შოუბიზნესი კესარია და დედამისი ყველაზე ლამაზ ქართველ დედა-შვილად დაასახელეს! 2015, 28 ნოემბერი, 1:45 ერთ დროს ბესო იყო, დღეს კი უკვე ულამაზესი ქალბატონია. თვლის, რომ დაბადებიდან ასეთი იყო, ბუნებრივად ქალი. რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, უკვე მკერდი აქვს და ძველ სასქესო ორგანოსაც დაემშვიდობა. პირად ცხოვრებაშიც ყველაფერი რიგზეა, შეყვარებულია, თუმცა პარტნიორის სახელს არ გვიმხელს. ოჯახთან ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს. კესოს მტკიცებით, მიუხედავად სირთულეებისა ოჯახი მუდამ გვერდში ედგა. უმცროს დას თავიდან ცოტათი უჭირდა ამ ყველაფრის აღქმა, თუმცა დღეს ახლო მეგობრები და მესაიდუმლეები არან. კესარია თავის ყოვველ ნაბიჯს დედას უყვება, თვლის რომ დასამალი არც არაფერი აქვს. კესომ ორიოდე დღის წინ დედასთან ერთად გადაღებული ფოტო გაავრცელა. საზოგადოება ქალბატონების სილამაზემ აღაფრთოვანა. კესარია ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ მისი სილამაზე პლასტიკური ქირურგიის კი არა დედამისის დამსახურებაა. "ათასი sms მომდის, სად რა გავიკეთე. აი ამ ქალბატონთან გავიკეთე ყველაფერი. მან შემმქმნა. ჩემი უსაყვარლესი დედიკო"-წერდა კესო სოციალურ ქსელში. ფოტომ ინტერნეტსივრცე მოიცვა. საიტმა "venue.ge" კი ყველაზე ლამაზი ქართველი დედა-შვილების ათეული გამოაქვეყნა. კესარიამ და დედამისმა კი პირველი ადგილი დაიკავეს. კესარიამ რამდენიმე თვის წინ უმცროსი დის ფოტოც გამოაქვეყნა. გოგონა ულმაზესია. იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს, სკანდალები კი არ ხიბლავს. კესო დას ურჩევს რომელიმე სილამაზის კონკურსში ბედი სცადოს. რეიტინგში კესარიასა და დედამისის შემდგომი ადგილები უჭირავთ ევა ბარბაქაძესა და შორენა ბეგაშვილს, ნინო ცქიტიშვილსა და თაკო ნაცვლიშვილს, ნინი ბადურაშვილსა და ეკა კახიანს. 2089 4-ს მოსწონს
|