ხშირ შემთხვევაში, ბავშვებს სახლში მარტო დარჩენის და ბნელ ოთახში ძილის ეშინიათ. ეშინიათ სარდაფში ჩასვლის ან სხვენზე ასვლის, რადგან ფიქრობენ რომ იქ საშიში და ბოროტი მონსტრები ბინადრობენ. მაგრამ, ასაკთან ერთად, შიშიც ქრება და უკვე ღიმილით იხსენებენ იმას, რაც შორეულ ბავშვობაში, შიშის ზარს სცემდათ.
ამერიკელი ჯოშუა გოფაინის (Joshua Hoffine) ფოტოპროექტი Childhood Fears (ბავშვობაში განცდილი შიშები) — არის ბავშვების კოშმარების და შიშების ვიზუალიზაცია, რომლის თითოეული ფოტოსურათი მოკლემეტრაჟიან ფილმს უფრო ჰგავს, ვიდრე ფოტოს.
სურათებისთვის დაიწერა სცენარი, შეიქმნა დეკორაციები, გამოყენებული იყო სპეციალური გრიმი. გადაღების პროცესი კი კინოგადაღებას უფრო ჰგავდა, ვიდრე ფოტოსესიას.
სურათებზე ყველაფერი რეალურია. ფოტოშოპი მხოლოდ ფერის გამისა და კონტრასტის კორექციისთვის არის გამოყენებული.
ახალგაზრდა ფოტოგრაფს, ამ ფოტოპროექტით, უნდაოა მშობლებისთვის (და არა მარტო მათთვის) დაენახვებინა, თუ რას გრძნობენ პატარები, როდესაც არ უნდათ მარტო ყოფნა.