![British Fashion Awards-2015: მოდის “ოსკარი" – 2015 British Fashion Awards-2015: მოდის “ოსკარი" – 2015](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201511/2015112508565373439.jpg)
23 ნოემბერს ლონდონში «კოვენტ გარდნერის» თეატრში ჩატარდა მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლების დაჯილდოვების ცერემონიალი – British Fashion Awards ე. წ. ბრიტანული “ოსკარი", რომელიც თავისი მნიშვნელობით, კინოინდუსტრიის ამერიკულ “ოსკარს" უტოლდება.
მოდის პრემიის მთავარი ტრიუმფატორი ჯონათან ანდერსონი გახდა, რომელმაც ჯილდო ორ ნომინაციაში მიიღო: «ქალის ტანსაცმლის საუკეთესო დიზაინერი» და «მამაკაცის ტანსაცმლის საუკეთესო დიზაინერი».
British Fasion Awards-2015 ნომინაციები და გამარჯვებულები:
ლუქს-კლასის საუკეთესო დიზაინერი — ერდემი (Erdem)
საუკეთესო ბრენდი — სტელა მაკარტნი
იზაბელა ბლოუს პრემია კრეატიულობისთვის — ნიკ ნაითი
ბრიტანელების არჩევანი, მოდის ნოვატორი — ტალია ბარნეტი (FKA twigs)
ბრიტანელების არჩევანი, საუკეთესო გამოსვლა წითელ ხალიჩაზე —გვენდოლინ კრისტი
აქსესუარების საუკეთესო დიზაინერი — Charlotte Olympia
ქალის ტანსაცმლის საუკეთესო დიზაინერი — ჯონათან ანდერსონი (J. W. Anderson)
მამაკაცის ტანსაცმლის საუკეთესო დიზაინერი — ჯონათან ანდერსონი (J. W. Anderson)
ქალის ტანსაცმლის საუკეთესო ახალგაზრდა დიზაინერი — ტომას ტეიტი
მამაკაცის ტანსაცმლის საუკეთესო ახალგაზრდა დიზაინერი — გრეის უელს ბონერი
აქსესუარების საუკეთესო ახალგაზრდა დიზაინერი — ჯორდან ესქილი (Jordan Askill)
წითელი ხალიჩის სამოსის საუკეთესო დიზაინერი — ტომ ფორდი
საუკეთესო მოდელი — ჯორდან დანი
პრიზი საუკეთესო სარეკლამო კამპანიისთვის — Burberry
საუკეთესო უცხოელი დიზაინერი — ალესანდრო მიკელე (Gucci)
ლუქს–კლასის სამოსის საუკეთესო ახლგაზრდა დიზაინერი — მერი კატრანზუ
და British Fashion Awards 2015 უმაღლესი ჯილდო – «მოდის ინდუსტრიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის», გადაეცა კარლ ლაგერფელდს. ასე აღნიშნა პრემიის ჟიურიმ, დიზაინერის 50 წლიანი მოღვაწეობა მოდის ინდუსტრიაში და Chanel, Chloé, Fendi და საკუთრივ Karl Lagerfeld ბრენდების კურატორობა.
British Fashion Awards 2015 - ის ნომინანტებმა და სტუმრებმა ძალისხმევა არ დაიშურეს, რომ ღონისძიების შესაბამისად წარდგენილიყვნენ შეკრებილი საზოგადოების წინაშე. მათ შორის, ყველაზე გემოვნებით ჩაცმულები იყვნენ:
ჯორდან დანი, კარლი კლოსსი, კრისტოფერ ბეილი და ნაომი კემპბელი
ნაომი კემპბელი
როუზი ჰანტინგტონი
კარლი კლოსსი
დევიდ და ვიქტორია ბეკჰემები
ლიუის ჰემილტონი
ანა ვინტური და კარლ ლაგერფელდი
ორნალდო ბლუმი
რიტა ორა
ლილი ალენი
ქეით ბოსუორთი
ლივ ტაილერი
შერლი ფერნანდეს-კოული
ალექსა ჩანგი
ალესანდრო მიკელე და ჯორჯია მეი ჯაგერი
არიზონა მიუზი
ალექს დელალი, ჯორჯია ჯაგერი და ალექსა ჩანგი