მსოფლიო პუტინი სტალინის გზით მიდის 2015, 19 ნოემბერი, 9:58 ორ კვირაზე მეტი დასჭირდა ვლადიმერ პუტინს, რომ სინაის თავზე, რუსული სამგზავრო თვითმფრინავის აფეთქების ფაქტი ეღიარებინა. ის რომ თვითმფრინავი ტერორისტებმა გაანადგურეს, დასავლეთის ქვეყნების ლიდერებმა და სპეცსამსახურებმა, ავიაკატასტროფის II დღესვე განაცხადეს. რუსეთში კი ყველანაილად ცდილობდნენ აქცენტი არ გაეკეთებინათ ტერაქტის შესაძლებლობაზე და აცხადებდნენ, რომ ძიების დასრულებამდე, ვერაფერს იტყოდნენ. და აი, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის, ტერაქტის ფაქტი რუსეთის პრეზიდენტმაც აღიარა და რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურის უფროსმაც. ისმის კითხვა – რატომ ახლა? რუსეთის ხელისუფლებამ სიმართლე ხომ პირველსავე დღეს თუ არა - მეორე ამ მესამე დღეს უკვე იცოდა? რუსეთის აღიარება - ეს არის პირდაპირი შედეგი პუტინის ანტალიური მოლაპარაკებისა, რომლის არსი დასავლეთთან ურთიერთობის მოწესრიგებაში და ანტიტერორისტული კოალიციის შექმნა იყო. სწორედ ანტიტერორისტული და არა პროასადური. რით არის გამოწვეული რუსეთის ასეთი მკვეთრი შემობრუნება უცნობია. ამის თაობაზე მხოლოდ ვარაუდი შეიძლება: იქნებ პუტინის ასეთი რეაქცია პასუხი იყო "ისლამური სახელმწიფოს" მუქარაზე ან იქნებ, ის შექმნილი სიტუაციით სარგებლობს და ურთიერთობის დალაგება უნდა დასავლეთთან? მისი ეს სურვილი კი იმით არის გამოწვეული, რომ ნავთობზე ფასი დაეცა და მას ფული უთავდება და არა იმით, რომ რუსეთის პრეზიდენტს მოსკოვში ტერაქტების მოწყობის ეშინია. რა მიზეზიც არ უნდა იყოს, პუტინისთვის დღეს, უპირველესი ამოცანა დასავლეთთან ურთიერთობის მოგვარებაა. ის, ამ ნაბიჯით, სტალინის ბედის მოზიარე ხდება, რომელიც ჰიტლერს დაუმეგობრდა, დასავლეთის დემოკრატიასთან დაპირისპირების მიზნით, ხოლო როდესაც ფიურერი მისი რეჟიმისთვის უფრო დიდ საფრთხედ იქცა, ვიდრე დასავლეთი იყო, გუშინდელ მტერთან გაერთიანდა, რომ საკუთარი რეჟიმი გადაერჩინა და გამარჯვების შემდეგ, სარგებელიც ენახა 976 3-ს მოსწონს 1-ს არა |
P. S. რა თქმა უნდა, მხოლოდ დიპლომატიური გზებით.