
კინოში სასიყვარულო სცენების გადაღება მთელი გადამღები ჯგუფისთვის განსაკუთრებულ თავსატეხს წარმოადგენს. უამრავი რამის მოფიქრება ხდება საჭირო, რათა სცენა შთამბეჭდავი გამოვიდეს. თუმცა მცდელობა ნამდვილად ღირს, რადგან ლამაზი წყვილის ცხელი კადრები, როგორც წესი კინოგაქირავებების ნამდვილი კოზირი ხდება. ახლა კი ერთად გადავავლოთ მსოფლიო კინოკლასიკას თვალი და ავარჩიოთ 10 ყველაზე შთამბეჭდავი სექსუალური სცენა.
1. "გრეის 50 ელფერი".

ეროტიკული ბესტსელერის ამბიციურ ეკრანიზაციაში სასიყვარულო სცენები ნამდვილად თავზე საყრელია, მაგრამ ამ ნუსხაში მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი მოხვდა: სცენა, რომელშიც საშინლად სიმპატიური მილიარდერი ერთობა გამოუცდელ ანასტასიასთან ე.წ. "ტკივილის წითელ ოთახში". კადრში ჩნდება უამრავი "გასართობი" ხელსაწყო - ხელბორკილი, თოკი, მათრახი და ფარშევანგის ბუმბულიც კი.
2. "ცდუნება"

ანტონიო ბანდერასის გმირს თავისი საცოლე მოკრძალებული გოგონა ეგონა, თუმცა საბედისწერო მაცდუნებელი ქალი აღმოჩნდა. სამაგიეროდ, კუბელ მაჩოს არაერთი სასიამოვნო წუთი აჩუქა.
3. "ამერიკული სილამაზე"

ახალგაზრდა ანჯელამ (მინა სუვარი) თავისი დაქალის მამას (კევინ სპეისი) ალისფერი ვარდის ფურცლების ფონზე ველური ფანტაზიები შთააგონა.
4. "ლამაზმანი"

ჯულია რობერტსისა და რიჩარდ გირის გმირებმა ფილმიდან "ლამაზმანი", დაანგრიეს ცნობილი სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ სექსი არ არის გაცნობის საბაბი. სექსი მათთვის დიდი და ნათელი სიყვარულის საბაბად იქცა.
5. "ესროლე მათ"

იმისათვის, რომ ერთდროულად გოგონასთან სექსი გქონდეს (არც მეტი არც ნაკლები მონიკა ბელუჩისთან!) და სროლით მტერსაც იგერიებდე, ნამდვილი სუპერგმირი უნდა იყო. ისეთი, როგორიც კლაივ ოუენია ბოევიკში "ესროლე მათ".
6. "ცხრანახევარი კვირა"

ლამაზი სასიყვარულო სცენები ამ ფილმში თავზე საყრელადაა — ეს სურათი ხომ მაღალი ეროტიკის შედევრადაა მიჩნეული.
7. "ბნელი ჩრდილები"

ტიმ ბერტონის პერსონაჟებმა, როგორც იქნა დაიწყეს სექსზე საუბარი. შემდეგ კი განახორციელეს კიდეც - ვამპირული წესების დაცვით.
8. "ტომას კრაუნის აფიორა"

პირს ბროსნანის გმირს არა მხოლოდ სამუზეუმო ექსპონატების მოპარვა შეეძლო, არამედ მშვენიერი ქალების მოხიბვლაც.
9. "ფართოდ დახუჭული თვალებით"

ეროტიკულ სცენებს ტომ კრუზისა და ნიკოლ კიდმანისგან დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია — მათი ვნება ფილმში აშკარად რეალურია.
10. "პატიოსანი კურტიზანი ქალი"

ფილმის მთავარმა გმირმა ქალმა ასობით მამაკაცის გული დაეპყრო თავისი ინტელექტით, მომხიბვლელობითა და უსაზღვრო სექსუალურობით.