შოუბიზნესი "ჩასვრამდე სასაცილოები ხართ!"-თემო საჯაია ქართველ მომღერლებზე 2015, 27 ნოემბერი, 1:29
მომღერალი განსაკუთრებულ სკანდალებში არ ეხვევა, თუმცა საკუთარი მოსაზრებების გამოთქმისაც არ ერიდება. ამჯერად ის ქართველ მომღერლებს აკრიტიკებს, მათ ვისაც ქართულად სიმღერა უტყდება . "აი, ის ქართველი მომღერლები და ჯგუფები, ვინც ფიქრობთ, რომ ქართულ ენაზე სიმღერა ტეხავს და იმისათვის, რომ "სვეცკები" იყოთ ინგლისურად უნდა მღეროდეთ…!!! აააააიიიი, ჩასვრამდე სასაცილოები ხართ!!!"-წერს თემო ფეისბუქის პირად გვერდზე. საზოგადოება ამ კომენტარს არ გაუღიზიანებია და მეტიც, ბევრი თემოს აზრს იზიარებს. თემო შეყვარებულია. მისი მეორე ნახევარი ნინა სამადაშვილი, საქართველოს საბალეტო დასის სოლისტია. დასასვენებლად იყვნენ, როდესაც ერთმანეთი გაცვნეს. შემდეგი შეხვედრა კი უკვე თბილისში, 3 თვის შემდეგ მოხდა. წყვილი ერთმანეთს კარგად უგებს, ორივენი ხელოვნების სფეროში არიან ჩართულნი და ერთმანეთს გულშემატკივრობენ. "როდესაც შენი ქვეყანა გიყვარს და გაქვს ამბიცია, რომ პატრიოტი ხარ, ცუდია, რომ შენს ქვეყანაში ვერაფერს აკეთებ. ამას წინათ ვფიქრობდი, რა არის საქართველოს ყველაზე დიდი მტერი. მერე მივხვდი, რომ უპასუხისმგებლობაა ჩვენი ყველაზე დიდი მტერი"-ამტკიცებს თემო. მომღერალი აქტიურად ზრუნავს საკუთრ კარიერასა და თვითგანვითრებაზე. ვუსურვოთ მას წარმატებები და ბედნიერი მომავალი... 1234 3-ს მოსწონს
|