x
image
K.P.
ვინ არის და რას საქმიანობს მაკა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან"

image
სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მაკას მთელი საქართველო იცნობს. მსახიობი ნინო კასრაძე უკვე 22 წელია შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. "ნინო კასრაძე ქართული თეატრის პრიმაა. მერე რა, რომ ვერ "გაფეისდა"-ასეც ხდება პარადოქსების ქვეყანაში. მასებს რომ ჰკითხო, სტურუას ეთაყვანებიან, მაგრამ არ იცნობენ ნინო კასრაძეს -სტურუას პრიმას ბოლო 20 წლის მანძილზე"-წერდა სულ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი ჟურნალისტი. სამაგიეროდ პოპულარულმა სერიალმა, რომელშიც ის ძლიერ, მებრძოლ ქალბატონს, მაკას განასახიერებს, დიდი პოპულარობა მოუტანა.

ნინოს ტყუპისცალი და ჰყავს. როგორც მის ახალგაზრდობაში ხდებოდა თავად ნაადრევად არ გათხოვილა. გაგიკვირდებათ, მაგრამ თეატრალურში ჩაბარების მისი პირველი მცდელობა კრახით დასრულდა. ფარ-ხმალი არ დაუყრია და მომავალ წელს თეატრალურის სტუდენტი გახდა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. პრესას ინტერვიუებით არ ანებივრებს, არ სტუმრობს ყვითელ გდაცემებსა და ჟურნალ-გაზეთებს.image

45 წლისაა, მაგრამ ასაკი არ ეტყობა, შესაშურად გამოიყურება. ქართული შოუბიზნესის აქტიური წევრი არ გახლავთ, მას სხვა სამყარო აქვს. ნინო ძალიან განათლებული ქალბატონია, ღრმად ფიქრობს და მისი საუბრის მოსმენა აუცილებლად მოგხიბლავთ.

"თეატრი ეს არის საოცრება. მე ვიცი, თანამედროვე საქართველოში თეატრს დასცინიან და აკნინებენ. ეს ჩვენი, მსახიობებისა და რეჟისორების ბრალია. თეატრი ცოცხალია, ისევე როგორც წიგნი. წიგნს ხომ ვერაფერი შეედრება, ვერანაირი კომპიუტერში წკითხული, წიგნი თავისი ფურცლით, რომელიც შეგიძლია დაწვა, გაანადგურო, მაგრამ ის მაინც შენში დარჩება. ასევეა თეატრიც, ჩვენ შეიძლება გაგვდევნონ დარბაზებიდან, დაგვცინონ, მაგრამ როცა შევდივართ ტეატრში და ვთამაშობთ, ის ერთი ადამიანი ზის, ტირის, განიცდის და კადარზისი მასში ხდება. თეატრში კრიზისია"-ამტკიცებს ნინო. imageimage

0
1225
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1225
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0