x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
30 ფაქტი ტყუილზე, რომლის შესახებაც უნდა იცოდეთ
image



"ყველა იტყუება" – ამტკიცებდა ექიმი გრეგორი ჰაუსი. და ის ამაში სრულიად მართალია. სტატისტიკის მიხედვით, ყოველი ადამიანი დღეში ორჯერ ან სამჯერ იტყუება.


1. ტყუილი – რაიმე ფაქტის ან ქმედების მტკიცებაა, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება.


2. ტყუილი ფიგურირებს მითებში, ლეგენდებში და ზღაპრებში. დასავლური ტრადიციების მიხედვით ტყუილი ცოდვად ითვლებოდა, რომელის გამოც სჯიდნენ ან გამოსასწორებელ ღონისძიებებს მიმართავდნენ. აღმოსავლურ ზღაპრებში ტყუილს და მზაკვრობას ხშირად თავის გადასარჩენად იყენებენ.


3. მითომანია, ანუ მიუნჰაუზენის კომპლექსი – ეს ავადმყოფობაა, რომლის დროსაც ადამიანი გამუდმებით განიცდის ლტოლვას იმისკენ, რომ სიმართლე დაამახინჯოს. ტყუილის მეშვეობით ქმნის ალტერნატიულ რეალობას და ხშირ შემთხვევაში, გულწრფელად სჯერა თავისი სიტყვების.


image


4. ტყუილის დეტექტორი ანუ პოლიგრაფი ტყუილის ამოცნობის სრულ გარანტიას არ იძლევა. ხელსაწყოს ჩვენებები ეფუძნება წნევისა და პულსის მოაცემებს, თუმცა, ადამიანებს შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც შეუძლიათ დეტექტორის მოტყუება. მიუხედავად ამისა, ეროვნული უსაფრთხოების ფედერალური სისტემის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თანამედროვე პოლიგრაფები 96% -ით უტყუარია.


5. როდესაც ადამიანი იტყუება, მის სისხლში იზრდება კორტიზოლის და ტესტოსტერონის დონე.


6. ყველაზე ბევრი მატყუარა ჩინეთში ცხოვრობს. აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად გაირკვა, რომ გამოკითხულთა 70% იტყუებოდა იმ მიზნით, რათა ფულადი ჯილდო მიეღოთ.


7. ტყუილი შეიძლება იყოს სპონტანური და დაგეგმილი.


8. სპონტანური ტყუილის დროს ადამიანმა შეიძლება თავი გასცეს ჟესტით, გამოხედვით. თუმცა, ამას ვერ ვიტყვით პროეფესიონალ მატყუარაზე.


image
9. სპონტანური ტყუილი – თავდაცვით ხასიათს ატარებს, ის ჩნდება სიტუაციის გავლენის შედეგად და ნაკლებად დასამახსოვრებელია. სპონტანური მატყუარას მეტყველებისთვის დამახასიათებელია ხშირი პაუზები, არათანამიმდევრულობა, შეცდომები სიტყვების გამოთქმისას.


10. მეორეს მხრივ, პაუზები საუბრისას ყოველთვის ტყუილზე არ მიანიშნებს. შესაძლოა


ადამიანი ცდილობდეს შესაფერისი გამოთქმების მოძიებას.


11. დაგეგმილი ტყუილი გაცილებით კარგადაა გათვლილი. ადამიანი მეტყველების დროს არის თავდაჯერებული, კონცენტრირებული და მშვიდი.


12. ჰერთფორდშირის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მამაკაცები უფრო ხშირად იტყუებიან, ვიდრე ქალები. ევოლუციური ფსიქოლოგიის პროფესორის კარენ პეინის მონაცემებით საშუალოსტატისტიკურად მამაკაცი წელიწადში 1092-ჯერ იტყუება, ქალი კი – 728-ჯერ.


13. ქალები ხშირ შემთხვევაში საკუთარი მდგომარეობის შესახებ იტყუებიან. მათი ყველაზე პოპულარული ფრაზაა "კარგად ვარ" - ამტკიცებენ ლონდონის სამეცნიერო მუზეუმის მეცნიერები.


image


14. ვებ გვერდის HeadHunter -ის თანახმად, ყველაზე მეტი მატყუარა ვაჭრობის სფეროში მუშაობს – 67%-ზე მეტი.


15. ამსტერდამის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად გაირკვა, რომ ტყუილი ხშირ შემთხვევაში დროის უკმარისობის გამო გამოჩნდება. ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ და გადაწყვეტილებებს იღებენ, ნაკლებად იტყუებიან.


16. კომპულსიური მატყუარების ტვინი უფრო უკეთესად და სწრაფად მუშაობს, ვიდრე იმ ადამიანებისა, რომლებიც სპონტანურად იტყუებიან. იალინგ იანგი, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური კვლევების ხელმძღვანელი, ამტკიცებს რომ მათ ტვინში 22-26% -ით მეტია თეთრი ნივთიერება და უფრო კარგადაა განვითარებული წინაფრონტალური ქერქი.


17. XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მატყუარა ვიქტორ ლიუსტიგია. ისტორიაში ის შევიდა როგორც ადამიანი, რომელმაც ეიფელის კოშკი ორჯერ გაყიდა. ის დაუსრულებლად იგონებდა ტყუილებს, მოგონილი ჰქონდა 45 ფსევდონიმი, საუბრობდა 5 ენაზე. ამერიკელმა სამართალდამცავებმა ლიუსტიგი 50-ჯერ დააკავეს, თუმცა, მტკიცებულებების არქონის გამო, ბრალი ვერც ერთხელ დაუმტკიცეს.


image


18. სიმართლის შრატს სინამდვილეში არ შეუძლია ადამიანი აიძულოს მხოლოდ სიმართლე ილაპარაკოს. ის მხოლოდ ფსიქოლოგიურ ფილტრებს ხსნის.


19. მატყუარას ამოცნობა თვალების მიხედვით თითქმის შეუძლებელია, თუ ის შეგნებულად მიდის ტყუილზე.


20. არსებული რელიგიების უმრავლესობა ტყუილს დიდ ცოდვად მიიჩნევს. მაგალითად, ბუდისტურ რელიგიაში ოთხ კეთილშობილურ ჭეშმარიტებაში ნათქვამია, რომ ადამიანმა თვითდისციპლინის გზით უნდა იაროს, თავი აარიდოს ტყუილს და უსამართლობას.


image


21. ქრისტიანული რწმენა გვასწავლის რომ ტყუილი დიდი ცოდვაა, რადგანაც ნათქვამია: "არა დაიმკჳდრა შორის სახლსა ჩემსა, რომელმან ყვის ამპარტავნებაჲ; რომელი იტყჳნ სიცრუესა, არა წარემართა წინაშე თუალთა ჩემთა" (ფსალმუნი 100:7).


22. ისლამი – ერთ-ერთი იმ რელიგიათაგანი, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში ტყუილს ამართლებს. ცნობილმა მუსულმანმა ისტორიკოსმა და ღვთისმეტყველმა ალ-ტარაბმა თქვა: "ტყუილი – ეს ცოდვაა, მაგრამ არა მაშინ როდესაც ის მუსულმანის კეთილდღეობას ემსახურება."


23. ბავშვები ტყუილების თქმას, ლაპარაკის სწავლის პროცესში იწყებენ. ხშირ შემთხვევაში ეს არ არის შეგნებულად ნათქვამი ტყუილი. ხშირად ისინი ერთი და იგივე შაბლონს იყენებენ ერთი ტიპის კითხვებისთვის პასუხის გასაცემად, მათი უსაზღვრო ფანტაზია კი აიძულებთ საკუთარი ტყუილი თავადვე ირწმუნონ.


image


24. მოტყუება ცხოველებსაც კი შეუძლიათ, ამტკიცებს სტივენ ნოვიცკი, დიუკის უნივერსიტეტის ბიოლოგი. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ერთმანეთის მოტყუება ფაუნის ყველა წარმომადგენელს შეუძლია. მაგალითად, ღაჟოსებრი ფრინველებს სპეციალური ხმოვანი სიგნალით შეუძლიათ გააფრთხილონ საკუთარი გუნდის წევრები მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ან განზრახ გამოიყენონ იგივე სიგნალი, რომ ისინი საჭმლისგან დააფრთხონ.


25. ფსიქოლოგი რობერტ რაიტი წიგნში "მორალური ცხოველი" ამტკიცებს, რომ ტყუილი ევოლუციის მამოძრავებელი ძალაა. ავტორის აზრით, რაც უფრო მეტად არის განვითარებული საკომუნიკაციო სისტემა, მით უფრო მაღალია ტყუილის დონე საზოგადოებაში.

26. ქალები ნათქვამი ტყუილის გამო სინანულს უფრო მეტად გამოხატავენ (82%), ვიდრე კაცები (70%).

image


27. ამერიკელმა მეცნიერებმა მერიემ კუჩაკმა და ისააკ სმიტმა დაამტკიცეს, რომ ადამიანი ყველაზე ნაკლებად დღის 12 საათამდე იტყუება. შუადღის შემდეგ კი ნათქვამი ტყუილის პროცენტი თანდათან იზრდება და მაქსიმუმს საღამოსთვის აღწევს.


28. არსებობს ტყუილის 6 ტიპი – ინფორმაციის ხარისხითა და რაოდენობით მანიპულირება, ორაზროვანი ინფორმაციის გადაცემა, უადგილო ინფორმაცია, დუმილი და ფაქტების დამახინჯება.


29. ტყუილის დროს ადამიანი ემოციებით ივსება, მათ შორის ყველაზე ჩვეული გრძნობებია – შიში, აღფრთოვანება, დანაშაულის შეგრძნება და სირცხვილი.


image


30. "თეთრი ტყუილის" მცნება ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში გაჩნდა. კეთილშობილურ ტყუილს პლატონი მხარს უჭერს თავის თხზულებაში "სახელმწიფო."



4
1432
16-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
1432
  
2015, 30 ნოემბერი, 0:18
მადლობა, ნინი, ჩემო კარგო :)
2015, 29 ნოემბერი, 23:52
რა კარგი სტატიაა ლელაა ^–^
2015, 29 ნოემბერი, 23:23
დიდი მადლლობა! :))
2015, 29 ნოემბერი, 22:02
საინტერესოა, ოღონდ მართლა :) არ ვიტყუები :D გავაზიარე )))
0 1 4