსთავი-თბილისად" "მონათლეს". ესეც ზემოაღნიშნული ვიდეომასალა: 2435 5-ს მოსწონს
|