მოვლენები ტკბილი სილამაზე 2015, 20 ნოემბერი, 0:29 ლიბანის საუკეთესო მზარეულ-შოკოლატეები და ცნობილი დიზაინერები გაერთიანდნენ და ულამაზესი კაბები შექმნეს Fashion Show-სთვის, რომელიც «შოკოლადის სალონის» საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა. «შოკოლადის სალონის» ფესტივალი ბეირუთში 13 -14 ნოემბერს ჩატარდა. ორი დღის მანძილზე ქალაქში 160 -ზე მეტი შოკოლადის გამოფენა, 100 ვორკშოპი, 60 საუკეთესო მზარეულ-შოკოლატეები სტუმრებს შოკოლადის ლამაზი ფიგურებით და ორიგინალურობით აოცებდნენ. გარდა ამისა, ტარდებოდა ლექციები დიეტოლოგიაში. მაგრამ, მთავარი «შოკოლადის სალონის» დროს, როგორც ყოველთვის, Fashion Show იყო. დიზაინერებმა ჩვენებისთვის კაბები "1001 ღამის" მოტივებზე შექმნეს და “სამოსი" მართლაც რომ ზღაპრული გამოვიდა. 230 9-ს მოსწონს
|