ისლამი მონოთეისტური აბრაამისეული რელიგიაა. მისი რელიგიური სწავლება დაფუძნებულია ყურანზე, როგორც ღმერთის პირდაპირ სიტყვაზე და სუნნაზე, როგორც ღმერთის მიერ რჩეული მაცნის, მუჰამმადის ქცევით მაგალითზე. წარმოგიდგენთ ამ რელიგიის მიმდევარ ცნობილ ადამიანებს.
# სნუპ დოგი ამერიკელი რეპერი, პროდიუსერი, მარიხუანასთან დაკავშირებული აქტივისტი და მსახიობია. ის მუსულმანი გახდა 2009 წელს.
# მაიკ ტაისონი ამერიკელი მოკრივეა. მან ისლამი მიიღო 90-იან წლებში, როცა ციხეში ჩასვეს გაუპატიურების გამო.
# ო’ში ჯექსონი (დ. 15 ივნისი 1969), ცნობილი სასცენო სახელით Ice Cube — ამერიკელი რეპერი, მსახიობი, სცენარების ავტორი, კინო და მუსიკალური პროდიუსერი და რეჟისორი. მან მიიღო ისლამი 90-იან წლებში.
# ამალ კლუნი, იგივე ამალ ალამუდინი, ადამიანების უფლებადამცველია. ის ცნობილი მსახიობის - ჯორჯ კლუნის მეუღლეა. მისი მამა მუსლიმანური რელიგიური სექტის მიმდევარი არაბი (დრუზი) იყო. მისი დედა კი სუნიტი მუსულმანი.
# ჯანეტ დამიტა ჯო ჯექსონი (დ. 1966 წლის 16 მაისს) — ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი. ის გახლდათ იეჰოვას მოწმე 2013 წლამდე, სანამ ცოლად არ გაჰყვა ვისემ ელ მანას და მის სარწმუნოებაზე არ გადავიდა.
# ცნობილი მუსიკალური ჯგუფის - “One Direction''-ის ერთ-ერთმა წევრმა, ზეინ მალიკმა გააოცა თავისი თაყვანისმცემლები, როდესაც 2015 წელს ჯგუფი დატოვა თავისი სარწმუნოების გამო. თუმცა იგი უკვე გააკრიტიკეს კონსერვატიულმა მუსულმანებმა, თავისი არასწორი ცხოვრების წესის გამო.
# ომარ ეპსი (დაიბადა 20 ივლისს, 1973 წ) არის ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, კომპოზიტორი და პროდიუსერი. ისიც ასევე მუსულმანია.