"ჩემი გვარით ნუღარ დაინტერესდებით საკუთარ გენეტიკას მიხედეთ"-რა გვარია სინამდვილეში კრისტი ყიფშიძე?
ყველასათვის საყვარელი მოდელი კრისტი ყიფშიძე მუდამ ყურადღების ცენტრში ტრიალებს. ის ზურა ყიფშიძის რძალი და გიორგი ყიფშიძის ცოლი გახლდათ. სამწუხაროდ ურთიერთობა არ შედგა, ყველაფერი განქორწინებით დასრულდა. წყვილს ერთი ქალიშვირლი ნატალია ჰყავს. გოგონა ჯერ სკოლაში დადის და კარგადაც სწავლობს. პროფესიაც არჩეული აქვს, უნდა მამისა და ბაბუის მსგავსად მსახიობი გახდეს. გოგონამ ფილმში "აგვისტოს 5 დღე" ეპიზოდურ როლშიც ითამაშა და რეჟისორების მოწონებაც დაიმსახურა. კრისტი დატვირთული გრაფიკის მიუხედავად შვილს ბევრ დროს უთმობს. სწორედ ნატალიას ხათრით წყვილი (გიორგი და კრისტი) დღემდე მეგობრობს.
კრისტის მთელი საქართველო ყოფილი მეუღლის გვარით იცნობს. ალბათ არ იცოდით, რომ მოდელი წარმოშობით სომეხია. მისი წინაპრები საქართველოში დაიბადნენ და გაიზარდენ. კრისტი სისხლით სუფთა სომეხია, მენტალურად კი ქართველი.
მას ეროვნება სულაც არ ეთაკილება, პირიქით ამით ამაყობს. ნატალიას არ უნდა, რომ დედამ გვარი შეიცვალოს. მოდელმა კი ვერ გაიგო რატომ აინტერესებს ყველას მისი ნამდვილი გვარი. ჩემს შვილს დიდი სურვილი აქვს, გვარი არ შევიცვალო და ეს საკითხი ვის რაში ანაღვლებს? ზოგს ჰგონია, რადგან ქართველი არ ვარ, გვარი ამიტომ არ შევიცვალე. ჩემი წარმომავლობა არასდროს დამიმალავს. სომეხი ვარ, თან სუფთა სისხლის სომეხი! ჩემი წინაპრები თბილისში დაიბადნენ და გაიზარდნენ. მენტალურად ქართველი ვარ, მაგრამ სისხლით – სომეხი. ვამაყობ, რომ ასეა. როცა დავიბადე, გარკვეული მიზეზების გამო სამშობიაროდან დედის გვარზე (კარაპეტიანი) გამომიყვანეს, საბუთების მხრივ გარკვეული პრობლემა შეიქმნა. მამაჩემის გვარი (სარქისოვი) დღემდე არ მეღირსა. როგორც ჩანს, კრისტის საკუთარ გვარზე საუბარი არ სიამოვნებს: "მინდა ყველას ვთხოვო ჩემი გვარით ნუღარ დაინტერესდებით, საკუთარ ეროვნებას მიხედეთ. ყველა ჟურნალისტს ვთხოვ ამ კითხვას ნუღარასდროს დამისვამენ".
გვარის საკითხი არ ადარდებს გიორგი ყიფშიძეს. მისი მტკიცებით, კრისტი მისი ქალიშვილის დედაა და უხერხულობას სულაც არ უქმნით საერთო გვარი. თუ ის როდესმე გათხოვდება და ჩემი გვარი აღარ დასჭირდება მაშინ მეც სიამოვნებით დავიბრუნებ ჩემს გვარსო..