x
image
natia.a
როგორ გავწმინდოთ მანქანის გაყინული მინა - უმარტივესი მეთოდი მძღოლებისთვის
image
ზამთარს ძალიან ბევრი დადებითი ემოცია მოაქვს: თოვლში თამაში, ახალი წლის დღესასწაულები, თხილამურები... მაგრამ ბევრი ადამიან, განსაკუთრებით მანქანის მძღოლები ვერ იტანენ წელიწადის ამ დროს ძალიან მარტივი მიზეზის გამო: დილით, როგორც წესი ჩვეულებრივზე ადრე უხდებათ ადგომა ავტომობილის გაყინული მინების გასალღობად და გასაწმენდად. მართალიცაა, პლასტიკის საფხეკითა ტუ ბარათით გაყინული მინის წმენდა არა მხოლოდ დროს გვართმევს, არამედ გვაღიზიანებს კიდეც.


უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, ზამთრის ავარიათა 10% სწორედ იმის გამო ხდება, რომ მძღოლმა წინა მინა სრულად არ გაწმინდა ყინულისგან და, შესაბამისად შეიზღუდა ხილვადობა.


საბენიეროდ, ამ პრობლემის გადაჭრა საკმაოდ მარტივად შეიძლება სახლის პირობებში დამზადებული სითხის საშუალებით:


დაგჭირდებათ:



1. 1 წილი სპირტი

2. 2 წილი წყალი

3. ცოტაოდენი ჭურჭლის სარეცხი სითხე (ნებისმიერი)


ყველაფერი ერთად მოათავსეთ პულველიზატორიან ბოთლში და შეასხურეთ გაყინულ მინას. ყინული თვალის დახამხამებაში გაქრება.


ეს ყველაფერი უფრო დეტალურად შეგიძლიათ ვიდეოზეც იხილოთ:



0
8657
4-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
8657
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0