მოგზაურობა საქართველო-რეალური ზღაპარი 2015, 28 ნოემბერი, 20:24 ჩვენი სამშობლო უნიკალური, ენითაუწერელი ბუნებით გამოირჩევა.მისი დიადი მთები და სამოთხის სადარი ლანდშაპტები, ბევრი მწერლისა თუ პოეტის მუზა გამხდარა.
ერთ-ერთი ულამაზესი და საოცარი ადგილი არის ბატეთის ტბა .ტბა მდებარეობს ქარელის მუნიციპალიტეტში .თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ბატეთისწყლის ხეობაში.ზღვის დონიდან 1313მ-ზე.
მეწყერი რომელმაც ტბა წარმოშვა სამხრეთიდანაა ჩამოწოლილი.
ვრცელი ნაპირი არ გააჩნია და ტბის ნაწილი დაჭაობებულია.პირდაპირ ტბაშია ამოსული შვიტები, ამიტომ ბანაობა ამ ტბაში აკრძალულია.
ტბის წყალი გამჭირვალე და მტკნარია.თევზები არ ბინადრობენ, მაგრამ მრავლადაა წითელ წიგნში შეტანილი მცირეაზიური ტრიტონი ( რომელიც “საშიში“ მხოლოდ სახელითაა)და კალმახი. ირგვლივ წიწვოვან-წიფლოვანი ტყეა გარშემოკრული:ულამაზესია ბატეთი შემოდგომით.ათასფრად აფერადებული ტყით და მომწვანო სარკისებრი ზედაპირით.დეკემბრიდან მარტამდე კი გაყინულია და ასე გამოიყურება. წითელ წიგნში დღემდე ძეგლის სტატუსი აქვს ბატეთის ტბას და მის მიმდებარე ტერიტორიას. კიდევ ერთი მეტ-ნაკლებად ცნობილი და მოლაშქრეთათვის ნამდვილი სამოთხე გახლავთ ტობავარჩხილი ანუ მეგრულად- ვერცხლის ტბა . ეს კარაული ტბა მდებარეობს ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ჩხოროწყუში მოედინება არაფრით გამორჩეული მდინარე ხობისწყალი.მაგრამ თუ დაგაინტერესებს მდინარის სათავე და იკითხავ გზას, მოხვდები ნისლით, ჩანქერით, ტყით, უფსკრულით და ჟანგბადით გაჯერებულ ზღაპრულ ხეობაში.მიაღწევ ცაშკიბულს, სამეგრელოს ყველაზე მაღალ და დიდებულ მწვერვალს. ვერცხლის ტბა საზრდოობს თოვლით, წვიმის და მიწისქვეშა წყლით. წყლის დონე მთელი ზამთარი დაბალია. საშუალო სიღრმე 15, 8–მეტრია. ზაფხულში, ივლისში იმატებს და სიღრმე 35 -მეტრს აღწევს. მტკნარი წყლის გამო თევზი არ ბინადრობს. უძველესი ლეგენდის თანახმად, ვინც ტბის მშვიდ გარემოს დაარღვევს ან ტბაში იბანავებს, შავი ღრუბლების რისხვა, ჭექა-ქუხილი და კოკისპირული წვიმა დაატყდება თავს . კიდევ ერთი ლეგენდებით და სილამაზით გაჯერებული ადგილი არის აბუდელაურის ფერადი ტბები.მყინვარული წარმოშობის (მორენული) ტბები მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში.დუშეთის მუნიციპალიტეტში.კავკასიონის სამხრეთ კალთაზე.მდინარე როშკისწყლის მარჯვენა შენაკადის აბუდელაურის სათავეში. ზღვის დონიდან 2812მეტრზე. ტბები თოვლის, მყინვარის და წვიმის წყლებით საზრდოობენ. წყალი მტკნარია და თევზები არ ბინადრობენ . ტბების სანახავად რთული, მაგრამ ულამაზესი გზის გავლა მოგიწევთ. საავტომობილო გზა სოფელ როშკასთან წყდება .ამ სოფელს სხვაგვარად დევების სამჭედლოს უწოდებენ . ლეგენდის თანახმად აქ მიმობნეული უზარმაზარი კლდის ნატეხები დევებს სამჭედლოდან ანასხლეტი ლოდებია.სოფლიდან გზას ფეხით აგრძელებთ. გრძელი გზის შემდეგ პირველი ლურჯი ტბა შეგხვდებათ.ლეგენდის თანახმად ამ მიდამოებში მცხოვრებ უკანასკნელ დევს იახსარი გამოედევნა. იახსარი -წარმართული ღვთაება იყო, იგი ითვლებოდა ავსულებთან (ალქაჯებთან, დევებთან, სულებთან, უწმინდურ ძალებთან) დაუნდობელ მებრძოლად.ასევე არაბუნებრივი სიკვდილით გარდაცვლილთა სულების გამომხსნელად. მისმა მოქნეულმა ლახტმა კლდე შუაზე გააპო.ცალთვალა დევმა იახსარს სწორედ ამ ლურჯ ტბაში შეასწრო, ღვთაება უკან მიჰყვა.დაუნდობელი ბრძოლა დევის განგმირვით დასრულდა, მაგრამ მისმა უწმინდურმა სისხლმა ტბის ზედაპირი შეკრა და იახსარმა ამოსვლა ვეღარ შეძლო.მისი გასაჭირი იქვე მოსახლე ბლოელმა შეიტყო.მოიყვანა ოთხყურა და ოთხრქიანი ცხვარი, დაკლა და ტბაში მისი სისხლი შეურია. გაიწმინდა ტბა და იახსარმა ამოსვლა შეძლო. ამბობენ ღვთაებამ მოჯადოვებული ტბა მტრედის სახით დატოვაო. მადლიერმა იახსარმა ბლოელს სამი სურვილის ასრულება აღუთქვა.ბლოელმა დაავადებული ოჯახის განკურნება სთხოვა. იახსარი გაფრინდა.ლიქოკის თავზე, კარატის წვერზე დაბრძანდა. დღემდეა შემორჩენილი მისი სახელობის ნიშა:ლურჯი ტბასთან ახლოა მწვანე ტბა.ამ ტბასთან ჩერდებიან ყველაზე ხშირად დაღლილი მოლაშქრეები.ღამისთევის მსურველებს უმჯობესია შეშა ჰქონდეთ თან, რადგან ტბასთან არ მოიპოვება.ღამე კი გაუსაძლისად ცივა. ამ ტბებიდან საშუალო დონის მოლაშქრისთვის საათ-ნახევრიანი ფეხით გასაგრძელებელი გზაა. სიარულს თოვლი, ქვა-ღორღი და დეკის ბუჩქები აძნელებს, მაგრამ დაღლად ნამდვილად ღირს ხეობის თეთრი დედოფლის ხილვა ! აბუდელაურის თეთრი ტბა : 361 7-ს მოსწონს
|